როგორ ფიქრობს ძაღლი
როგორ ფიქრობს ძაღლი
”ძაღლი” პირველი პროექტია, რომლის ფარგლებში ძაღლს ასწავლიდნენ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის სკანერში ნარკოზის გარეშე მოთავსებას იმისთვის, რომ სპეციალისტებს შეძლებოდათ ცხოველის ტვინის გამოკვლევა.

გრეგორი ბერნსზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უსამა ბენ ლადენის დაკავების დროს (2011 წ.) სამსახურებრივი ძაღლის ნახტომმა შვეულმფრენიდან.

”მე ვიფიქრე, თუ ძაღლებს შეუძლიათ შვეულმფრენიდან ხტომა, ჩვენ შევძლებთ მათ ვასწავლოთ თავისით დაწვნენ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის სკანერში”, - იგონებს გრეგორი.
შემდეგ წელს ემორის უნივერსიტეტში ნევროლოგმა დაიწყო პროექტი ”ძაღლი”. ეს იყო პირველი პროექტი, რომლის ფარგლებში ძაღლებს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის სკანერში ნარკოზის გარეშე მოთავსებას ასწავლიდნენ, რათა ადამიანებს ძაღლის ტვინის
მუშაობა შეესწავლათ.

მკვლევრებმა შეძლეს დაენახათ, თუ როგორ რეაგირებს ძაღლის ტვინი გამღიზიანებლებზე, როგორებიცაა ჟესტები, ხმა და
სუნი. დაჯილდოების ცენტრის აქტიურობა აჩვენებს, რა უყვარს ძაღლს უფრო მეტად: ადამიანთან ურთიერთობა, თუ საკვები (უმეტესობას ერთნაირად), ასევე აჩვენებს, რომელი ძაღლი არ არის გამოსადეგი სამსახურისთვის (მაგალითად ისინი, რომლებიც ძლიერად შფოთავენ, ან დიდ სიხარულს გამოხატავენ უცხოებთან შეხვედრისას).

ახლა ბერნსს სურს გაიგოს, თუ როგორ შეუძლიათ ამ ცხოველებს ადამიანის ენის გაგება.
”როდესაც ძაღლს ესმის სიტყვა, მისთვის ეს მხოლოდ ხმოვანი გამაღიზიანებელია - ან ის აზრს მართავს?”

პასუხების ძიებაში გრეგორი მთელი წელი შეისწავლიდა ტვინის ატიურობას, როდესაც ძაღლები ნაცნობ და გამოგონილ სიტყვებს უსმენდნენ.

”ძაღლები ერთმანეთისგან ისევე გაირჩევიან, როგორც ჩვენ”, - ამტკიცებს ის.


ძაღლური მეცნიერება

ბავშვების ენა. ლეკვები, როგორც ახალშობილები, უკეთ რეაგირებენ მაღალი ტემბრის ხმაზე. მეტიც, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტემბრი შეიძლება ლეკვს სიტყვების დამახსოვრებაში დაეხმაროს. თუმცა, ზრდასთან ერთად ძაღლების დამოკიდებულება იცვლება და მაღალტემბრიანი ხმა პრიორიტეტს კარგავს.

რეგის რიტმში. როგორც ადამიანები, ძაღლებს შეიძლება მოსწონდეთ მუსიკა. გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ძაღლების თავშესაფარში 5 მუსიკალური პროგრამა ჩართეს. რეაქცია სხვადასხვა იყო, მაგრამ მთალიანობაში მუსიკა დამამშვიდებელ მოქმედებას ახდენდა, განსაკუთრებით - მსუბუქი როკი და რეგი.

ლეკვები სინჯარიდან. ათწლეულების კვლევის შედეგად, სმიტსონისა და კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლეკვების ნაყარის მიღება ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიიღეს. ანუ, მეთოდიკის გამოყენებით შეიძლება ლეკვებში გენეტიკური დარღვევების გამოსწორება ისევე, როგორც ადამიანებში.

ოჯახში. პატარა ბავშვები ურთიერთობის ხელოვნების გაცნობისას ძალიან გვანან ძაღლებს, ვიდრე შიმპანზეებს, თუმცა, ეს უკანასკნელი უფრო ახლოა ადამიანთან. არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ურთიერთობასთან დაკავშირებულ რიგ დავალებებს ძაღლებმა უკეთ გაართვეს თავი, ვიდრე შიმპანზეებმა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?