ოდესმე გინახავთ ძაღლი ასე იქცეოდეს? ის ამ მოქმედებით ცდილობს, რაღაც მნიშვნელოვანი გითხრათ
ოდესმე გინახავთ ძაღლი ასე იქცეოდეს? ის ამ მოქმედებით ცდილობს, რაღაც მნიშვნელოვანი გითხრათ
ძაღლის პატრონების უმეტესობა თავის ბინადარს ანებივრებს. ისინი თითქოს ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც ცხოველისთვის საჭირო და აუცილებელია, თუმცა, წარმოდგენა არ აქვთ რას "ეუბნება" ოთხფეხა მეგობარი გარკვეული ქცევებით. ჩვენ შევკრიბეთ რამდენიმე მაგალითი, რომლებიც სასურველია, ყველა ძაღლის პატრონმა იცოდეს.

როდესაც ძაღლს პატრონთან მიაქვს სათამაშო ან სხვა ნივთები

შეიძლება იფიქროთ, რომ მას თამაში უნდა, თუმცა, ამ ჟესტით ძაღლი თქვენდამი პატივისცემას გამოხატავს და გასაჩუქრებთ. ეს გენეტიკური ინსტინქტია, რომელიც მგლებისგან აქვთ მიღებული. ძაღლი გასაჩუქრებთ იმ ნივთით, რომელიც ჰგონია, რომ თქვენი გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ მისი შინაგანი განწყობა, როცა
ამ ნივთს გვერდით მიაგდებთ.

თვალებით "საუბარი"

თვალებით კონტაქტი ყველაზე ძლიერი ჟესტია, რის მეშვეობითაც ძაღლი გამოხატავს
თქვენდამი სიყვარულსა და სითბოს. ამით მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თქვენ მის გვერდით ხართ.

როცა ძაღლი ერთ თათს ზევით წევს

თუ ხედავთ, რომ ძაღლი ერთ ფეხს ზევით წევს და მისი მზერა მიმართულია პირადაპირ, სასურველია, გადაადგილოთ თქვენი შინაური ბინადარი. ამ მოქმედებით ის იწყებს ნადირობას (ხშირ შემთხვევაში მსგავსი ქცევა ძაღლს ახასიათებს სკვერში სეირნობისას, როცა ხედავს ფრინველს ან ციყვს).

მოკუნტვა, თითქოს ძაღლი ცდილობს დაპატარავდეს

ეს ნიშანია, რომ თქვენს ოთხფეხა ბინადარს რაღაცის ეშინია. იმ შემთხვევაში, თუ მის გარშემო საშიშროებას არაფერი წარმოადგენს, მაშინ ის დათრგუნული და შეურაცხყოფილია.

თუ თქვენი ბინადარი სახლში აზიანებს ნივთებს

Zooclub

ეს შესაძლოა იყოს გარემო პირობების მომაბეზრებელი ერთფეროვნება. ძაღლი ამ დროს შინაგან შფოთს განიცდის. მოიფიქრეთ რამე ახალი თამაშები მისთვის. მიეცით ისეთი სათამაშო, რაც თქვენი ოთხფეხა ბინადრისთვის დიდი ხანი გამოცანად დარჩება და მის ამოხსნას დიდ დროს მოანდომებს.

როცა ძაღლი პატრონის ფეხზე მოკალათდება

ძაღლის პატრონის ფეხზე მოკალათებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ის ცდილობს თქვენზე დომინირებას ან თავს იმშვიდებს, რომ თქვენს გვერდით არის. თითქოს ის ამბობს, რომ "ეს ადამიანი ჩემია."

არაერთ ადამიანს სურს მიიყვანოს სახლში ოთხფეხა მეგობარი, თუმცა, უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს მათი ქცევების შესახებ. დააკვირდით თქვენს ძაღლს, რისი თქმა სურს თავისი ჟესტებით და თქვენ აუცილებლად მიხვდებით მის სურვილებს.

ასევე იხილეთ:

რატომ ირჩევს ძაღლი ოჯახში მხოლოდ ერთ მეურვეს?

5 ნიშანი, რომ თქვენს ძაღლს ძალიან უყვარხართ

მსოფლიოში ყოველი მეოთხე ძაღლი დეპრესიით იტანჯება


2
დავამატებ: 1. დილით მოვა შენ საწოლთან და თათს ჩაგარტყავს თავში- გარეთ უნდა გაყვანა. 2.მოვა და კალთაში ჩაგიდებს თავს, თვალებში გიყურებს და კუდს გიქიცინებს- აფერისტობს, თითქოს ძალიან უყვარხარ, უნდა სასეირნოთ წაიყვანო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?