ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალულია
ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალულია
უდავოა, რომ ძაღლის ხასიათის დიდი ნაწილი დამოკიდებულია მის აღზრდაზე, თუმცა, არსებობს ჯიშები, რომლებიც სხვა ძაღლებთან შედარებით გენეტიკურად საშიშნი არიან. არასწორი აღზრდისა და დამოკიდებულების შემთხვევაში, ამ სახეობის წარმომადგენელი შესაძლოა, ზიანის მომტანი გახდეს ადამიანებისა და ცხოველებისთვის.

ქვემოთ ჩამოთვლილი ჯიშებისთვის წვრთნა, სწორი მოვლა, მზრუნველობა და სიყვარული აუცილებელია. შედეგად, შესაძლოა, შეშინდეთ მხოლოდ მათი გარეგნობით და არა აგრესიით.

1980 წლის ბოლოს პიტბულებისა და მონათესავე ჯიშების ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. შედეგად, 1991 წელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყანაში აკრძალა ტოსა ინუ, არგენტინული დოგი, ფილა ბრაზილიერო და პიტბულის
ჯიშები. მალევე, არაერთმა ქვეყან
ამ მიიღო მსგავსი კანონი.

რომელ ქვეყანაში რა ჯიშის ყოლაა აკრძალული?

ამერიკული ბულდოგი

Zooclub

ამ ჯიშის აყვანა აკრძალულია დანიაში, სინგაპურსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ამერიკული ბულდოგი მოაშენეს სამხრეთით. მისი დანიშნულება ფერმაში მუშაობა იყო. მას წვრთნიდნენ მძიმე წონიან და ეშვიან გარეულ ღორებზე სანადიროდ. როდესაც ბულდოგი გარეულ ცხოველს კუთხეში იმწყვდევდა, ამ დროს ყველაზე საშიში ღორის ეშვი იყო, რაც მოითხოვდა დიდ ძალას და ათლეტურობას. იგი უძლებს ისეთ ტკივილს, რისი მოთმენაც ადამიანს არ შესწევს. ამერიკული ბულდოგი 35-60 კგ-ს იწონის, თუმცა, შესაძლებელია მისი წონა ამ ნორმას აჭარბებდეს.

ამერიკული ბანდოგი

Zooclub

ამ ტერმინს ჯერ კიდევ  შუა საუკუნეებში დიდი ზომის ძაღლის დასახასიათებლად იყენებდნენ. კონკრეტულად კი, იმ სახეობის, რომელსაც ტერიტორიის დასაცავად ღამე ჯაჭვისგან ათავისუფლებდნენ. დღევანდელი ბანდოგი არ ნიშნავს სუფთა სისხლის რაიმე სახეობას, არსებობს რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მიიღოთ ბანდოგი, რომელსაც აქვს ამერიკული პიტბულ ტერიერისა და ზოგიერთი სახეობის მასტიფის გენები. ეს ჯიში ცნობილი გახდა 60-იან წლებში, როდესაც ვეტერინარმა ჯონ სვინფორდმა მისი მოშენება დაიწყო. დღეს ბანდოგი თითქმის ყველა ქვეყანაში აიკრძალა.

ნეაპოლიტანური მასტიფი

Zooclub

ნეაპოლიტანური მასტიფი ანუ ნეო პირველად გამოჩნდა იტალიაში, სადაც გლადიატორებთან ბრძოლებში მონაწილეობდა. ასეთ ძაღლებს ომებშიც იყენებდნენ. დღეს კი ის სახლის მცველია. მასტიფს დამახასიათებელი გარეგნობა აქვს. ყველაზე დიდი ინდივიდი შესაძლოა 100 კგ-ზე მეტიც იყოს. ეს ჯიში აკრძალულია სინგაპურში, ხოლო რუმინეთში აუცილებელია პატრონმა წარმოადგინოს დამადასტურებელი საბუთი (ფსიქიკური ჯანმრთელობის), რომ ის გარშემომყოფებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ძაღლისა და მგლის ჰიბრიდი

Zooclub

არსებობს არაერთი ცნობილი ჯიში, რომელიც გამოყვანილია ძაღლისა და მგლის შეჯვარების შედეგად. ეს სახეობა მოულოდნელობებით სავსეა. ისინი ზოგიერთ შემთხვევაში მოქმედებენ, როგორც მგლები, ხოლო ზოგჯერ - როგორც ძაღლები. არსებობს რამდენიმე ფაქტი, როდესაც ჰიბრიდი ადამიანს თავს დაესხა. ძაღლისა და მგლის ჰიბრიდი აკრძალულია ნორვეგიაში.

