რა უნდა გავაკეთოთ, რომ ძაღლმა დაგვიჯეროს
რა უნდა გავაკეთოთ, რომ ძაღლმა დაგვიჯეროს
ძაღლის ან ლეკვის აღზრდა სულაც არ არის ძნელი საქმე. მთავარია, ყურადღებით წაიკითხოთ სტატია და გაიგებთ, როგორ აღზარდოთ დამჯერი ძაღლი. გაიგებთ, როგორ გახდეთ ლიდერი თქვენი ბინადრისთვის და რომ ამ საქმეში სულაც არ არის მთავარი ფიზიკური ძალა.

ძაღლი თქვენს ოჯახს ისე იღებს, როგორც ხროვას, რომელიც ძლიერ და თავდაჯერებულ წინამძღოლს საჭიროებს. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში არ არის ძლიერი პიროვნება, ძაღლი მმართველობის სადავეებს საკუთარ ხელში აიღებს და ტირანის პოზიციიდან იმოქმედებს.
დაუმორჩილებლობა, ცუდი ქცევა და მტრული დამოკიდებულება - შესაძლო პირველი მიზეზია ის, რომ პატრონი არ არის
“წინამძღოლი”. ასევე, პატრონი არ უთმობდა სათანადო ყუ
რადღებას ძაღლს. მაგრამ თუ ასეთი პრობლემაა, მას უნდა მიხედოთ.

რა ადგილი უნდა ეკავოს ძაღლს იერარქიულად და უნდა თუ არა გაწვრთნა?

ლეკვის/ძაღლის აღზრდაში მთელმა ოჯახმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

საჭიროა, აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ წესებით ვერ მოიპოვებთ მორჩილებას. სწავლება აუცილებელი მიმდევრობით უნდა განხორციელდეს, უნდა მიაღწიოთ ძირითადი ბრძანებების შესრულებას. ასევე, არ ღირს ფიქრი, ან იმის გარკვევა, თუ ვინ არის ოჯახში უფროსი. თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ, როგორ ესაუბროთ ძაღლს მის ენაზე.

როგორ აღვზარდოთ ძაღლი: რა წესების დაცვაა აუცილებელი?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძაღლი ხედავს ოჯახს, როგორც ხროვას. იმ შემთხვევაში, თუ თავს წარმოაჩენთ ისე, როგორც მგლების ან ძაღლების ხროვის წინამძღოლი, ძაღლი ისე იფიქრებს თქვენზე, როგორც წინამძღოლზე. როგორ მივაღწიოთ ამ ეფექტს?

1. ყოველთვის ჭამეთ პირველმა. ხროვაში პირველი ყოველთვის უფროსი იკვებება, შემდეგ კი ცხოველები, რომლებიც იერარქიულად მასზე დაბლა დგანან. ეს ნიშნავს, რომ ვალდებული ხართ ყოველთვის პირველმა მიირთვათ. ძაღლს მხოლოდ საერთო ვახშამის შემდეგ აჭამეთ. საჭიროა, რომ ძაღლებმა დაინახონ, როგორ ჭამთ. 

არ არის აუცილებელი, რომ მუდმივად ანახოთ ძაღლს, თუ როგორ იღებთ საკვებს, მაგრამ არ არის არაფერი ცუდი იმაში, რომ ის ყოველდღე იყოს თქვენი ტრაპეზის მომსწრე.

2. ვიწრო გასასვლელებში და კარებში ყოველთვის პირველმა გაიარეთ. ხროვაში ყველა შემთხვევაში პირველი წინამძღოლი მიდის: ის ყოველთვის შედის და გამოდის პირველი, სხვა ძაღლებმა კი ის პირველი უნდა გაუშვან. მოუსპეთ ძაღლს წინ გაძრომის პრივილეგია -  არ მისცეთ უფლება ფიზიკურად დაგეჯახოთ, ფეხებში გაძრომით თუ სხვა საშუალებებით წინ გაჭრა სცადოს. უბრძანეთ მკაცრად: “არ შეიძლება”, ამ დროს შეაკავეთ ძაღლი და თავად გადით კარში პირველი. ბრძანების დროს დაუშვებელია ყვირილი, მაგრამ ხმა უნდა იყოს მყარი.

3. თამაშში ყოველთვის უნდა იგებდეს პატრონი. საგნების თავისკენ გადაწევაში ან სხვა რაიმე თამაშის დროს ძაღლთან ან ლეკვთან ყოველთვის მოიგეთ. არ მისცეთ ძაღლს საშუალება წაგართვათ რაიმე ნივთი, თუნდაც სრულიად ძალაგამოცლილი იყოთ. უბრძანეთ “მომეცი” და გამოართვით სათამაშო, რომელიც მას კბილებით ეკავა.

