რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ლეკვი სახლში ყველაფერს ღრღნის და ღეჭავს
რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ლეკვი სახლში ყველაფერს ღრღნის და ღეჭავს
ლეკ­ვებს ღეჭ­ვა-­ღრღნის და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლი აქვთ, რაც ნა­წი­ლობ­რივ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კბი­ლე­ბის ამოს­ვლას­თან . მაგ­რამ ეს თვი­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა სახ­ლში ჩხუ­ბის მი­ზე­ზად იქ­ცეს, თუ ლეკ­ვე­ბი ტან­საც­მელს ან სხვა ნივ­თებს გა­ა­ფუ­ჭე­ბენ. ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად არ­სე­ბობს ერ­თა­დერ­თი გზა _ ნივ­თე­ბის შე­ნახ­ვა ისე, რომ ლეკ­ვებ­მა კბი­ლი არ წა­ავ­ლონ.


ძაღ­ლის სა­ღე­ჭი
ლეკ­ვის კბი­ლე­ბის­გან ფა­სე­უ­ლი ნივ­თე­ბის დაც­ვის სა­უ­კე­თე­სო გზაა შე­სა­ფე­რი­სი სა­მა­გი­ე­რო ნივ­თე­ბით მი­სი მო­მა­რა­გე­ბა. წარ­სულ­ში ძაღ­ლის სა­ღე­ჭად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და მსხვილ­ფე­ხა პი­რუტყ­ვის ძვლე­ბი, მაგ­რამ ახ­ლა ზო­ო­მა­ღა­ზი­ებ­ში უფ­რო ჰი­გი­ე­ნუ­რი (რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად იზი­დავს ბუ­ზებს) ნივ­თე­ბის შერ­ჩე­ვა შე­იძ­ლე­ბა. ლეკ­ვებ­მა იცი­ან რო­გორც სა­თა­მა­შო­ე­ბის, ისე სა­ღე­ჭი ნივ­თე­ბის
ამო­ჩე­მე­ბა, ამი­ტომ ეს თა­ვი­დან­ვე გა­არ­კვი­ეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, სა­ღე­ჭი ნივ­თი ისე­თი ზო­მის იყოს, რომ ლეკვს შე­ეძ­ლოს მი­სი
აღე­ბა და აქეთ­-ი­ქით ად­ვი­ლად ტა­რე­ბა. არ­სე­ბობს რო­გორც დრო­ე­ბი­თი (მოქ­ნი­ლი ტყა­ვის), ისე მუდ­მი­ვი (კა­უ­ჩუ­კის) სა­ღე­ჭი ნივ­თე­ბი.

სა­ერ­თო სა­ღე­ჭი
ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რის ორი­ვე ლეკ­ვი ერ­თ ნივთს ღე­ჭავს.

სა­ღე­ჭი ნივ­თე­ბის შე­სა­ხებ
ლეკ­ვი უნ­და მიხ­ვდეს, რომ სა­ღე­ჭი ნივ­თი მი­სი სა­კუთ­რე­ბაა და შე­უძ­ლია მი­სი სა­თა­მა­შოდ გა­მო­ყე­ნე­ბა. ჯერ ლეკვს თქვენ­თან მო­უხ­მეთ და მი­ე­ცით სა­ღე­ჭი, მოქ­ნი­ლი ტყა­ვის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი, ნივ­თი და­საყ­ნო­სად, რად­გან ძაღლს უფ­რო სუ­ნი აინ­ტე­რე­სებს. შემ­დეგ იქ­ვე ია­ტაკ­ზე გა­და­უგ­დეთ და უბ­რძა­ნეთ, გა­ე­დევ­ნოს. შე­გიძ­ლი­ათ და­სა­ღე­ჭად მის­ცეთ გა­და­სა­წე­ვი ბა­გი­რიც, რად­გან ლეკ­ვის­თვის ის იგი­ვე სა­თა­მა­შო­ა. ასე­ვე სა­თა­მა­შოდ გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­ღე­ჭი ნივ­თი, რო­მელ­საც შორს გა­და­მა­ლავთ, ძაღ­ლი კი ყნოს­ვით მი­აგ­ნებს და უკან მო­გი­ტანთ.

Zooclub

მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ
ლეკ­ვე­ბი და­სა­ღე­ჭად ისა­კუთ­რე­ბენ რო­გორც სა­თა­მა­შო­ებს, ისე სხვა­დას­ხვა ნივ­თებსაც. მზად იყა­ვით მათ წა­სარ­თმე­ვად! და­უბ­რუ­ნეთ მა­შინ, რო­დე­საც, თქვე­ნი აზ­რით, ამის სა­შიშ­რო­ე­ბა აღარ არ­სე­ბობს.


