ძაღლები შიშს ყნოსვით ხვდებიან
ძაღლები შიშს ყნოსვით ხვდებიან
ძაღლების მფლობელები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ბინადრები ადამიანების ემოციებს იზიარებენ. კერძოდ, ნეაპოლის უნივერსიტეტის (იტალია) სპეციალისტების მკვლევრების ბოლო დროის კვლევებმა დაადასტურეს, რომ ძაღლები ადამიანის შიშს ოფლის სუნით ხვდებიან და ამასთან დაკავშირებით თავად განიცდიან სტრესს.

”ყნოსვის სისტემის როლი არაა ჯეროვნად შეფასებული, შესაძლოა იმიტომ, რომ ჩვენი საკუთარი სახეობა უფრო ორიენტირებულია მხედველობაზე”, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ბიაჯო დანელო.

კოლეგებთან ერთად დანიელომ სცადა გაერკვია, შეუძლიათ თუ არა ძაღლებს ადამიანების ემოციების გაგება. სპეციალისტებმა მოხალისეებისგან შეაგროვეს ოფლის ნიმუშები, რომლებიც შიშისა და ბედნიერების ემოციების გამომწვევ ვიდეორგოლებს უყურებდნენ.

ეს
ნიმუშები შინაურ ცხოველებს დააყნოსინეს, შემდეგ დააკვირდნენ ცხოველების ქცევასა და გულისცემას. იმ ადამიანების ოფლის ნიმუშების დაყნოსვის
დროს, რომელთაც შიში განიცადეს, ცხოველები სტრესის ნიშნებს ამჟღავნებდნენ. მათ უხშირდებოდათ პულსი, ცდილობდნენ მეტად ეკონტაქტათ პატრონთან და თავს იკავებდნენ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისგან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?