მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბი
მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბი
ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რი­ა, რა­ტომ აფა­სე­ბენ ძაღ­ლებს, რო­გორც კარ­-მი­და­მოს მო­და­რა­ჯე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მით . მათ უაღ­რე­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვთ გრძნო­ბა­თა ორ­გა­ნო­ე­ბი და ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უკეთ აღიქ­ვა­მენ საფ­რთხეს _ არა მხო­ლოდ სმე­ნით, არა­მედ მხედ­ვე­ლო­ბი­თაც.


გაწ­ვრთნის მნიშ­ვნე­ლო­ბა

მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბი ხში­რად აგ­რე­სი­უ­ლე­ბად მი­აჩ­ნი­ათ, მაგ­რამ ეს ასე არ არის. ამ ტი­პის კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი ძაღ­ლე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ემორ­ჩი­ლე­ბი­ან პატ­რო­ნის ბრძა­ნე­ბებს, მათ გვერ­დით მუ­შა­ო­ბენ ისე­ვე, რო­გორც მგლის ხრო­ვის წევ­რე­ბი მოქ­მე­დე­ბენ ერ­თობ­ლი­ვად ნა­დი­რო­ბის დროს. ცუ­დად გაწ­ვრთნი­ლი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი დი­დად დამ­ჯე­რი არ არის, უცებ შე­იძ­ლე­ბა და­უ­მე­გობ­რდეს ან გა­და­ემ­ტე­როს ადა­მი­ანს. მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბად ძი­რი­თა­დად ირ­ჩე­ვენ გარ­კვე­ულ
ჯი­შებს, გან­სა­კუთ­რე­ბით გერ­მა­ნულ მეცხ­ვა­რის ძაღ­ლის ჯიშს, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად როტ­ვე­ი­ლერ­სა და დო­ბერ­მანს. ყვე­ლა ისი­ნი გო­ნი­ე­რი, დამ­ჯე­რი
ძაღ­ლე­ბი არი­ან და კარ­გად მუ­შა­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით.

მრა­ვალ­მხრი­ვი ძაღ­ლი
გერ­მა­ნუ­ლი მეცხ­ვა­რის ძაღ­ლე­ბი რე­ა­გი­რე­ბენ ხმო­ვან ბრძა­ნე­ბებ­ზე, კითხ­უ­ლო­ბენ ხე­ლის ჟეს­ტებს და შე­უძ­ლი­ათ უხ­მა­უ­როდ მოქ­მე­დე­ბა. თან­და­ყო­ლი­ლი გო­ნი­ე­რე­ბის წყა­ლო­ბით მათ ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ _ ამუ­შა­ვე­ბენ მეგ­ზუ­რე­ბად, სა­პო­ლი­ციო და საბ­რძო­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძაღ­ლე­ბად, გარ­და ამი­სა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის საყ­ვა­რე­ლი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბიც არი­ან.

შე­სა­ნიშ­ნა­ვი სმე­ნა
მო­და­რა­ჯე ძაღ­ლებს და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რის ჩქა­მიც კი ეს­მით.

გაცხ­ა­რე­ბუ­ლი ყე­ფა
მგლე­ბი­სა და მა­თი მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი თა­ნა­მოძ­მე­ე­ბის, გან­საკუთ­რე­ბით მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბის­თვის, ხმო­ვან სიგ­ნა­ლებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. ეს კი­დევ ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბაა მათ შო­რის. იქ, სა­დაც მგლე­ბი ჩუ­მად არი­ან, მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბი გაცხ­ა­რე­ბით ყე­ფენ, რი­თაც პატ­რო­ნებს შე­საძ­ლო სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ ატყ­ო­ბი­ნე­ბენ და და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუ­მარ­საც გვა­რი­ა­ნად აფ­რთხო­ბენ.

მო­ნა­დი­რე თუ მცვე­ლი
ძაღ­ლი­სებ­რთა მო­ში­ნა­უ­რე­ბის ყვე­ლა­ზე თვალ­ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ში­ნა­უ­რი ძაღ­ლის მი­ერ ცხვრის ფა­რი­სა და ნა­ხი­რის მგლე­ბის თავ­დას­ხმის­გან დაც­ვა. ძაღ­ლი თა­ო­ბა­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რდე­ბო­და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ახ­ლოს და ამი­ტო­მაც ის­წავ­ლა ერ­თგუ­ლე­ბა ხრო­ვის ახა­ლი მე­თა­უ­რის – მწყემ­სის მი­მართ. ეს კი ძა­ლი­ან ჰგავს მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იმ სახ­ლის პატ­რო­ნი­სად­მი, სა­დაც ის საყ­ვა­რელ ცხო­ვე­ლად მი­ი­ღეს.
მო­და­რა­ჯე მეცხ­ვა­რის ძაღ­ლის ჯი­შებს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან: კუ­ვა­სი, რომ­ლის სამ­შობ­ლოა თა­ნა­მედ­რო­ვე უნ­გრე­თი, მა­რე­მას მეცხ­ვა­რის ძაღ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი იტა­ლი­ი­დან და დი­დი პი­რე­ნე­ე­ლი საფ­რან­გე­თი­სა და ეს­პა­ნე­თის სა­საზღ­ვრო რე­გი­ო­ნე­ბი­დან; კი­დევ ერ­თი მა­გა­ლი­თია ტატ­რე­ბის მეცხ­ვა­რის ძაღ­ლი პო­ლო­ნე­თი­დან.

შე­მორ­ჩე­ნი­ლი ინ­სტინ­ქტე­ბი
მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბის ქცე­ვა­ში ჯე­რაც იგ­რძნო­ბა მა­თი, რო­გორც მუ­შა ჯი­შე­ბის, გე­ნე­ა­ლო­გია მა­ში­ნაც კი, რო­ცა საყ­ვა­რელ ცხო­ვე­ლე­ბად ჰყავთ. ეს ფრთხი­ლი და ერ­თგუ­ლი ბუ­ნე­ბის ცხო­ვე­ლე­ბი საფ­რთხის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ყე­ფას იწყ­ე­ბენ.

ხედ­ვა სიბ­ნე­ლე­ში
სიბ­ნე­ლე­ში ხედ­ვის უნა­რი ძაღ­ლმა მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო მგლის­გან, რო­გორც ღა­მის ცხო­ვე­ლის­გან. ძაღ­ლის თვა­ლის ბა­დუ­რა­ში ჭარ­ბობს სი­ნათ­ლი­სად­მი მგრძნო­ბი­ა­რე უჯ­რე­დე­ბი – ჩხი­რე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ მას აქვს შავ­-თეთ­რი მხედ­ვე­ლო­ბა და კარ­გად ხე­დავს ღა­მით; თუმ­ცა ფე­რა­დი მხედ­ვე­ლო­ბა შე­და­რე­ბით სუს­ტად აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

გა­რე­მო­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
მო­და­რა­ჯე მეცხ­ვა­რის ძაღ­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თია დი­დი პი­რე­ნე­ე­ლი, რომ­ლი­ს ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბაა ბეწ­ვის უპი­რა­ტე­სად თეთ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა; ამ თვი­სე­ბის წყა­ლო­ბით ის ფა­რა­ში არ ჩანს და ცხვარ­საც იცავს.


რჩევა
მო­და­რა­ჯე ძაღ­ლე­ბი დი­დი ზო­მის ჯი­შებს ეკუთ­ვნი­ან. კარ­გი მე­გობ­რე­ბი და საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან, ოღონდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­თა­ნა­დო წვრთნა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?