10 ხერხი მათთვის, ვინც ყოველთვის ოცნებობდა გაეგო ძაღლებისთვის
10 ხერხი მათთვის, ვინც ყოველთვის ოცნებობდა გაეგო ძაღლებისთვის
იმ ნიშნების გაგება, რასაც ძაღლი გამოხატავს სხეულით, მთავარი პირობაა ოთხფეხა ბინადართან სრულფასოვანი და ჰარმონიული ურთიერთობისთვის.

გთავაზობთ ძაღლის რამდენიმე ქცევის აღწერას, რომელიც დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, რისი შეტყობინება სურს თქვენს ბინადარს ან სახლის ეზოში შემთხვევით შეხვედრილ ძაღლს. წაიკითხეთ და იმეგობრებთ ძაღლებთან, ისინი ხომ პოზიტივის დაუსრულებელი წყაროები არიან.

ქვემოთ დაწეულ კუდს აქიცინებს
თუ ძაღლი ნელა აქიცინებს კუდს, ის ვერ ხვდება, რა ხდება და კითხულობს, თუ რა გინდათ მისგან. თუ ძაღლი სწრაფად აქიცინებს დაწეულ კუდს, აღიარებს, რომ თქვენ აქ უფროსი ხართ.

კუდი ოდნავ ხტის და
ვერტიკალურად ზემოთაა აწეული

ძაღლი თქვენს ავტორიტეტს იწვევს, რამდენადაც ამ სიტუაციაში თავს მთავარ სუბიექტად თვლის.

კუდი
ამოძუებული აქვს და უკანა თათებს შორის მალავს

ეს იმის ნიშანია, რომ ძაღლი შეშინებულია, ეშინია ტკივილის ან განიცდის დისკომფორტს. იმ შემთხვევაში, თუ გასაგები მიზეზების გამო, სანერვიულო არაფერია, და მიუხედავად ამისა, თქვენი ბინადარი ხშირად ამოიძუებს კუდს, საჭიროა, ის ვეტერინარს ანახოთ.

ფართოდ გახელილი და დამფრთხალი თვალები
ასე ძაღლი ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას. ის გამომწვევად იქცევა და უცდის თქვენს პასუხს.

ძაღლი თვალებს ჭუტავს

ეს ნიშნავს, რომ ის მზად არის გეთამაშოთ. მაგრამ თუ ძაღლი ხშირად ჭუტავს თვალებს, შესაძლოა, მას ალერგია ან რაიმე სხვა დაავადება აქვს და აუცილებელია ანახოთ სპეციალისტს.

ყურები დაცქვეტილი აქვს ან წინ აქვს დახრილი
ასე ძაღლი ამჟღავნებს ცნობისმოყვარეობას და თავის გარემოში ახალ მოვლენაზე რეაგირებს.

ყურები თავზე აქვს მიკრული
ეს ნიშნავს, რომ ძაღლს ეშინია. ხანდახან, ძაღლსაც შეიძლება, ერთი ყური ჰქონდეს ჩამოშვებული, ხშირად - მარცხენა ყური. ასე ის უცნობი ადამიანების ან მათ მიმართ, ვისიც ეშინია, დამცავ რეაქციას გამოხატავს.

ამთქნარებს

ეს იმის ნიშანია, რომ ძაღლი გაღიზიანებულია ან ნერვიულობს. ხშირად ასე პატარა ლეკვები აკეთებენ, როდესაც დიდი უცხო ძაღლების გარემოცვაში იმყოფებიან. მაგრამ თუ ძაღლმა პატრონის შემდეგ დაიწყო მთქნარება, მაშინ ის მასზე ძალიან მიჯაჭვულია.

ტუჩებს ილოკავს
ძაღლი ასე მაშინ იქცევა, როდესაც სტრესს განიცდის. ეს შეიძლება გამოხატავდეს დაწოლის ან შიშის გრძნობას.

აჩენს კბილებს, მაგრამ არ იღრინება.
ასე ძაღლი იცავს ტერიტორიას. ხშირად ასე ბინადარი ჭამის დროს იქცევა.

წვება ზურგზე და პატრონს მუცელს ანახებს

ძაღლი ასე საკუთარ ნდობას განახებთ და თქვენი გახარება უნდა. თუ მას მუცელზე მოეფერებით, მას შეაქებთ ასეთი ქცევის გამო.

თავს პატრონის მუხლზე დებს
ძაღლი ასე ცდილობს ყურადღების მიქცევას და აჩვენებს, რომ სჭირდებით. ასევე, ბინადარი შეიძლება ცხვირით ეხებოდეს პატრონის ხელს, მოფერების თხოვნის მიზეზით.

პატრონს თათს მულხზე ადებს
თუ ეს ჟესტი დემონსტრაციულად სრულდება, ძაღლი დომინირებას ცდილობს. მწვრთნელების რეკომენდაციაა, ასეთ დროს ძაღლს თვალებში ჩახედოთ და თათი მუხლიდან მოიცილოთ.

წინა თათს მაღლა სწევს
ასეთი პოზის მიღებით, ძაღლი რაღაც თხოვნას გამოხატავს. შეიძლება ის მშიერია ან თამაში უნდა. ხანდახან ასე მონადირის ჯიშის ძაღლები იქცევიან მაშინ, როდესაც რაღაც საინტერესოს შეამჩნევენ.

თუ ზურგს გაქცევთ
ასე ოთხფეხა მეგობარი განახებთ, რომ გენდობათ.

იბერტყავს

როდესაც ის იბერტყავს არარსებულ წყალს, ასე დაძაბულობას იცილებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?