ორმხრივი სიმპათია
მაგალითად მაშინ, როდესაც ძაღლები ჩამოსხდნენ და საერთოდ არ ცდილობენ ერთმანეთის შეშინებას.
მეგობრული მისალმება
შეხვედრისას ორი ძაღლი ერთმანეთს დრუნჩს ულოკავს - ასე ძაღლები ერთმანეთს მაშინ ესალმებიან, როცა კარგი ნაცნობობა აკავშირებთ.
განშორების შემდეგ
ერთად გაზრდილი ლეკვები ნაყარის დატოვებიდან ცოტა ხნის შემდეგ შეხვედრისას ერთმანეთს სწრაფად
კარგი სუნი
ძაღლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია შემხვედრი ძაღლის სუნი.
მშვიდი შეხვედრა
ძაღლებს ერთმანეთთან შეხვედრა არ აშფოთებთ... წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაქცევად გამზადებულნი, ალბათ, ფეხზე იდგებოდნენ.
გაუთვალისწინებელი ურთიერთობები
ერთი ჯიშის ძაღლებს ერთმანეთის მიმართ თანადგომა არ ახასიათებთ. ზოგიერთი ჯიშის ძაღლები, მაგალითად სტაფორდშირული ბულტერიერები, შეიძლება უფრო მტრულად შეხვდნენ ერთმანეთს, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლებს. აქ მნიშვნელობა არა აქვს ძაღლის შედარებით ზომებს; ზოგჯერ ერთმანეთი არ მოსწონთ რაიმე აშკარა მიზეზის გარეშეც. ალბათ, ერთმანეთის აღქმის დროს მათზე გავლენას ახდენს შეხვედრის გარემოებებიც. მაგალითად, საბელშებმული ძაღლი სეირნობის დროს უფრო აგრესიულია სხვა ინდივიდის მიმართ უბრალოდ იმიტომ, რომ დაბმულია და არ შეუძლია თავისუფლად იმოქმედოს. საბელშეხსნილი ძაღლები ზოგადად უფრო კარგად ექცევიან ერთმანეთს. თუ ერთი მათგანი საშიშია, მეორე ადვილად გაექცევა, ან ცნობისმოყვარეობის გამო დასუნავენ მოძმეს და გვერდს აუვლიან.
რჩევა
მეზობლად მცხოვრები ძაღლები შეიძლება ვერ შეეწყონ იმიტომ, რომ საკუთარ ტერიტორიას იცავენ ერთმანეთისგან.
ფრთხილად!
ნუ შეეცდებით, ძაღლს არავინ მიაკაროთ – მნიშვნელოვანია, რომ სხვა ძაღლებს შეხვდეს. უბრალოდ თვალყური ადევნეთ, როგორ ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან.