როგორ ეგუება ძაღლი სხვა ცხოველებს
როგორ ეგუება ძაღლი სხვა ცხოველებს
სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დრო­დად­რო ვრცელ­დე­ბა ისე­თი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ძაღ­ლის შემ­გუ­ე­ბელ ბუ­ნე­ბა­სა და მის მე­გობ­რულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სხვა ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ , რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი მი­სი ნა­დი­რო­ბის ობი­ექ­ტა­დაც კი ით­ვლე­ბა. მაგ­რამ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი სა­ერ­თო წე­სი­დან იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია _ მა­თი თა­ნაცხ­ოვ­რე­ბა ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა.

მუდ­მი­ვი საფ­რთხე
ში­ნა­ურ ძაღ­ლებ­ში მო­ნა­დი­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ათა­სო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თარ­დე­ბო­და. ამი­ტომ მდევ­რე­ბი და სხვა მო­ნა­დი­რე ჯი­შე­ბი ინ­სტინ­ქტუ­რად მის­დე­ვენ ბოც­ვერს, რო­მე­ლიც ეზო­ში დარ­ბის და აქეთ­-ი­ქით აწყ­დე­ბა. ბოც­ვერიც, რო­ცა არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა, ძაღ­ლის მახ­ლობ­ლად მა­ინც ვერ ის­ვე­ნებს და შფო­თავს, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ გა­საქ­ცე­ვი და და­სა­მა­ლა­ვი არ­სად
ჩანს. ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში ის უბ­რა­ლოდ სო­რო­ში ჩაძ­ვრე­ბო­და.

საფ­რთხე ძაღ­ლე­ბის­თვის
ძაღ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნონ სხვა ცხო­ვე­ლებ­მა:
მა­გა­ლი­თად, მაჩ­ვზღარ­ბას­თან ახ­ლოს მის­ვლი­სას შე­იძ­ლე­ბა მტკივ­ნე­უ­ლად შე­ერ­ჭოს მი­სი ეკ­ლე­ბი ან რწყი­ლე­ბიც შე­ე­სი­ოს. ძაღლს სა­შიშ­რო­ე­ბა ემუქ­რე­ბა შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბის­გა­ნაც, გა­აჩ­ნი­ა, რა გა­რე­მო­ში ცხოვ­რობთ.

ცუ­დი მე­ზობ­ლო­ბა
ბოც­ვრე­ბი და ძაღ­ლე­ბი ვერ ეგუ­ე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ძაღ­ლი მას­ში ყო­ველ­თვის მხო­ლოდ მსხვერპლს ხე­დავს და ბოც­ვე­რიც ვე­რას­დროს იგ­რძნობს თავს უსაფ­რთხოდ.

გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი
ეს ლეკ­ვი უბ­რა­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რეა – თა­ვი თით­ქოს მი­სალ­მე­ბის ნიშ­ნად აქვს დახ­რი­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი კნუტს ყნო­სავს, ამი­ტო­მაც ეხე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს ცხვი­რე­ბით.

საწყ­ა­ლი კნუ­ტი
კნუტს კუდ­სა და ზურ­გზე ბეწ­ვი აქვს აჯაგ­რუ­ლი, ამ გზით ცდი­ლობს, დი­დი და სა­ში­ში გა­მოჩ­ნდეს და ვე­რა­ვინ მიხ­ვდეს, რომ დამ­ფრთხა­ლი ად­გი­ლი­დან ვერ იძ­ვრის.

მშვი­დი გო­ლი­ა­თი
მარ­თა­ლი­ა, იტა­ლი­უ­რი სპი­ნო­ნის ლეკ­ვი მე­გობ­რუ­ლია და სხე­უ­ლის ენით სა­ერ­თოდ არ ავ­ლენს აგ­რე­სი­ას სი­ა­მუ­რი კა­ტის კნუტის მი­მართ, მაგ­რამ კნუტს ძაღ­ლის ზო­მა აშ­კა­რად აში­ნებს.

თა­ვის შვე­ლა
ბოც­ვერ­მა ამ­ჯე­რად გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. მაგ­რამ, სხვა დროს იგ­რძნობს კი იგი თავს უსაფ­რთხოდ ძაღ­ლის მე­ზობ­ლად?!

ხი­ფათ­ში თა­ვის გა­ყო­ფა
გა­რეთ სა­სე­ირ­ნოდ გაყ­ვა­ნი­ლი ძაღ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უდ­გეს სხვა ცხო­ვე­ლებს, მა­გა­ლი­თად ციყ­ვებ­სა და დიდ ფრინ­ვე­ლებს, რო­დე­საც მი­წა­ზე დას­ხდე­ბი­ან. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ არის აუ­ცი­ლებ­ელი ძაღლს ნა­დი­რო­ბა სურ­დეს, უბ­რა­ლოდ, მო­ე­ლის სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ას – ფრინ­ვე­ლის აფ­რე­ნას, რა­საც თა­მა­შად აღიქ­ვამს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ტე­რი­ე­რებს ვარ­ჯი­შის დროს, რად­გან ჩვე­ვად აქვთ _ `მი­წა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა~. ისი­ნი მიძ­ვრე­ბი­ან ნი­ა­დაგ­ში ამოთხ­რილ სო­რო­ებ­ში, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ეკუთ­ვნო­დეს სხვა­დას­ხვა არ­სე­ბას, მა­გა­ლი­თად ბოც­ვრებ­სა და მღრღნე­ლებს. თუ ძაღ­ლი ოდ­ნავ მსუ­ქა­ნი­ა, შე­იძ­ლე­ბა მი­წის ქვეშ გა­ი­ჭე­დოს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა სო­რო­ში ან გვი­რაბ­ში ჩარ­ჩე­ნილ­მა რამ­დე­ნი­მე ტე­რი­ერ­მა, სულ მცი­რე, ათი დღე გაძ­ლო და ცოცხ­ა­ლი გა­დარ­ჩა. ამ­გვა­რად დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლი­ათ მაშ­ველ და ცხო­ველ­თა დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფებს. თუმ­ცა, უმ­ჯო­ბე­სი­ა, გა­მო­ი­ჩი­ნოთ სიფ­რთხი­ლე და ეს უსი­ა­მოვ­ნე­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ. ყვე­ლა­ზე დი­დი საფ­რთხე ემუქ­რე­ბა ტე­რი­ე­რის ლეკ­ვებს მა­თი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბი­სა და უში­შა­რი ხა­სი­ა­თის გა­მო.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?