არ დაგავიწყდეთ, თამაში უნდა დაიწყოს და დაასრულოს პატრონმა. მაგრამ არაფერია ცუდი იმაში, რომ ძაღლმა თავისი მხიარული ხასიათით გამოგიწვიოთ სათამაშოდ. ვალდებული ხართ, იცოდეთ, როგორ დააოკოთ ძაღლი იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტი მოუვიდა თამაშის დროს. ამისთვის მკაცრად უნდა უთხრათ: “არ შეიძლება”. ფიზიკურად ცხოველის დასჯა დაუშვებელია. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი ძალიან ცელქია და არა და არ გაჩერდა, მაშინ უბრძანეთ, რომ დაჯდეს და გააჩერეთ ასე 1-2 წუთის მანძილზე.

4. ყოველთვის მიაღწიეთ იმას, რომ ბრძანება პირველივე ჯერზე შეასრულოს. როდესაც პატრონი ძაღლს აძლევს ბრძანებას, მან უნდა შეასრულოს. ბრძანების უსიტყვო შესრულების მალე მიღწევა შეუძლებელია, რადგან სწავლას დრო სჭირდება. მაგრამ თანდათან შეამჩნევთ, რა ადვილი გახდება მისი მართვა.

არ აქვს აზრი ბრძანების ორჯერ გამეორებას, ძაღლისთვის ეს საინფორმაციო ხმაურივით გახდება, სჯობს, ძაღლი ბრძანების პირველივე ჯერზე შესრულებას მიაჩვიოთ.

5. ბრძანება “ადგილი”. ძაღლს უნდა ქონდეს თავისი სივრცე. შეგიძლიათ უფლება მისცეთ ეძინოს სადაც უნდა: დივანზე, მათ შორის იქ, სადაც ის არ გაძლევთ გავლის საშუალებას. მაგრამ თუ დაინახავთ, რომ ძაღლი იღრინება, როდესაც ცდილობთ ის გარკვეული სივრციდან მოაცილოთ, მაშინ საჭიროა, აუკრძალოთ ძაღლს წოლა დივანზე და სადმე სხვაგან მოათავსოთ, გარდა მისი პირადი ადგილისა.

6. ძაღლისთვის სახლში გადაადგილების შეზღუდვა.
გაქვთ უფლება აუკრძალოთ ძაღლს ამა თუ იმ ოთახში შესვლა. ელემენტარულად, თუ ძაღლი ან ლეკვი შეეცდება ოთახში შესვლას, მკაცრად გამოთქვით: “არ შეიძლება” და გამოაძევეთ ცხოველი ოთახიდან.

7. ძაღლის ან ლეკვის დაშვებული დასჯა. არ აქვს აზრი სცემოთ ძაღლი, რომ მას ხროვის იერარქიაში თავისი ადგილი მიუთითოთ. ასე მხოლოდ მის უნდობლობას დაიმსახურებთ. მაგრამ დასჯა იმისთვის, რომ ის გიღრენთ, როდესაც მაგალითად ცდილობთ მას თათები დაბანოთ ან უბრალოდ გინდათ ჩამოსვათ დივნიდან, რომ გაასწოროთ ან სხვა სიტუაციებში აგრესიას ავლენს - საჭიროა. ასევე, საჭიროა მივუთითოთ, რომ ქუჩიდან ან სხვისი ხელიდან მიწოდებული საკვების აღება არ შეიძლება.

არ იფიქროთ, რომ დასჯა, რომელიც იყო გამოყენებული სწავლების მიზნით და არა საკუთარი სიბრაზისგან განთავისუფლებისთვის - ძაღლს გააღიზიანებს და ცუდად განაწყობს პატრონის ან ოჯახის წევრებისადმი. პატრონმა ძაღლს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, ანუ შეაქოს (სასუსნავით დააჯილდოოს) სწორი მოქცევისთვის, ან ბრძანების შესრულებისთვის. ასევე პატრონები ბევრ დროს ატარებენ ძაღლთან: თამაშობენ, აჭმევენ და უბრალოდ დროდადრო ეფერებიან ნებისმიერი მიზეზის გარეშე. ძაღლს ესმის, რომ ის ხროვის სრულუფლებიანი წევრია, ხოლო პატრონები გარკვეული მიზეზის გამო, დაუმსახურებლად არ სჯიან.

უმთავრესი წესები ყველა პატრონისთვის!

ყველაფერს ერთად ვერ გაიგებთ და ვერ დაიმახსოვრებთ. ყველაფერს ერთად ძაღლს ან ლეკვს ვერ ასწავლით, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ შეძლებთ ნამდვილად ჭკვიანი, დამჯერი ძაღლის გაზრდას. ამისთვის ბევრი არ არის საჭირო:

1. თვითგანვითარება. საკუთარ წესად დაადგინეთ - შეიძინოთ ცოდნა დღეში 30-წუთიანი ან 1-საათიანი წვრთნის ან ბრძანების სწავლების შესახებ. გამოცდილების შეძენასთან ერთად უკეთ მართავთ თქვენს ძაღლს.