ბურბული

Zooclub

ბურბულის სამშობლო სამხრეთ აფრიკაა. მისი გარეგნობა ათლეტურ მასტიფს მოგაგონებთ. სახელი ითარგმნება, როგორც "ფერმის ძაღლი". ჯიში გამოყვანილია ადგილობრივი აფრიკული ძაღლისა და მოდარაჯე ძაღლისგან. ბურბული სახლის საუკეთესო დარაჯი და მცველი ძაღლია, არ ახასიათებს ზედმეტი აგრესიულობა, ასევე ძალიან უყვარს ბავშვები. იგი აკრძალულია დანიაში.

არგენტინული დოგი

Zooclub

ეს ჯიში პირველად 1928 წელს არგენტინაში გამოჩნდა. არგენტინული დოგი გამოიყვანეს გადაშენებული ჯიშის - ესპანური მებრძოლი ძაღლისა და რამდენიმე სახეობის გენების ჩარევით, რომელთა შორის არის გერმანული დოგი, ირლანდიური მგელთამგუდავი და ბორდოული დოგი. მომშენებელი ანტონიო ნორეს მარტინესის მიზანი იყო შეექმნა ჯიში, რომელიც ინადირებდა პუმასა და იაგუარზე. არგენტინულ დოგს "ძაღლების რინგზეც" იყენებდნენ. მას აქვს თეთრი შეფერილობა და გარეგნობით პიტბულს მოგაგონებთ. არგენტინული დოგი აკრძალულია 10 ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და პორტუგალიაში.

კანარის დოგი

Zooclub

კანარის დოგი მებრძოლ ჯიშებს განეკუთვნება. იგი წარმოშობით კანარის კუნძულებიდანაა და 50 კგ-ზე მეტს იწონის. ეს ჯიში აკრძალულია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

ფილა ბრაზილიერო

Zooclub

ეს უზარმაზარი ჯიში გამოიყვანეს დათვსა და იაგუარზე სანადიროდ. მეტიც, მას იყენებდნენ გაქცეული მონების მოსაძებნად. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და დაუმორჩილებელ სახეობად. ფილას არ უყვარს უცხო ადამიანები, ხოლო გამოფენებზე ჟიურის წევრებს მასთან მიახლოება აკრძალული აქვთ. ეს ჯიში აკრძალულია დიდ ბრიტანეთში.

იაპონური ტოსა-ინუ

Zooclub

ტოსა-ინუ 40-100 კგ-მდე იწონის. მისი წინაპრები ძირძველი იაპონური ძაღლის ჯიშები არიან. ტოსა მებრძოლი ძაღლების ჯიშს განეკუთვნება, თუმცა, იაპონიაში განსხვავებული საბრძოლო წესები აქვთ. რინგზე ასვლის წინ ძაღლმა უნდა გაიაროს მთელი რიგი რიტუალები.

იაპონიაში ძაღლების რინგი მოგაგონებთ სუმოს, რის შემდეგაც გამარჯვებული იოკოცუნოს წოდებას იღებს. ტოსას ბრძოლა გამორჩეულია, რადგან იგი ყოველგვარი ყეფისა და ღრენის გარეშე იბრძვის. ის სხვა ქვეყნებთან ერთად, აკრძალულია დანიაში, ნორვეგიასა და მალტაზე.

ამერიკული პიტბულ ტერიერი

Zooclub

პიტბული ბულდოგისა და ტერიერის შეჯვარების შედეგად "ბრძოლის რინგისთვის" მოაშენეს. ამ საქმეში პიტბულს ვერავინ შეედრება. მას აფასებენ სიძლიერითა და სიჯიუტით.  არასწორი წვრთნითა და ზოგიერთი პატრონის სასტიკი დამოკიდებულების გამო, ამ ჯიშის იმიჯი შეილახა. ბევრისთვის მისი აყვანა ნიშნავდა "ბრძოლის რინგისთვის" მზადებას, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობასთანაა კავშირში. ფსიქიკურად განადგურებული ძაღლი კი არაერთ ადამიანს დაესხა თავს, რის შედეგადაც დღეს პიტბული აკრძალულია აშშ-ს ზოგიერთ შტატსა და არაერთ ქვეყანაში.

ასევე იხილეთ:

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიყვანოთ ძაღლი


10 მთავარი და ელემენტარული წესი ძაღლის გაზრდისას

ჭკვიანი ძაღლის 7 თვისება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?