ჭკვიანი ძაღლის 7 თვისება
ჭკვიანი ძაღლის 7 თვისება
ზოგიერთი ძაღლი პატარა ბავშივითაა, ხოლო პატრონისთვის იგი ყველაზე საყვარელი და ჭკვიანი არსებაა. თუმცა, სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე თვისებას, რაც ჭკვიან ძაღლს უნდა ახასიათებდეს. სწორედ ამ თვისებების შემდეგ შეიტყობთ, რამდენად გონიერი შინაური ბინადარი გყავთ.

ძაღლის მწვრთნელების თქმით, აუცილებელია საკუთარი ბინადრის ყოველ წუთს გაკონტროლება და სისტემატური ვარჯიში, რათა მისი გონივრული თვისებები თავისსა და პატრონის სასარგებლოდ გამოიყენოს.

ამასთან ერთად, ძაღლის "გონიერების მაჩვენებლის" განსაზღვრა ძალიან რთულია, ამიტომ სპეციალისტები მას კოგნიტური უნარებით საზღვრავენ. ამ შემთხვევაში სიტყვა კოგნიტური განიმარტება, თუ რამდენად მარტივად სწავლობს შინაური ბინა
დარი ბრძანებებს. ასევე, მნიშვნელოვანია მახსოვრობა, აღქმა და ფიქრი.

ზოგიერთი შინაური ცხოველი კონკრეტულ სიტუაციებში სხვადასხვანაირად რეაგირებს. ამიტომ მათ საზრიანობის განსხვავებული მაჩვენებელი აქვთ.

სპეციალისტები გამოყოფენ 7 თვისებას, რომლებიც ჭკვიან ძაღლს ახასიათებს:

1. ზოგიერთ ძაღლს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს, როდესაც საქმე რაიმეს გამოცნობას, სათამაშოს ან რამეს კვლევას (მაგ. დამალული ნივთს) ეხება, თუ ძაღლმა ამოცანა მარტივად და სწრაფად ამოხსნა, ეს მიანიშნებს, რომ მას სხვებთან შედარებით მაღალი ინტელექტუალური მაჩვენებელი აქვს.

Zooclub

2. როდესაც ძაღლი თქვენთან კომუნიკაციას ცდილობს, ამას დიდი ძალისხმევით აკეთებს მაშინაც კი, თუ ის საკვებს ან ეზოში სეირნობას ითხოვს. ეს კიდევ ერთი მაღალი ინტელექტის მაჩვენებელია. თქვენის მხრივ, აუცილებელია საპასუხო რეაგირების მოხდენა: დააკვირდით მის ქცევებს, თუ რას გეუბნებათ ცხოველი.

Zooclub

3. შესაძლოა, შეგიმჩნევიათ როგორ იქექება ნაგავში თქვენი ძაღლი ან ეტანება მისთვის აკრძალულ საკვებს. ამით ცხოველი მიგანიშნებთ, რომ მოწყენილია და  დახმარება სჭირდება. ზოგადად ძაღლი მხიარული ცხოველია, ის ყოველთვის ცდილობს, თავი რაღაცით გაირთოს, მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ შინაური ცხოველი მოწყენილია, შეძლებისდაგვარად შეეცადეთ მასთან ერთად კოგნიტურ თამაშებში ჩაებათ ან სხვა რაიმე საინტერესო აქტივობით დააკავოთ.

Zooclub

4. ძაღლს უყვარს საკვები და როდესაც რაიმე გემრიელს დაინახავს, მოუთმენლად ელოდება, როდის მიაწოდებს პატრონი, მაგრამ თუ ამ საკვებს დამალავთ, ცხოველის კოგნიტური შესაძლებლობებიც აქტიურდება.

არაერთი სათამაშო-თავსატეხი იყიდება, რომელიც თქვენი ძაღლის შესაძლებლობებს გამოავლენს. თუ ძაღლი ჭკვიანია, ის არ დაანებებს თავს და ყველანაირად ეცდება თავსატეხის ამოხსნას. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემის გადაჭრას დიდი დრო მოანდომა, ეს არ ნიშნავს, რომ ის სულელია. მას უბრალოდ ინტელექტის სხვა დონის მაჩვენებელი აქვს.

Zooclub

5. ჩვენს დროში არაერთი საშუალება არსებობს იმის დასადგენად, თუ რამდენად ჭკვიანია თქვენი ძაღლი. მაგალითად, ცნობიერების ტესტის გამოყენება. ერთ-ერთ მათგანს სპეციალისტები  უწოდებენ  "Dognition"-ს, რომლის ძირითადი არსია - "ყველა ძაღლი ჭკვიანია, თუმცა, თავისებურად".

იდეა მდგომარეობს შემდეგში: თქვენს ძაღლს ეთამაშებით 20 სხვადასხვა თამაშს, ხოლო შედეგები შეგყავთ წიგნაკში და ამოწმებთ სპეციალურად შედგენილ Dognition-ის 9 ვარიანტს, თუ რომელი მიესადაგება თქვენს ძაღლს.

შენიშვნა: სპეციალისტების მიერ შემუშავებულია ძაღლების კოგნიტური უნარების ტესტები.

Zooclub

6. ძაღლის საზრიანობის გამოვლენა მარტივი თამაშებითაც შეიძლება, რასაც სახლის პირობებშიც შეძლებთ. ზოგიერთი ძაღლისთვის ადვილია დამალული ნივთის პოვნა, ხოლო ზოგი, მის ძებნას დიდ დროს ანდომებს, მაგრამ თუ ძაღლი ჭირვეულობს ან არ ებმევა თამაშში, შესაძლოა, ის არ არის დაკვირვებული ან ვერ ხვდება თამაშის არსს.

Zooclub

7. ძაღლი საქციელი, როგორიცაა მაცივრის გაღება და საკვების აღება, შესაძლოა, აღზრდის პრობლემაზე მიუთითებდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს სირთულის წარმატებულად მოგვარებაა. ამ შემთხვევაში, შინაური ცხოველის დასჯა არ არის რეკომენდირებული, უბრალოდ ავარჯიშეთ ის, რათა თავისი ნიჭი უფრო სასარგებლოდ გამოიყენოს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

5 საშუალება, რომ ძაღლმა მოთხოვნების მიზნით ყეფა შეწყვიტოს

ძაღლის 10 ჯიში, რომელიც მარტივად სწავლობს ბრძანებებს

10 მთავარი და ელემენტარული წესი ძაღლის გაზრდისას
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?