12 ყველაზე სოციალური ძაღლის ჯიში
12 ყველაზე სოციალური ძაღლის ჯიში
ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიშების ჩამონათვალის გაკეთება გამოცდილ სპეციალისტსაც კი გაუჭირდება, რადგან ჯიშიანი თუ მეტისი ყველა მოსიყვარულე, ერთგული და თბილია. ისინი თავიანთი დადებითი თვისებებით პატრონის გულებს იპყრობენ.

ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში აქცენტი გაკეთებულია არა იმ ძაღლებზე, რომლებსაც თავიანთი პატრონები უყვართ (რაც თითქმის ყველა ჯიშის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია), არამედ ჯიშები, რომლებიც მეტად სოციალურები არიან. თუ ეძებთ დარაჯ ან მცველი ძაღლის ჯიშს, ეს სია ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ თუ ეძებთ ძაღლს, რომელიც გარშემომყოფების მიმართ სიყვარულსა და სითბოს აფრქვევს, გადახედეთ ქვემოთ მოყვანილ ჯიშებს.

ოქროსფერი რეტრივერი 

Zooclub

ეს
ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ჯიშია მსოფლიოში. იგი საუკეთესო არჩევანია აქტიური ადამიანებისა და დიდი ოჯახებისთვის. ოქროსფერი რეტრივერი
საოცრად ჭკვიანი, გაწონასწორებული და მოსიყვარულეა სხვა ცხოველებისა და ადამიანების მიმართ.

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

დიდი ხანია, რაც ლაბრადორმა ადამიანების გულები დაიპყრო თავისი მხიარული ხასიათის გამო. იგი საუკეთესო კომპანიონია ოჯახებისთვის, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ. ასევე საოცრად სოციალურია ოჯახის ახლობლებისა და უცხო ადამიანების მიმართ.

ბიგლი

Zooclub

ბიგლი საშუალო ზომის ჯიშებს მიეკუთვნება. იგი გამოყვანილია კურდღელზე სანადიროდ, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ოჯახის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიონად იქცა. ბიგლი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სახლში პატარა ბავშვი ჰყავს.

სტაფორდშირული ბულტერიერი

Zooclub

ამ ჯიშის ხილვა შესაძლოა შიშის განცდას იწვევდეს, თუმცა, ინგლისში მას მეტსახელად  "ძიძა ძაღლი" შეარქვეს. იგი საოცრად ლოიალურია ოჯახის წევრებისა და უცხო ადამიანების მიმართ. სატფორდშირულიმა ტერიერმა დიდი ხანია, მოიპოვა ადამიანების ნდობა იმდენად, რომ ბავშვების მეთვალყურედაც ტოვებენ.

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

Zooclub

კიდევ ერთი საუკეთესო კომპანიონი და მოსიყვარულე ძაღლის ჯიში მათთვის, ვისაც ბევრი სირბილი და ვარჯიში არ უყვარს. ეს ჯიში ბედნიერია, როდესაც უბრალოდ პატრონის ხელზე სძინავს, უხარია სახლში სტუმრების გამოჩენაც.

პუდელი

Zooclub

ყველა სახეობის პუდელი საოცრად სოციალური და თბილია. ის აქტიური, ჭკვიანი და დამჯერი ჯიშია, რომელსაც მოსწონს ვარჯიში და უცხო ადამიანებთან შეხვედრა.

უელშ კორგი პემბროკი

Zooclub

პემბროკი კორგის სახეობებს შორის ყველაზე გვიან გამოიყვანეს. ის საოცრად აქტიური და ჭკვიანი ჯიშია. მას ძალიან მოსწონს ვარჯიში და ახალი ადგილების გამოკვლევა. ბედნიერია, როდესაც უცხო ადამიანი ეფერება და თბილ სიტყვებს ეუბნება.

ბოსტონური ტერიერი

Zooclub

ბოსტონური ტერიერის ზედმეტსახელი "ამერიკელი ჯენტლმენია", რადგან  სასაცილო და მოსიყვარულე ჯიშია. ის საოცრად სოციალურია უცხო ადამიანების მიმართ.

ნიუფაუნდლენდი

Zooclub

ნიუფაუნდლენდი ითვლება წყლის მაშველ ჯიშად, ამიტომ მეგობრული დამოკიდებულება უცხო ადამიანების მიმართ მისი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. მიუხედავად დიდი ზომისა, ის საოცრად მოსიყვარულე, მეგობრული ძაღლია, რომელსაც უყვარს, როგორც ოჯახის წევრებთან, ისე უცხო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.

ბიშონ ფრიზე

Zooclub

კიდევ ერთი მოსიყვარულე კომპანიონი ჯიში. ბედნიერია, როგორც ოჯახის წევრების, ისე უცხო ადამიანების გარემოცვაში. ბიშონი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს მოსიყვარულე, პატარა ტანის (დეკორატიული) ძაღლის სახეობას.

ირლანდიური სეტერი

Zooclub

ირლანდიური სეტერი მონადირე ჯიშებს მიეკუთვნება. იგი გამოირჩევა ლამაზი, ხშირი თივთიკით. ის საოცრად აქტიური ჯიშია, რომლის სურვილიცაა, ყოველთვის იყოს ოჯახის წევრების გარემოცვაში. ასევე შეხვდეს უცხო ადამიანებს, ძაღლებსა და სხვა ცხოველებს.

ბლადჰაუნდი

Zooclub

დიდი ზომის მონადირე ჯიშია. გარდა ამისა, მას კარგად გამოსდის დაკარგული ადამიანების ძებნა. ის საუკეთესო კომპანიონია და საოცრად ლოიალურია უცხო ადამიანების მიმართ.

შენიშვნა: ძაღლის ყველა ჯიში ინდივიდუალურია. სახეობის მიუხედავად, შესაძლოა, ძაღლის ხასიათში იყოს გამონაკლისი, რაც გარკვეულწილად დამოკიდებულია მის აღზრდაზე.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 7 ჯიში, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ

ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც "დიდი ბავშვები" არიან

ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც საუკეთესო მცველები არიან


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?