დააკვირდით თქვენს ბინადრებს. მათ დღე-ღამეში 16 საათი სძინავთ.
გვერდულად
გვერდულად ან მუცელზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძილის პოზაა ძაღლებში. ასეთი მდგომარეობა საშუალებას აძლევს ცხოველს, საშიშროების დროს ფეხზე უცებ წამოდგეს. როგორც წესი, ამ პოზაში ძაღლი ღრმა ძილის ფაზაში არაა, ის უფრო თვლემს. ეს მდგომარეობა დაცვისა და თვითგადარჩენის ინსტინქტითაა განპირობებული.

გვერდზე
ასევე გვერდზე ძილი ნიშნავს, რომ ცხოველი თავს სრულიად უსაფრთხოდ გრძნობს იმიტომ, რომ ის არ ფარავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს.

როდესაც ძაღლები თავს კომფორტულად გრძნობენ და ენდობიან მათ, ვინც ახლოსაა, შეუძლიათ ასეთ მოდუნებულ პოზაში ძილი. ასეთ ძაღლებს ძლიერი კავშირი აქვთ პატრონთან და ოჯახთან.
სუპერგმირის პოზა

ასეთი პოზა ლეკვებისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ზოგი ჯიში დიდ ასაკშიც აგრძელებს ასე ძილს. ლეკვებში ეს პოზა ენერგიულობასა და დამცველობით თვისებებზე მიუთითებს, ამიტომ ასეთი მდგომარეობა ძაღლს საშუალებას აძლევს, აუცილებლობის დროს, უცებ წამოხტეს. თუ ატყობთ, რომ თქვენს ზრდასრულ ძაღლს ხშირად სძინავს ასეთ პოზაში, მაშინ ის სავსეა ენერგიით და ყოველთვის მზადაა სათამაშოდ.
მოკუნტული

ასეთ პოზაში ძაღლი თავისი თათების, ყელისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დაცვას ცდილობს. ან, როგორც ვეტერინარები ამბობენ, მას უნდა სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება. თუ ცხოველს ასე სძინავს, შესაძლოა, მას რაღაც აწუხებს - მაგალითად ხმაური ან შიში. მაგრამ პოზა ყოველთვის არაა საფრთხის მაჩვენებელი: მოსიყვარულე და რბილი ხასიათის ძაღლებს ხშირად უყვართ ასეთ პოზაში ძილი.
ზურგზე

ყველაზე მოდუნებული ფორმა ძაღლებში - სხეულის ყველაზე დაუცველი ნაწილები: ყელი და მუცელი ღიაა. თუ თქვენს ბინადარს ზურგზე სძინავს, ეს მის სრულ კომფორტზე და თქვენდამი ნდობაზე მეტყველებს. თუმცა, ეს შეიძლება ასევე ნიშნავდეს, რომ ცხოველს ცხელა ან დღის განმავლობაში ბევრი ენერგია დახარჯა. თუ ძაღლი ხშირად ირჩევს ამ პოზას, ეს ნიშნავს, რომ ის დარწმუნებულია საკუთარ თავში და ადვილად ახდენს ადაპტაციას სხვადასხვა პირობებში.
თათებით ზევით

ზურგზე ძილის ეს ვერსია გრძელფეხება ძაღლების სტილია. გრძელი თათები ასეთ მდგომარეობაში ძალიან სასაცილოდ ჩანს. პოზა ნიშნავს იმას, რომ ძაღლი თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობს. ასევე ცხოველები, რომლებსაც ასე სძინავთ, ჩვეულებრივ დამოუკიდებლები და მშვიდები არიან.
ბონუსი: როგორ გავარკვიოთ, რომ თქვენი ძაღლი ძალიან ორიგინალურია!
