ბავშვები ვერ აცნობიერებენ შეშინებული ძაღლისგან საფრთხეს
ბავშვები ვერ აცნობიერებენ შეშინებული ძაღლისგან საფრთხეს
ბავშვებმა, როგორც წესი, იციან, რომ აგრესიულ ძაღლთან მიახლოება არ შეიძლება, თუმცა, ნაწილობრივ ისინი არ არიან ინფორმირებულნი, თუ როგორ უნდა მოექცნენ შეშინებულ ცხოველს.

მათ იგივე სიფრთხილე მართებთ იმ ცხოველის მიმართ, რომელიც დათრგუნული და შეშინებულია. სწორედ ამგვარი შედეგები აჩვენა ინგლისელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ. სპეციალისტების მიზანი იყო გამოევლინათ, რამდენად კარგად შეუძლიათ ბავშვებს, ერთი შეხედვით, მიხვდნენ ძაღლის ემოციურ მდგომარეობას.

ექსპერიმენტის ფარგლებში ბავშვები ორ ჯგუფად განაწილდნენ: ერთ ჯგუფში 57 ადამიანი იყო, რომელთა ასაკიც 4-დან 5 წლამდე მერყეობდა, ხოლო მეორე ჯგუფში - 6-დან 7 წლამდე ასაკის
61 ბავშვი. სპეციალისტებმა ცდისპირებს აჩვენეს 15 ვიდეო და 15 ფოტო, სადაც ძაღლის ქცევები იყო ასახული.
ვიდეოს ხანგრძლივობა 6-დან 11 წამამდე გრძელდებოდა. ერთადერთი ხმა კი, ყეფა იყო.

ცდის მონაწილეები ირჩევდნენ, თუ რომელ ძაღლთან ითამაშებდნენ. ასევე, უნდა დაეფიქსირებინათ, რა ემოციებს იწვევდნენ ეს ცხოველები. პასუხი მეორე კითხვაზე შემთხვევითობა აღმოჩნდა. ბავშვების უმეტესობამ შეშინებული ძაღლის ემოცია შეცდომით აღიქვა. მათი აზრით, საშიშროებას, მხოლოდ აგრესიული ძაღლი წარმოადგენდა. ბავშვებმა ვერ დაუშვეს, რომ შესაძლოა დათრგუნული ძაღლიც საშიში ყოფილიყო მათთვის.

სპეციალისტების თქმით, ეს ცდა დასტურია, რომ ბავშვებისთვის აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება ამ მიმართულებით. სწორედ ამის შემდეგ, არასასიამოვნო შემთხვევები პროცენტულად შემცირდება.

ასევე იხილეთ:

ძაღლი ყოველთვის მიგანიშნებთ, თუ კბენას აპირებს. როგორ?

10 ნიშანი, რომლებიც უნდა იცოდეთ, სანამ უცხო ძაღლს მოეფერებით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?