ესპანეთის პოლიციაში მომსახურე ძაღლებს მოცარტის მუსიკას სტრესის მოსახსნელად მოასმენინებენ
ესპანეთის პოლიციაში მომსახურე ძაღლებს მოცარტის მუსიკას სტრესის მოსახსნელად მოასმენინებენ
"მადრიდის მუნიციპალურმა პოლიციამ დაიწყო სპეციალური სისტემის გამოყენება, რომელიც მათ რიგებში მომსახურე ძაღლებს მუსიკალური თერაპიით უზრუნველყოფს", -  წერს ინტერნეტ პორტალი "ВВС"-ი.

ესპანელი სამართალდამცველები იმედოვნებენ, რომ ეს ინოვაცია შეამცირებს სტრესს, რომელსაც განიცდიან მათი ძაღლები. ცხოველები დღეში რამდენჯერმე მოუსმენენ კლასიკურ მუსიკას. არსებულ მეთოდს "მოცარტის ეფექტს" უწოდებენ.

იმ შენობის კედლებში,სადაც პოლიციის ძაღლები ბინადრობენ, გააკეთეს აკუსტიკური დინამიკები. ასევე, დაამონტაჟეს ჰაერის გამწმენდი სისტემა.

პოლიციაში მომსახურე ძაღლებს ასაფეთქებელი საშუალებებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენისთვის იყენებენ. გარდა ამისა, ცხოველები მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში.

მადრიდის ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც მომსახურე ძაღლები გამოიკვლია,
მივიდა დასკვნამდე, რომ სამსახურის შესრულების დროს შინაური ცხოველები დიდ სტრესს იღებენ.

2012 წელს, ჟურნალ "Veterinary Behaviour"-ში გამოქვეყნებულმა
კვლევამ აჩვენა, რომ კლასიკური მუსიკა ძაღლებში შფოთის დონეს ამცირებს.

ასევე იხილეთ:

ოთხფეხა მცველები საქართველოს საბაჟო სამსახურში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?