როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ძაღლი თავს გვესხმის: 5 მთავარი რჩევა კინოლოგებისგან
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ძაღლი თავს გვესხმის: 5 მთავარი რჩევა კინოლოგებისგან
ძაღლის თავდასხმისგან არავინაა დაზღვეული. ხშირ შემთხვევაში კომპანიონი ცხოველი ადამიანს თავს ესხმის იმ დროს, როცა ტერიტორიას იცავს. თუ ხროვიდან ერთი მათგანი თავს გესხმით, მას სხვებიც უერთდებიან.

როგორ დავიცვათ თავი, თუ ძაღლი ჩვენს მიმართ აგრესიას გამოხატავს? ექსპერტები რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებენ.

თუ ძაღლი გიყეფთ და კბილებს კრიჭავს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შესაძლოა, თავდასხმა თავიდან აიცილოთ

Zooclub

აგრესიულად განწყობილ ძაღლთან შეხვედრის დროს, შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე;

არ გაიქცეთ;

არ უყვიროთ ძაღლს;

ასეთ დროს, თქვენი მოძრაობები უნ
და იყოს შენელებული;

ძაღლს არ შეხედოთ თვალებში, მაგრამ მისი ქმედებები გააკონტროლეთ.

მოიქეცით ისე, თითქოს
მას საერთოდ ვერ ამჩნევთ და არ გაინტერესებთ.

თავდაცვა ძაღლის თავდასხმის დროს: იმოქმედეთ სწრაფად

Zooclub

შეეცადეთ ძაღლსა და თქვენს შორის გააკეთოთ ბარიერი რაიმე ნივთით (მაგ. ჩანთა), რათა თავი დაიცვათ დაკბენისგან;

თავდასაცავად გამოიყენეთ ყველაფერი, რაც ხელთ მოგხვდებათ;

თუ საშუალება გექნებათ, გამოიყენეთ ქურთუკი - ძაღლს თავზე შემოახვიეთ (შეძლებისდაგვარად დაუფარეთ თვალები და პირი);

თუ ძაღლი თავდასხმას განაგრძობს, მუშტი დაარტყით ცხვირში, საზარდულთან ან სახეში. ძაღლის ყველაზე მგრძნობიარე ადგილია წინა თათებს შუა გულ-მკერდის მიდამოები.

თუ ძაღლმა გიკბინათ: ამ დროს ცხოველი მკვეთრი მოძრაობით არ მოიშოროთ, ის კბილებს უფრო მეტად მოგჭიდებთ

Zooclub

თუ ძაღლი კბილებით გებღაუჭებათ, არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები;

იმ ხელით, რომელიც თავისუფალი გაქვთ, ძაღლს უკანა თათებზე ძლიერად მოჰკიდეთ ხელი. მსგავსი მანევრის დროს, ხშირ შემთხვევაში, ცხოველი მოწინააღმდეგეს თავს ანებებს;

მკვეთრი მოძრაობით ძაღლი დააგდეთ მიწაზე და მთელი ძალით დააწექით (ნუ გაიმეტებთ სასიკვდილოდ).

თუ ძაღლმა თქვენი წაქცევა მოახერხა: დაიფარეთ ყელი და შეძლებისდაგვარად სახე

Zooclub

ძაღლის თავდასხმის დროს მნიშვნელოვანია დაიცვათ ყელი, რადგან მან შესაძლოა, არტერია დაგიზიანოთ;

წაქცევის შემთხვევაში სასურველია მოიკუნტოთ;

თავი მხრებში მოიქციეთ და დაიცავით ყელი მკერდთან ნიკაპის მიბჯენით;

ასეთ დროს კინოლოგები გირჩევენ თავის მომკვდარუნებას: ამგვარად შესაძლოა, ძაღლმა თქვენ მიმართ ინტერესი დაკარგოს.

მნიშვნელოვანი დამატება

თუ ძაღლი თავს დაგესხათ, ნუ ეცდებით მასთან ლაპარაკს, მით უმეტეს მისი მიმართულებით  ყვირილს. საუკეთესო სტრატეგია სრული იგნორია.

შეტევისას ძაღლს წინ დაუგდეთ რაიმე ნივთი -  მას ყურადღებას გადაატანინებთ და წასასვლელად დრო გექნებათ. 

ძაღლს დემონტრაციულად აჩვენეთ, რომ შეიარაღებული ხართ - მიწიდან ხელში აიღეთ (მოაჩვენეთ თითქოს იღებთ) ჯოხი, ქვა, ტოტი და ისროლეთ მისი მიმართულებით.

და ბოლოს, ძირითად შემთხვევაში ქუჩაში მცხოვრები ძაღლი ადამიანს უმიზეზოდ არასდროს ესხმის, ნუ იქნებით კომპანიონი ცხოველების მიმართ გულგრილნი ან აგრესიულად განწყობილნი, თუ ის თქვენკენ შეტევაზე არ გადმოდის.

ცხოველი აგრესიული მას შედეგ ხდება, რაც ადამიანების მიმართ სისასტიკის მსხვერპლი არაერთხელ გახდება. სწორად ამიტომ, ძაღლს მძაფრად უვითარდება თავდაცვის ინსტინქტი და სიახლოვეს მყოფი ყოველი ადამიანი პოტენციურ საფრთხედ ეჩვენება.

ასევე იხილეთ:

ძაღლი ყოველთვის მიგანიშნებთ, თუ კბენას აპირებს. როგორ?​

ჭკვიანი ძაღლის 7 თვისება​

10 ნიშანი, რომლებიც უნდა იცოდეთ, სანამ უცხო ძაღლს მოეფერებით
kinologi
ყველაზე მარტივია, სმარტფონზე ჩაწეროთ პროგრამა, არის ასეთი ულტრაბგერებს გამოყოფს და ძაღლი წკმუტუნით მოგცილდებათ.
emigrantimanana
კოტე ხარ თუ ვიღაც ოხერი,სჰენ უნდა მოგიღოც ბოლო ,შე ოხერ ტიალო
კოტე
როგორ უნდა მოვიქცეთ და თოფით უნდა მოვუღოთ ბოლო მასაც და მათ დამცველებსაც, ძაღლს რა უნდა ქუჩაში, ძაღლი ძაღლია ის რა სანდობია??
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?