თხრის ადგილები
ძაღლები თხრიან რამდენიმე მიზეზით, ზოგჯერ უბრალოდ იმიტომ, რომ უნდათ ერთ საქმეს თავი დაანებონ და ახალი დაიწყონ. ამას ეწოდება `ჩანაცვლებითი ქმედება~. ლეკვებს განსაკუთრებით უყვართ ეს საქმიანობა, თუმცა ამის საშუალებას ნიადაგიც უნდა აძლევდეს. ისინი თიხიან ან კირქვიან მაგარ ნიადაგში თხრას ქვიშიან მიწას ამჯობინებენ. ყამირ მიწას ურჩევნიათ გაზონი ახალდარგული ყვავილებით (რაც მებაღეს სასოწარკვეთილებაში აგდებს).
თხრა ეზოში
ძაღლები ხშირად მოწყენილობის
დასაწყისი
ეს ბორდერ კოლი წინა თათებით სწრაფად თხრის ორმოს რბილ ქვიშაში. ეს მისი საყვარელი არეა, რადგან სამუშაოდ ადვილია. თხრის დასაწყისში ძაღლი მიწას ბრჭყალებით აფხვიერებს.
თხრის სტრატეგია
ძაღლი თხრის დროს სხეულის ენის საშუალებით გამოხატავს აღელვებას, რადგან რაღაცას დაეძებს. თუ ორი ძაღლი გყავთ, შეიძლება ერთსა და იმავე ადგილას დაიწყონ თხრა, მაგრამ ორივეს დამოუკიდებლად მუშაობა უფრო ურჩევნია, ვიდრე ერთობლივად. ძაღლს შეუძლია არა მხოლოდ ნიადაგის ამოთხრა, არამედ გვირაბის გაყვანაც თოვლში, რათა დაიბრუნოს მასში ჩაფლული სათამაშო ან მოძებნოს ფრინველებისთვის გადაყრილი საჭმელი.
მაგალითზე სწავლა
ზოგიერთ ძაღლს მოსწონს პატრონის მიბაძვა. თუ მის გვერდით სეირნობს საბელშებმული, როგორც წესი, თხრას არ იწყებს. ძაღლებს ზოგადად მოსწონთ პლაჟზე ფხვიერი და რბილი ქვიშის თხრა, სადაც შეუძლიათ დამარხული ნიჟარების პოვნა. ისინი მათ უბრალოდ ყნოსავენ, მოლუსკებს კი იშვიათად ჭამენ.
კუდით საუბარი
აწეული კუდი მოწმობს, რომ ძაღლი დაკვირვებითა და აღელვებით თხრის. ამისთვის ნაკლებად იყენებს უკანა ფეხებს, სამაგიეროდ საიმედოდ ეყრდნობა მათ.
თხრის მიზეზები
ძაღლები თხრიან წინა ფეხებით – თავიდან ოდნავ იხრებიან, მიწას ფხაჭნიან და ენერგიულად ყრიან უკან. თხრის დროს ძაღლმა შეიძლება ორმოს გარშემო იმოძრაოს და ყველა მხრიდან გააფართოოს. მუშაობის პროცესში დროდადრო გაცხარებულ თხრაზე გადადის და გაფაციცებით ჩაჰყურებს ორმოს იმ იმედით, რომ იპოვის იმას, რასაც დაეძებს. თუ სოროდან მღრღნელი ამოძვრა და გაიქცა, უმალ თავს ანებებს თხრას და გამოედევნება.
ამას გარდა, ძაღლები მიწას თხრიან ნივთების შესანახადაც. ყველაზე ხშირად მარხავენ ძვლებს, ზოგჯერ სათამაშოებსაც. ეს ჰგავს გარეული ძაღლების ქცევას, რომლებიც საკვებს ფლავდნენ მიწაში იმ იმედით, რომ მას ვერ მიაგნებდნენ ლეშიჭამიები, მაგალითად აფთარი. მოგვიანებით, შესაძლებლობისამებრ, ბრუნდებოდნენ და ჭამდნენ.
ფრთხილად!
ძაღლები ცხოველის სოროში შესასვლელს ზოგჯერ თხრით აფართოებენ, ამიტომ შეიძლება შიგნით ჩაცვივდნენ ან ჩაძვრომის დროს გაიჭედონ.