რატომ ნიშნავს ძაღლი ტერიტორიას?
რატომ ნიშნავს ძაღლი ტერიტორიას?
ყოველდღე ძაღლები ერთსა და იმავე რიტუალს იმეორებენ. ისინი თავს ხრიან და ყნოსავენ, თითქოს უხილავი რუკის მიხედვით განძს ეძებენ. როდესაც განსაკუთრებულ ადგილს აღწევენ, თავის ნიშანს სვამენ. რატომ ხდება და რას ნიშნავს ეს? ამის ყველაზე უბრალო მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ასწლეულების მანძილზე ძაღლები ამგვარად ერთმანეთში ურთიერთობდნენ.

ტერიტორიის მონიშვნა სერიოზული საქმეა! იგი ძაღლისთვის ბუნებრივი ინსტინქტია. ძაღლი ტერიტორიას ნიშნავს თავისი სუნის მიხედვით, რომელიც გამოიყოფა შარდისა და განავლის მეშვეობით. ამგვარად ცხოველი ცდილობს მონიშნულ ტერიტორიაზე თავისი არსებობის შესახებ განაცხადოს. სხვა ძაღლები, რომლებიც მსგავს ნიშნებს პოულობენ, საკმაოდ
ბევრ ინფორმაციას იგებენ ცხოველზე. ამ ნიშნის მიხედვით ძაღლმა შეიძლება გაარკვიოს, რამდენმა ძაღლმა გაიარა ეს ადგილი
მანამდე, რამდენი ხნის წინ იყო ეს, არის თუ არა ახლო-მახლო ძუ.

შარდით მარკირება ტერიტორიის მონიშვნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. თუმცა, განავალი ასეთივე მიზნით გამოიყენება. სპეციალური ანალური ჯირკვლები განავალში გამოყოფენ იმ ნივთიერებას, რომელიც მას უნიკალურ ნიშნად აქცევს.

ანალური ჯირკვლებიდან ნივთიერების გამოყოფა შიშის დროსაც ხდება. ძაღლი ასეთ მონიშვნას იმისთვის იყენებს, რომ საშიშროების შესახებ სხვა გააფრთხილოს. ხშირად ძაღლები ყნოსავენ იმის გამო, რომ გაიგონ, თუ რა ჭამა მეორე ცხოველმა. ამ ინფორმაციით ის არკვევს, თუ რა საკვებია ახლო-მახლო.

როგორც კი ძაღლი შეაგროვებს თავისთვის სასურველ ინფორმაციას, რომელიც სხვა ძაღლმა დატოვა, ის მაშინვე იქვე თავის საინფორმაციო ნიშანს ტოვებს, რათა ყველას აცნობოს, რომ იგი ამ რაიონში იმყოფებოდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?