როგორ გავაშველოთ მოჩხუბარი ძაღლები
როგორ გავაშველოთ მოჩხუბარი ძაღლები
ალბათ ბევრი მათგანისთვის, ვისაც ძაღლი ჰყავს ნაცნობია სიტუაცია, როდესაც მათი კეთილი და საყვარელი ძაღლი უცებ თავგამოდებით ესხმის თავს მეზობლის ლეკვს . ამ მომენტში აუცილებელია მოჩხუბარი ძაღლების გაშველება. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს სწორედ?

არის რამდენიმე წესი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია არა მარტო ძაღლების პატრონებისთვის. ეს წესი უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა იმიტომ, რომ ყველა ადამიანი შეძლება შეესწროს სიტუაციას, როდესაც ძაღლები ფაქტიურად სასიკვდილოდ ესხმიან თავს ერთმანეთს.

1. არ ეცადოთ გააშველოთ ძაღლები დარტყმით. ტკივილი ძაღლს აღიზიანებს და უფრო გააფთრებით გააგრძელებენ ჩხუბს. ასევე არ შეიძლება ძაღლის წინ
ქუდის, ან ხელების ქნევა. ეს იმითაა საშიში, რომ ცხოველი შეიძლება მოგვარდეთ.

2. თუ თქვენ შეეცდებით
გააცილოთ ცხოველები საყელურით, რისკავთ თავად იყოთ დაკბენილი საკუთარი ძაღლის მიერ.

3. ძაღლების მეპატრონეებმა ყოველთვის უნდა გამოიყენონ ყველაზე გამოცდილი საშუალება. ამისთვის ორივე მეპატრონემ ერთდროულად უეცრად უნდა გამოჰკრან ხელი უკანა ფეხებში ისე, რომ ფეხები მიწას მოსწყდეს. ცხოველები დაკარგავენ წონასწორობას და ერთანეთს შეეშვებიან.

4. მათი გაშველების კიდევ ერთი მოქმედი საშუალებაა: გადააჯვარედინეთ ხელები და მოეჭიდეთ მათ უკანა ფეხებს. როგორც წინა ვარიანტზე, მოქაჩეთ უკანა ფეხები, მოწყვიტეთ ისინი მიწას და გადმოატრიალეთ ცხოველები ზურგზე. ძაღლები შეეშვებიან ერთმანეთს იმიტომ, რომ ზურგზე წოლის დროს მუცელი დაუცველი რჩება.

5. თუ ახლომახლო არ არის მეორე ძაღლის პატრონი, მაშინ თქვენ მარტოს შეგიძლიათ ცხოველების გაშველება. ამისათვის საკმარისია ძაღლებს ზემოდან ქურთუკი გადააფაროთ. სიბნელეში მოხვედრილი ცხოველები დაიბნევიან და კბილებს შეუშვებენ ერთმანეთს. თუ თქვენ გენანებათ ქურთუკი, მაშინ შეგიძლიათ ძაღლებს წყალი გადაასხათ. ამ მიზნით შეიძლება მოჩხუბარი ლეკვების თოვლის ნამქერში ჩაგდება.

6. თუ თქვენ ხედავთ, რომ ჩხუბი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მის დაწყებას ბევრი არ უკლია, მაშინ შეგიძლიათ ჩადგეთ ძაღლებს შორის. მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ არ გეშინიათ. ნებისმიერ მომენტში ძაღლს შეუძლია მოგვარდეთ, თუკი იგრძნო თქვენი შიში.

7. ხანდახან ასეც ხდება, რომ ერთ-ერთი ძაღლი თავის კბილებით მაგრადაა ჩაჭიდებული მეორე ძაღლზე. მეორე კი ტკივილისაგან ყმუის და ვერაფერს აკეთებს. იმისთვის, რომ გაუხსნათ ყბები ძაღლს, დააჭირეთ მის ხორხს, რითაც შეუწყვეტთ სუნთქვის საშუალებას. ძაღლი ყბებს გახნის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?