მწყემსი ძაღლები ნახირში
მწყემსი ძაღლები ნახირში
ძაღ­ლი ყო­ველ­თვის საბ­ლით გე­ჭი­როთ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა სა­ქონ­ლის ჯოგს გა­და­ე­ყა­როს . მათ შო­რის რა მოხ­დე­ბა, წი­ნას­წარ გა­მოც­ნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, ამი­ტომ უნ­და იზ­რუ­ნოთ, რომ თქვენ­მა ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბარ­მა არ შე­ა­ში­ნოს, დაკ­ბი­ნოს ან და­ხო­ცოს პი­რუტყ­ვი.


ცხვრე­ბის­თვის სა­ში­ში ძაღ­ლე­ბი
ცხვრის ფა­რა გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლია მეცხ­ვა­რის ძაღ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ახ­ლა უმე­ტე­სად სახ­ლის ძაღ­ლე­ბად ჰყავთ. თუმ­ცა მათ­ში, რო­გორც მუ­შა ჯი­შებ­ში, ხში­რად თავს იჩენს ინ­სტინ­ქტე­ბი _ ისი­ნი ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბი­ან ცხვრებს ან ფა­რა­ში იჭ­რე­ბი­ან. გა­მო­რიცხ­უ­ლი არ არის, რომ თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რე­ბის მტა­ცებ­ლურ, მგლურ ბუ­ნე­ბას ვერ გა­უმ­კლავ­დნენ და ცხვარს თავს და­ეს­ხან. ეს
გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ფა­რას თვით­ნე­ბუ­რად ადევ­ნე­ბულ ორ­-სამ ძაღლს. მაგ­რამ საფ­რთხე ყვე­ლა­ზე დი­დია დო­ლის დროს, რო­დე­საც ველ­ზე
უპატ­რო­ნოდ რჩე­ბი­ან ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბატ­კნე­ბი. თუ ძაღ­ლი ერ­თხელ მა­ინც და­ეს­ხა მათ თავს, ამას მო­მა­ვალ­შიც უეჭ­ვე­ლად გა­ი­მე­ო­რებს.

წყვი­ლად მუ­შა­ო­ბა
ფერ­მე­რი ხში­რად მწყემ­სის ძაღ­ლე­ბი­დან თი­თო­ე­ულს გან­სხვა­ვე­ბულ სიგ­ნალს ას­წავ­ლის. თუ ორი ძაღ­ლი ერ­თად მუ­შა­ობს, და­ძა­ხე­ბა­ზე აღარ იბ­ნე­ვი­ან _ იცი­ან, რო­მე­ლი რა სიგ­ნალს გა­მო­ე­პა­სუ­ხოს.

მწყემ­სვის მე­თო­დე­ბი
კო­ლის ტი­პის ძაღ­ლე­ბი სა­ქონ­ლის მწყემ­სვის დროს ძი­რი­თა­დად მხედ­ვე­ლო­ბას ეყ­რდნო­ბი­ან – უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ, რომ ცხვა­რი ფა­რას არ ჩა­მორ­ჩეს და არ გა­ი­ფან­ტოს. სხვე­ბი, მა­გა­ლი­თად ავ­სტრა­ლი­უ­რი ნა­ხი­რის ძაღ­ლი ან უელ­სუ­რი კორ­გი, მსხვილ­ფე­ხა რქოს­ნე­ბის ჯოგს უკან მიჰ­ყვე­ბი­ან – თუ რა­ი­მე არ მო­ე­წო­ნათ, მი­ე­პა­რე­ბი­ან და ქუს­ლებ­ში ჰკბე­ნენ.

მუ­შა მეცხ­ვა­რის ძაღ­ლე­ბი
მუ­შა ძაღ­ლე­ბი, რო­გო­რიც ეს კორ­გი­ა, ცხვრის ფა­რის სი­ახ­ლო­ვეს იზ­რდე­ბი­ან და სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბი­ან თა­ვი­სი­ვე ჯი­შის ინ­დი­ვი­დე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც გა­მო­ფე­ნე­ბის­თვის ჰყავთ. ფერ­მე­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­თი მუ­შა თვი­სე­ბე­ბი და არა ექ­სტე­რი­ე­რი.

დამ­ფრთხა­ლი სა­ქონ­ელი

თქვენ შე­იძ­ლე­ბა ვერ ამ­ჩნევ­დეთ, მაგ­რამ ძაღ­ლე­ბი, რო­გორც წე­სი, სა­ქო­ნელს აფო­რი­ა­ქე­ბენ. მსხვილ­ფე­ხა რქოს­ნე­ბის ჯო­გის (გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მას­ში არი­ან ძრო­ხე­ბი ხბო­ე­ბით) სი­ახ­ლო­ვეს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძაღ­ლი საბ­ლით გე­ჭი­როთ მა­ში­ნაც კი, თუ თავ­დას­ხმას არ აპი­რებს. თა­ვი­სუფ­ლად მო­ნა­ვარ­დე ძაღ­ლის და­ნახ­ვა­ზე ნა­ხირს შე­იძ­ლე­ბა პა­ნი­კუ­რი ში­ში და­ე­უფ­ლოს. ძაღ­ლი ინ­სტინ­ქტუ­რად გა­იქ­ცე­ვა, მაგ­რამ დამ­ფრთხალ­მა სა­ქო­ნელ­მა შე­იძ­ლე­ბა თქვენ გა­დაგ­თე­ლოთ.

სა­შიშ­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ნა­ხი­რის მი­ზე­ზით ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იღუ­პე­ბი­ან. ახალ­გაზ­რდა მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუტყ­ვი ძალ­ზე ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­ცა ძაღლს პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხავს, და შე­იძ­ლე­ბა თქვენ გარ­შე­მო მო­ი­ყა­როს თა­ვი. თუ სა­ბელ­შეხსნილი ძაღ­ლით მშვი­დად გა­ივ­ლით მათ შო­რის, სა­ში­ში არა­ფე­რი­ა. თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ აღ­მოჩ­ნდეთ და სა­ქო­ნელს გვერ­დი აუ­ა­როთ.

სა­შიშ­რო­ე­ბა მხედ­რე­ბის­თვის
ძაღ­ლი (ინ­სტინ­ქტუ­რად) ისე არ ეტა­ნე­ბა ცხენს, რო­გორც სა­ქო­ნელს, მაგ­რამ რო­ცა ვიწ­რო ბი­ლიკ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­ეყ­რე­ბა მხე­დარს, ძალ­ზე სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა ყვე­ლას­თვის. თუ ძაღ­ლი ში­შის­გან ყე­ფას ატეხს, ცხე­ნი შე­იძ­ლე­ბა ისე დაფ­რთხეს, რომ ყალ­ყზე შედ­გეს, მხე­და­რი ჩა­მო­აგ­დოს და გა­იქ­ცეს – ასე რომ გაფ­რთხილ­დით.


რჩე­ვა
ვე­რა­სო­დეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, რო­გორ მო­იქ­ცე­ვა თქვე­ნი ძაღ­ლი ნა­ხი­რის სი­ახ­ლო­ვეს, ამი­­ტომ ყო­ველ­თვის თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ.

ფრთხილად!
ძაღ­ლე­ბი ზოგ­ჯერ ცხვრის ნა­კელს ჭა­მენ, რაც მა­თი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მოშ­ლას იწ­ვევს. შე­ე­ცა­დეთ, რომ ეს არ მოხ­დეს.

kaka
თუ არ იცნობ მეცხვარე ძაღლს,ნუ აბოლებ შენი აზრებით ხალხს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?