5 სახალისო ქცევა, რომლებითაც ძაღლი სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს:
დილა მშვიდობის !

დილით, როდესაც იღვიძებთ, შესაძლოა, ცხვირთან არასასიამოვნო შეგრძებნა გქონდეთ. საკვების სუნი, დორბლი და ა.შ. ეს იმიტომ, რომ თქვენი შინაური ბინადარი ალოკვით ცდილობდა თქვენს გაღვიძებას. ის ამ დროს გამოხატავს სითბოს პატრონის მიმართ.
მღელვარება, როცა სახლიდან გადიხართ

იმ დროსაც კი, თუ თქვენ
თვალთვალი

როცა ძაღლი ისვენებს ან თამაშობს, არ გეგონოთ, რომ ის არ გაკონტროლებთ. თქვენი შინაური ბინადარი თქვენს ყველა ნაბიჯს აქცევს ყურადღებას. მას უხარია, როცა მის სიახლოვეს იმყოფებით.
პატრონის ფეხზე მიყრდნობა

ეს ქცევა ძაღლების უმეტესობას ახასიათებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი ზომისაა თქვენი შინაური ბინადარი, ის მაინც მშობლად აღგიქვამთ და ამგვარად გამოხატავს თქვენს მიმართ სითბოსა და კეთილგანწყობას.
საყვარელი სათამაშო

ძაღლის ქცევები ზოგჯერ პატარა ბავშვის მოქმედებებს გვახსენებს. როცა მას პატრონთან ხშირად მიაქვს თავისი საყვარელი სათამაშო, ის გამოხატავს სითბოს, სიყვარულს, ერთგულებას და მეტიც, ამ დროს თქვენი ბინადარი ამაყობს თქვენით.
გაუფრთხილდით ოთხფეხა მეგობრებს, მათ უანგაროდ უყვარხართ. ისინი გჩუქნიან სითბოსა და სიყვარულს.
ასევე იხილეთ:
10 ნიშანი, რომ თქვენ "ძაღლებზე გადარეული" ადამიანი ხართ
5 ნიშანი, რომ თქვენს ძაღლს ძალიან უყვარხართ
10 საიდუმლო, როგორ გეუბნებათ თქვენი ძაღლი "მე შენ მიყვარხარ"