2. გადასაჭრელი პრობლემა არ გადადოთ ხვალისთვის.
როგორც კი რაიმე არ მოგეწონებათ თქვენი ძაღლის ქცევაში, მაშინვე დაიწყეთ პრობლემის მოგვარების ძებნა. თქვენ იმ პრობლემებს აწყდებით, რასაც სხვა ძაღლების მილიონობით მოყვარული თქვენამდე, რომლებმაც მაინც შეძლეს აღეზარდათ დამჯერი ძაღლი. მათ იცოდნენ რასთან შეჯახებაც მოუწევდათ. ყველაფრის გაგება ვერ მოხერხდება. უბრალოდ, როდესაც ძაღლს არასასურველ ქცევას შეამჩნევთ, ან ბრძანების შესრულებისას მის უარს შეხვდებით - შეისწავლეთ და გამოიყენეთ მიღებული ცოდნა. მაშინ თქვენ ნელ-ნელა, გეგმაზომიერად აღზრდით ძაღლს, ის გახდება დამჯერი და მასთან ცხოვრება აღარასოდეს შეგიქმნით პრობლემას.

3. დამშვიდდით. ისევე, როგორც ნებისმიერი ახალბედა ალბათ განიცდით, რომ ვერ შეძლებთ ძაღლი დამჯერი აღზარდოთ. ლეკვის ან ძაღლის თავიდანვე და ზედმიწევნით სწორი აღზრდა - ფაქტობრივად შეუძლებელი რამაა, რადგან აუცილებლად დაუშვებთ შეცდომებს. საბედნიეროდ, ეს არ არის საშიში! გავა სულ ცოტა დრო: შეცდომები გაქრება, თქვენი შრომა და მოთმინება კი თქვენი ძაღლის სრული მორჩილებითა და სიყვარულით დაფასდება.

დასკვნა. ახლა იცით, როგორ უნდა აღზარდოთ ძაღლი და უკვე მალე შეძლებთ შეიგრძნოთ თქვენი შრომის შდეგი.

ვიმეორებთ: არ იჩქაროთ. უბრალოდ ნელ-ნელა შეიძინეთ ცოდნა თავად და შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეთ. მალე სრულიად შეიგრძნობთ ძაღლს, გეცოდინებათ როდის არის საჭირო გასცეთ ბრძანება, როგორ და რომელი ინტონაციით იქნება უკეთესი ბრძანების გაცემა, რომ მან მაშინვე შეასრულოს. ყველაფერი გამოცდილებიდან მოდის.


ლაშა
რა ასაკიდან დავიწყო ლეკვის გაწვრთნა?? ჯერ 8 დღისაა და
luka sharia
mariam შენ თქვი რომ ძაღლი თამაშით გკბენს და მემგონი ეს დაგეხმარება---------> https://www.youtube.com/watch?v=hxWfB8If54c
მარიამ 111
ჩემ პატარა ლეკვს ვასწავლე ნივთის ჩემთვის ბურთის მოტანა. მე გადავუგდებდი ის კი მოიტანდა.მაგრამ მიატოვა დაჯერება და როდესაც ვესვრი აკვირდება მაგრამ არ მოაქვს.შეგიძლიათ გამოსასწორებლად მირჩიოთ რამე?
ninp
მყავს ამერიკული სტაფი უკვე 1წლის და 5 თვისაა,კბენა ღრენა არც იცოდა და არც იცის რა არი,მოარული სიყვარულია,მაგრამ იცის წუწუნი პატარა ბავშვივით,სახლში მიჯერებს ყველაფერს (მაგრამ კომენტარის სახით წკმუტუნებს მაინც) გარეთაც,მაგრამ თუ სხვა ძაღლი დაინახა ან ბავშვი აღარ ესმის არაფერი და ხელები მაქვს დაგრძელებული.იწყებს მოთქმა გოდებას,იწევს მისკენ,მართალია მარტო თამაში უნდა და ჯერ არავისთვის დაუყეფია მაგრამ ვერაფრით ვერ გადავაჩვიე ამ საქციელს,არც ბრძანება არც სასუსნავი არ ჭრის როგორ მოვიქცეე???,... იქნებ მიმახვედროთ
mariami
ჩემი ძაღლი სულ მკბენს , რათქმაუნდა თამაშით მაგრამ 8 თვის მეტისია და მწარე კბილები აქვს ვერ ვაჩერებ ვერანაირად სულ მკბენს როცა მივუახლოვდები , ჩვეულებრივად მოფერებასაც ვერ ვახერხებ რა გავაკეთო მირჩიეთ რა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?