რას ხედავენ ძაღლები ტელევიზორის ყურებისას
რას ხედავენ ძაღლები ტელევიზორის ყურებისას
ძაღლის მფლობელები ხშირად ამჩნევენ, თუ როგორ აკვირდება მათი ბინადარი ტელევიზორის ან პლანშეტის ეკრანს. ცენტრალური ლენკაშირის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, აღიქვამენ თუ არა ძაღლები ეკრანზე ასახულ მოვლენებს, წერს Daily Mail -ი.

ცდებმა აჩვენეს, რომ შინაური ბინადრები ინტერესით ადევნებენ თვალს გადაცემებს, სადაც აჩვენებენ სხვა ძაღლებს. მათ მოსწონთ, როდესაც ტელევიზორში ვიღაც ყეფს ან წკმუტუნებს, ასევე როცა ადამიანი მიუთითებს ცხოველს ბრძანებებს და შემდეგ იღებეს ჯილდოს.

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლებს მოსწონთ პლანშეტზე/კომპიუტერზე ის თამაშები, საიდანაც სახალისო ხმები ესმით. 

სინამდვილეში, რასაც ძაღლები ხედავენ ეკრანზე რადიკალურად განსხვავდება ადამიანის
აღქმისგან. ძაღლებს დიქრომატული მხედველობა აქვთ, რაც ცხოველს ორი ფერის აღქმის საშუალებას აძლევს -ლურჯი და ყვითელი.
ასევე ძაღლის თვალი მგრძნობიარეა მოძრაობაზე, ამიტომ ტელევიზორის ციფრული გამოსახულება ცხოველს აძლევს  ეკრანზე ასახული მოვლენის კარგად აღქმის საშუალებას. ძაღლისთვის განკუთვნილი იდეალური გადაცემა უნდა შედგებოდეს მოკლე სიუჟეტებისგან.

ბოლო წლებში არაერთი მცდელობა იყო შეექმნათ ძაღლების მედია-არხი. განხორციელების შემთხვევაში, გადაცემების ერთადერთი მიზანი იქნება ძაღლების გართობა, იმ დროს, როცა პატრონები სახლში არ არიან. მნიშნველოვანია, რომ სიუჟეტებს უნდა ახლდეს მუსიკა, რომელიც სპეციალურად ძაღლებისთვის იქნება შექმნილი.

ასევე იხილეთ:

5 საოცარი ნიშანი, რასაც ძაღლი ადამიანისგან გრძნობს

მოსწონს თუ არა, როცა ძაღლს ეხუტებით?

5 სულელური ქცევა - როგორ გამოხატავს ძაღლი პატრონის მიმართ სითბოსა და სიყვარულს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?