ძაღ­ლის სუ­ნი
ძაღ­ლის სუ­ნი
ძაღლს სახ­ლშიც და გა­რე­თაც ნიშ­ნის და­ტო­ვე­ბა შე­უძ­ლია რამ­დე­ნი­მე მე­თო­დით, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში ­სა­ცე­მი­ა . ეს არის ვი­ზუ­ა­ლუ­რი და ყნოს­ვი­თი ნიშ­ნე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რა­საც სხვა ძაღ­ლე­ბი ყო­ველ­გვა­რი სირ­თუ­ლის გა­რე­შე ცნო­ბენ.

ლეკ­ვის სუ­ნი
ლეკ­ვებს, მა­გა­ლი­თად ამ ბოქ­სი­ორს, რო­გორც წე­სი, ნაკ­ლე­ბად აქვთ სუ­ნი, ვიდ­რე ზრდას­რულ ძაღ­ლებს.

ძაღ­ლის სხე­უ­ლის სუ­ნი

ძაღ­ლებს აქვთ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ე.წ. `ძაღ­ლის სუ­ნი~, გან­სა­კუთ­რე­ბით სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის შემ­დეგ. ეს, რო­გორც წე­სი, ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო­ბა გრძელ და სქელ­ბეწ­ვი­ან ჯი­შებ­ში (მა­გა­ლი­თად სპა­ნი­ე­ლი); ნაკ­ლე­ბად _ შე­და­რე­ბით მოკ­ლე­ბეწ­ვი­ან ჯი­შებ­ში (უ­ი­პე­ტი, გრე­ი­ჰა­უნ­დი), რო­მელ­თაც აქვთ თხე­ლი თივ­თი­კი. თუმ­ცა
არ­სე­ბობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბიც. `ძაღ­ლის
სუ­ნი~ ხში­რად უფ­რო მძაფ­რად იგ­რძნო­ბა სე­ირ­ნო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ.

ჰი­გი­ე­ნა სახ­ლში
ძაღ­ლის სუ­ნი იგ­რძნო­ბა მის ქვე­შა­გებ­სა და სა­მოს­ზეც. ამი­ტომ ძაღ­ლის ბა­ნა­ო­ბას­თან ერ­თად მი­სი ნივ­თე­ბიც გა­რეცხ­ეთ.

აბა­ზა­ნის მომ­ზა­დე­ბა

ძაღ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ჭი­რო­ებს ყო­ველ 2-3 თვე­ში ერ­თხელ და­ბა­ნას `ძაღ­ლის სუ­ნის~ შე­სა­სუს­ტებ­ლად. შე­ი­ძი­ნეთ ძაღ­ლის შამ­პუ­ნი (ი­ყი­დე­ბა ზო­ო­მა­ღა­ზი­ებ­ში), და­ნა­ყო­ფე­ბი­ა­ნი ტოლ­ჩა და სა­თა­ნა­დო ზო­მის აბა­ზა­ნა, რო­მელ­შიც ძაღ­ლის და­ბა­ნა გა­რე­თაც იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მო­ე­რი­დეთ სა­ო­ჯა­ხო აბა­ზა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას, რად­გან ეს არა­ჰი­გი­ე­ნუ­რი­ა; გარ­და ამი­სა, ძაღ­ლმა შე­იძ­ლე­ბა ბრჭყა­ლე­ბი­თაც ად­ვი­ლად და­კაწ­როს და გა­მო­უს­წო­რებ­ლად და­ა­ზი­ა­ნოს იქა­უ­რო­ბა. შე­არ­ჩი­ეთ თბი­ლი დღე, გა­ავ­სეთ აბა­ზა­ნა გრი­ლი წყლით 5-7.5 სმ-ზე და ძაღ­ლი ჩას­ვით.

ბა­ნა­ო­ბა და გაშ­რო­ბა

ძაღ­ლი წყალ­ში ჩაწ­ვე­ბა თუ არა, მო­დუნ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ წყა­ლი არ არის ძა­ლი­ა­ნ ღრმა. ნე­ლა და­ას­ხით წყა­ლი ბეწ­ვზე, და­იწყ­ეთ სხე­უ­ლის გვერ­დე­ბი­დან, ადით ზურ­გზე. შემ­დეგ და­ას­ხით და აა­ქა­ფეთ შამ­პუ­ნი. ბო­ლოს თა­ვი და­უს­ვე­ლეთ და ყუ­რადღ­ე­ბით იყა­ვით, შამ­პუ­ნი თვა­ლებ­ში არ ჩა­უ­ვი­დეს. შემ­დეგ ბეწ­ვზე გა­და­ავ­ლეთ წყა­ლი და შორს და­დე­ქით, რად­გან ძაღ­ლი ენერ­გი­უ­ლად და­იწყ­ებს ბეწ­ვის გა­ბერ­ტყვას და წყლის წვე­თე­ბით გაგ­წუ­წავთ. ამის შემ­დეგ უკ­ვე შე­გიძ­ლი­ათ გა­ამ­შრა­ლოთ სუფ­თა პირ­სა­ხო­ცით.

ავად­მყო­ფო­ბის ნი­შა­ნი

ზოგ­ჯერ ძაღ­ლი ტანს ძლივს მი­ათ­რევს. მი­წა­ზე ან სახ­ლში ხა­ლი­ჩა­ზე მოძ­რა­ობს ძალ­ზე ნე­ლა და მი­ი­წევს წი­ნა ფე­ხე­ბით, უკა­ნა კი აწე­უ­ლი აქვს. ასე­თი ქცე­ვა ანა­ლუ­რი ჯირ­კვლე­ბის სა­დი­ნა­რე­ბის დახ­შო­ბის ნი­შა­ნი­ა, რაც მტკივ­ნე­უ­ლი და გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი­ა. ამა­ვე მი­ზე­ზით ძაღ­ლი ხში­რად იკ­ბენს კუდ­ქვე­შა არეს. ამ ჯირ­კვლე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ა, ძაღ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­ნი მის­ცეს ფე­კა­ლურ მა­სებს. ვე­ტე­რი­ნა­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­ვი­ლად შეძ­ლებს მა­თი სა­დი­ნა­რე­ბის გაწ­მენ­დას.

