როცა ძაღლები ერთმანეთს ემტერებიან
როცა ძაღლები ერთმანეთს ემტერებიან
თა­ნა­მოძ­მე­ებ­თან ძაღ­ლის ყვე­ლა შეხ­ვედ­რა მე­გობ­რუ­ლად რო­დი მთავ­რდე­ბა . თუ სე­ირ­ნო­ბის დროს თქვე­ნი ძაღ­ლი გა­და­ე­ყა­რა ინ­დი­ვიდს, რო­მელ­თა­ნაც უკ­ვე ნაჩხ­უ­ბა­რი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რთხი­ლე გმარ­თებთ: მათ ეს მტრო­ბა არ და­ა­ვიწყ­დე­ბათ და შეხ­ვედ­რი­სას გა­იხ­სე­ნე­ბენ.


ცალ­მხრი­ვი სიმ­პა­თია

ეს ლეკ­ვი მე­ო­რე ლეკვს აჩ­ვე­ნებს, რომ მას მოს­წონს იგი, მაგ­რამ რა­კი პა­სუ­ხად აგ­რე­სი­ას იღებს, მზად არის გა­იქ­ცეს და არც თავს და­აკ­ბე­ნი­ნებს.

შეხ­ვედ­რე­ბი
ძაღ­ლე­ბი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას, რო­გორც წე­სი, უფ­რო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად იქ­ცე­ვი­ან, ვიდ­რე ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ად­რე უკ­ვე გა­და­ე­ყარ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ამ შემ­თხვე­ვა­ში შეხ­ვედ­რა ძალ­ზე სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს აგ­რე­სი­ა­ში. შე­საძ­ლოა პი­რი­ქით მოხ­დეს – არად
ჩა­აგ­დონ ერ­თმა­ნე­თი, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ შე­და­რე­ბით უფ­რო­სი ასა­კის არი­ან. ძაღ­ლე­ბის რე­აქ­ცი­ა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, გავ­ლე­ნას ახ­დენს მა­თი პატ­რო­ნე­ბის
საქ­ცი­ე­ლიც. თუ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ყუ­რადღ­ე­ბას არ მი­აქ­ცე­ვენ და სე­ირ­ნო­ბას სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძო­ბენ, ძაღ­ლე­ბიც მათ მიჰ­ბა­ძა­ვენ. თუ გა­ჩერ­დე­ბი­ან და სა­უ­ბარს გა­ა­ბა­მენ, ძაღ­ლე­ბიც ურ­თი­ერ­თო­ბას და­იწყ­ე­ბენ _ და­სუ­ნა­ვენ ერ­თმა­ნეთს და შე­იძ­ლე­ბა თა­მა­შიც და­იწყ­ონ.

ღრე­ნა
ამ ძაღ­ლმა კბი­ლე­ბი დაკ­რი­ჭა და უღ­რენს ძაღლს, რო­მე­ლიც მის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა.

გა­მოწ­ვე­ვა
ეს ძაღ­ლიც მე­ო­რის გა­მოწ­ვე­ვას ცდი­ლობს _ პი­რი და­ა­ღო და კბი­ლე­ბი დაკ­რი­ჭა.

ბრა­ზი­ა­ნი პა­სუ­ხი
ამ ძაღლს დაფჩე­ნი­ლი ხა­ხა ძალ­ზე ახ­ლოს აქვს მი­ტა­ნი­ლი მე­ო­რე ძაღ­ლის დრუნ­ჩთან – ეს ძალ­ზე სა­ხი­ფა­თო ქცე­ვა­ა.

აგ­რე­სი­ის შე­საძ­ლო მი­ზე­ზი
ეს ძაღ­ლი, შე­საძ­ლო­ა, მწა­რედ დაკ­ბი­ნეს სე­ირ­ნო­ბის დროს. ამის გა­მო უნებ­ლი­ეთ ნერ­ვი­უ­ლი და სხვა ძაღ­ლის მი­მარ­თაც აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ თქვენს ძაღლს მსგავ­სი რამ შე­ემ­თხვა, შე­იძ­ლე­ბა კი­ნო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა დაგ­ჭირ­დეთ.

უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა
თუ ძაღლს, რო­მელ­საც რა­ი­მე სტკი­ვა, გა­და­ე­კი­და ან­ცი მოძ­მე და სა­თა­მა­შოდ იწ­ვევს, ის ძალ­ზე ნათ­ლად გა­ა­გე­ბი­ნებს, რომ არ სურს აყო­ლა. თა­ვი­სი გან­წყო­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად დაჯ­დე­ბა, ფეხს არ მო­იც­ვლის, კბი­ლებს დაკ­რეჭს და ხმა­მაღ­ლა და­იწყ­ებს ღრე­ნას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, მზად იყოთ ასე­თი შე­საძ­ლო რე­აქ­ცი­ის­თვის მა­ში­ნაც კი, თუ თქვე­ნი ძაღ­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ ვი­თა­რე­ბა­ში ძალ­ზე მე­გობ­რუ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი­ა. თუ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლის მსგავ­სი რამ შე­ემ­თხვა, შე­ე­ცა­დეთ, ვიდ­რე დამ­შვიდ­დე­ბო­დეს, იმ ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბით ავარ­ჯი­შოთ, რა­თა სა­ბელ­შეხ­სნილ, თა­ვი­სუფ­ლად მო­სე­ირ­ნე ძაღ­ლებს არ გა­და­ე­ყა­როს.
თუ თქვენს ძაღლს თავს და­ეს­ხა მე­ო­რე ძაღ­ლი და გა­ა­ნერ­ვი­უ­ლა, გა­ა­რი­დეთ. მაგ­რამ ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ თქვე­ნი ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბა­რი მო­მა­ვალ­შიც უნ­დობ­ლად შეხ­ვდე­ბა ძაღ­ლებს, რომ­ლე­ბიც გა­რეგ­ნუ­ლად მის თავ­დამ­სხმელს ჰგვა­ნან.

მტრე­ბის და­შო­რე­ბა
შეხ­ვედ­რის დროს ძაღ­ლე­ბის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზი ყო­ველ­თვის მტრო­ბა რო­დია – შე­იძ­ლე­ბა იყოს თავ­დაც­ვის რე­აქ­ცი­აც. ყვე­ლა­ზე ხში­რად ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც სა­ბელ­შებ­მულ ძაღლს ასე­ირ­ნებთ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად კი სა­ი­დან­ღაც უსა­ბე­ლო ძაღ­ლი შე­მო­გახ­ტე­ბათ. თქვე­ნი ძაღ­ლი ამ დროს თავს დატყ­ვე­ვე­ბუ­ლად იგ­რძნობს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ის ძა­ლით მიგ­ყავთ, მე­ო­რე ძაღ­ლი კი თან მოგ­ყვე­ბათ. სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი­ა, თქვე­ნი ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბა­რიც სწრა­ფად გა­ა­რი­დოთ იქა­უ­რო­ბას. ამით მე­ო­რე ძაღ­ლი უცებ და­კარ­გავს თქვენ­და­მი ინ­ტე­რესს. თუ დარ­ჩით, ეს მის­თვის იქ­ნე­ბა ნი­შა­ნი, რომ თქვენ უკან არ იხევთ, და ამით უფ­რო მეტ აგ­რე­სი­ას გა­მოიწ­ვევთ მი­სი მხრი­დან. ორი სა­ბელ­შებ­მუ­ლი ძაღ­ლი შეხ­ვედ­რი­სას, უმ­ჯო­ბე­სი­ა, ახ­ლოს არ მი­ვიდ­ნენ ერ­თმა­ნეთ­თან, რად­გან მა­თი შემ­დგო­მი ქცე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა საკ­მა­ოდ ძნე­ლი­ა.


რჩევა
ზო­გი­ერ­თი ძაღ­ლი აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ვა მა­ში­ნაც კი, რო­ცა აშ­კა­რა საფ­რთხეს ვერ ხე­დავს.

რჩევა
გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ძაღ­ლე­ბი უფ­რო აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ვი­ან ელ­ვა-ქუ­ხი­ლის დროს.


ფრთხილად!
ყო­ველ­თვის ფხიზ­ლად იყა­ვით იქ, სა­დაც ძაღ­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ სე­ირ­ნობს, და შე­ე­ცა­დეთ, და­იც­ვათ ნე­ბის­მი­ე­რი შე­საძ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბის­გან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?