კბი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი
ლეკ­ვე­ბი კარ­გად ვერ ღე­ჭა­ვენ და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი თვის ასა­კამ­დე, რად­გან სარ­ძე­ვე კბი­ლე­ბი ეც­ვლე­ბათ მუდ­მი­ვი კბი­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე ექ­ნე­ბათ. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ბავ­შვებ­ში, ლეკ­ვებ­შიც კბი­ლე­ბის ამოს­ვლის პრო­ცე­სი მტკივ­ნე­უ­ლია და მის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად ისი­ნი ყვე­ლა­ფერს ღე­ჭა­ვენ. ეცა­დეთ, ამ დრო­ის­თვის სახ­ლის თით­ქმის ყვე­ლა კუთხ­ე­ში, მა­გა­ლი­თად ძაღ­ლის სა­წოლ­ში, იყოს სა­ღე­ჭი ნივ­თე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ლეკ­ვი თქვენ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბის ღეჭ­ვას და­იწყ­ებს.
ძაღლს აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მკვე­თი კბი­ლე­ბი: პირ­ვე­ლი ძი­რი­თა­დი კბი­ლე­ბი ქვე­და ყბა­ზე და უკა­ნას­კნე­ლი მცი­რე ძი­რი­თა­დი კბი­ლე­ბი ზე­და ყბა­ზე. ისი­ნი გან­კუთ­ვნი­ლია ხორ­ცის და­სა­ქუც­მა­ცებ­ლად და ძალ­ზე ბას­რიც არის.

ფეხ­საც­მლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი
ძაღ­ლებს მოს­წონთ ფეხ­საც­მლის ღეჭ­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ტყა­ვის­გან არის შე­კე­რი­ლი. ფეხ­საც­მე­ლი ამ­შვი­დებს კი­დეც, რად­გან მას პატ­რო­ნის სუ­ნი აქვს; ლეკ­ვი ამას გრძნობს მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ეს ჩვენ­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი­ა. ძაღ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფეხ­საც­მლის ღეჭ­ვის სტა­დი­ას კბი­ლე­ბის ამოს­ვლის დროს გა­დის (იხ. ზე­მოთ), მაგ­რამ ზო­გი­ერთ მათ­განს ეს მიდ­რე­კი­ლე­ბა ახა­ლი კბი­ლე­ბის ამოს­ვლის შემ­დე­გაც აქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ამ უსი­ა­მოვ­ნო (თა­ნაც ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი) ჩვე­ვის აღ­მოფ­ხვრის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ფეხ­საც­მლის შე­ნახ­ვა ძაღ­ლის­გან მო­შო­რე­ბით.

პი­რის ჩავ­ლე­ბა

ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რის ეს ლეკ­ვი გვიჩ­ვე­ნებს, რომ და­სა­ღე­ჭი საგ­ნე­ბის და­სა­ჭე­რად ძაღ­ლე­ბი თა­თებს ხე­ლე­ბი­ვით იყე­ნე­ბენ. გახ­სოვ­დეთ _ ელექ­ტრო­სა­დე­ნე­ბი გა­მორ­თეთ, და რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, და­მა­ლეთ, რომ ლეკ­ვმა არ დაღ­რღნას, რაც ძალ­ზე სა­ხი­ფა­თო­ა.

ღეჭ­ვის პო­ზა

საგ­ნე­ბის ღეჭ­ვის დროს ძაღ­ლე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, გულ­მკერ­დზე წვე­ბი­ან.




ძაღ­ლის რა ბრა­ლი­ა...

უაზ­რო­ბაა ლეკ­ვზე გაბ­რა­ზე­ბა, რო­მელ­მაც ფეხ­საც­მე­ლი მო­ი­პა­რა. ასეთ ნივ­თებს მათ­თვის მი­უწ­ვდო­მელ ად­გი­ლას უნ­და ინა­ხავ­დეთ.

რჩევა
სა­ღე­ჭი ნივ­თე­ბი ძაღ­ლის კბი­ლებს ნა­დე­ბი ქვე­ბის წარ­მოქ­მნის­გან და­ი­ცავს.

ფრთხილად!
და­უ­შა­ლეთ ლეკვს მოქ­ნი­ლი ტყა­ვის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ბევ­რი ღეჭ­ვა, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვიოს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის დარ­ღვე­ვე­ბი.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?