ჯო­ხე­ბით სა­უ­ბა­რი

ადა­მი­ა­ნე­ბი ზოგ­ჯერ ხე­ებ­ზე ტო­ვე­ბენ თა­ვი­ანთ ნი­შანს – ამოჭ­რილ ინი­ცი­ა­ლებს, ძაღ­ლე­ბი კი ამ მიზ­ნით დაღ­რღნილ ჯო­ხებს იყე­ნე­ბენ – ინ­სტინ­ქტუ­რად დას­ტა­ცე­ბენ პირს, გარ­კვე­ულ მან­ძილ­ზე წა­ი­ღე­ბენ, მე­რე გა­ჩერ­დე­ბი­ან და ღრღნას და­უწყ­ე­ბენ, შემ­დეგ კი და­აგ­დე­ბენ. გზის გა­ყო­ლე­ბა­ზე დაგ­დე­ბუ­ლი დაღ­რღნი­ლი ჯო­ხე­ბის დაყ­რით ისი­ნი იზი­და­ვენ იმა­ვე გზა­ზე გამ­ვლელ სხვა ძაღ­ლებს _ ჯოხ­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლი სუ­ნი მათ­თვის აშ­კა­რა (ა­და­მი­ა­ნე­ბის­თვის კი ამო­უც­ნო­ბი!) ნი­შა­ნი­ა. ზო­გი­ერთ ძაღლს სე­ირ­ნო­ბის დროს ჯო­ხე­ბი შე­და­რე­ბით დიდ მან­ძილ­ზე გა­და­აქვს, სახ­ლშიც კი მი­აქვს; ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ერ­თი დაღ­რღნი­ლი ჯო­ხი გა­და­აგ­დოს, შემ­დეგ აი­ღოს მე­ო­რე და ა.შ.

საცხ­ოვ­რებ­ლის მიგ­ნე­ბა

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე შთამ­ბეჭ­და­ვი ამ­ბა­ვი და­კარ­გულ ძაღ­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც სახლს ისევ მო­აგ­ნეს. ზო­გი­ერ­თი ამ­ბა­ვი ძვე­ლი რო­მის ეპო­ქი­და­ნაც კი მო­დის. თუმ­ცა ძაღლს ეს, რო­გორც წე­სი, კა­ტა­ზე ცუ­დად გა­მოს­დის. ის ასეთ შემ­თხვე­ვა­ში იყე­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბულ უნარს – ამით ჰგავს ხრო­ვას ჩა­მო­შო­რე­ბულ მგელს, რო­მე­ლიც თა­ნა­მოძ­მე­ებ­თან მი­სას­ვლელ გზას და­ე­ძებს. თუ მოხ­და და ჩვე­უ­ლი მარ­შრუ­ტით სე­ირ­ნო­ბის დროს თქვე­ნი ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბა­რი ჩა­მოგ­შორ­დათ, ის შეძ­ლებს არა მხო­ლოდ თა­ვი­სი, არა­მედ თქვე­ნი სუ­ნის (ო­ღონდ არა ძლი­ე­რი წვი­მის დროს) აღე­ბას, ის ცნობს გა­რე­მოს და ზოგ­ჯერ გარ­კვე­უ­ლი მან­ძი­ლით და­შო­რე­ბუ­ლი პატ­რო­ნის სი­ა­რუ­ლის ხმაც კი ეს­მის, ამ­გვა­რად იგი ად­გენს თქვენს ად­გილ­სამ­ყო­ფელს.

ჯო­ხის ღრღნა

ლეკ­ვე­ბი, მაგ­ალი­თად ეს ბიგ­ლი, ხში­რად ღრღნი­ან ჯო­ხებს. ამით იყუ­ჩე­ბენ სარ­ძე­ვე კბი­ლე­ბის მოც­ვლი­თა და ახა­ლი კბი­ლე­ბის ამოს­ვლით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს.


ფრთხილად!
ძაღლს სუ­ნი მხო­ლოდ ბეწ­ვზე არ უდის. მი­სი პი­რი­დან ამო­სუ­ლი მოტ­კბო, მსუ­ყე სუ­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, შაქ­რი­ან დი­ა­ბეტ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.
babachua
თითქმის არაფერი არ გირჩევია.უაზრო სტატიაა!
liza
თვეში ერთხელაც არაფერი დაშავდება თუ აბანავებთ. გამოწერა შეგიძლიათ უცრომლო შამპუნების. http://www.amazon.com/s/?ie=UTF8&keywords=paul+mitchell+pet+products&tag=googhydr-20&index=aps&hvadid=35010244644&hvpos=1t1&hvexid=&hvnetw=g&hvrand=5318134184780754807&hvpone=&hvptwo=&hvqmt=b&hvdev=c&ref=pd_sl_2ifj4wv47h_b ეს ყველაზე კარგი ძაღლის მოვლის საშუალებებია. მე ჩემ აბაზანაში ვაბანავებ, შემდეგ ქლორაქსით მორეცხავთ და ეგაა. იმაზე არაჰიგიენური ნამდვილად არაა როგორც საერთო აუზები და სასტუმროს აბაზანები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?