როგორი სათამაშოები სჭირდება ლეკვს
როგორი სათამაშოები სჭირდება ლეკვს
ლეკ­ვი იშ­ვი­ა­თად გა­მო­ტო­ვებს თა­მა­შის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ისიც მხო­ლოდ მა­შინ, თუ ავად არის. ან­ცო­ბამ შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად გა­ი­ტა­ცოს , რომ დაღ­ლილს პირ­და­პირ შუა თა­მა­შის დროს ჩა­ე­ძი­ნოს. ლეკ­ვე­ბი იყე­ნე­ბენ ნე­ბის­მი­ერ სა­თა­მა­შოს, რო­მელ­საც მის­ცემთ ან თა­ვად იპო­ვი­ან _ ასე რომ, და­აკ­ვირ­დით, რა ნივ­თებს ყრით ძირს!

სა­თა­მა­შო­ე­ბის შერ­ჩე­ვა
ჩვენს დრო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­თა­მა­შო­ე­ბის არ­ჩე­ვა­ნი გა­მუდ­მე­ბით ფარ­თოვ­დე­ბა; ზო­გი­ერ­თი სა­თა­მა­შოს სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ლეკ­ვის გო­ნი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა, ფი­ზი­კუ­რი გა­ვარ­ჯი­შე­ბა და სხვ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ძაღ­ლის სა­თა­მა­შო­ე­ბი სა­ი­მე­დოდ გა­კე­თე­ბუ­ლი უნ­და იყოს, გან­სა­კუთ­რე­ბით ლეკ­ვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მათ სა­ღეჭ ნივ­თე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ და აფუ­ჭე­ბენ. სა­თა­მა­შოს ზო­მა ისე­თი
უნ­და იყოს, რომ ლეკვს თა­მა­ში შე­ეძ­ლოს.

ბურ­თით თა­მა­ში

ეს მოპ­სის ლეკ­ვი მიშ­ტე­რე­ბია მის წინ დაგ­დე­ბულ
სა­თა­მა­შო ბურთს, რომ­ლის აღე­ბაც თა­ვი­სი ფარ­თო დრუნ­ჩით თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ა. ბურ­თის გა­გო­რე­ბას ფე­ხე­ბი­თაც ახერ­ხებს.

სა­თა­მა­შო ად­გი­ლის გა­მო­ნახ­ვა
ლეკ­ვე­ბის­თვის სა­თა­მა­შო­ე­ბის არ­ჩე­ვი­სას უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ად­გი­ლიც, სა­დაც ისი­ნი ითა­მა­შე­ბენ. მა­გა­ლი­თად, სას­რო­ლი დის­კო ად­ვი­ლად და­ი­კარ­გე­ბა, თუ ეზოს მე­სერს იქით გა­და­ვარ­და. ლეკ­ვე­ბი ბუ­ნე­ბით გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი არი­ან და შე­უძ­ლი­ათ თა­ვად გა­მო­ი­გო­ნონ თა­მა­ში, მა­გა­ლი­თად, აგო­რა­ონ ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ვაშ­ლე­ბი, რო­გორც ერ­თჯე­რა­დი ბურ­თე­ბი. ამ სა­კითხ­ში თავს იჩენს ცალ­კე­უ­ლი ლეკ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა. მის მი­ერ მო­გო­ნი­ლი თა­მა­ში, მა­გა­ლი­თად, ბურ­თის ბორ­ცვი­დან ჩა­მო­გო­რე­ბა და მი­სი გა­მო­დევ­ნე­ბა, ზრდას­რულ ასაკ­შიც არ ავიწყ­დე­ბა, რად­გან კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს. მო­მა­ვალ წელს, რო­გორც კი ხი­დან ჩა­მოც­ვე­ნილ ვაშ­ლებს და­ი­ნა­ხავს, ისევ და­უწყ­ებს თა­მაშს.

Zooclub

ლეკ­ვე­ბი და ბავ­შვე­ბი

ზო­გი­ერ­თი ლეკ­ვი გან­სა­კუთ­რე­ბით ათ­ლე­ტუ­რია _ შე­უძ­ლია აქეთ­-ი­ქით ხტუნ­ვა და სირ­ბი­ლი. ერ­თ-ერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ლეკ­ვე­ბი და ბავ­შვე­ბი ასე კარ­გად ეწყ­ო­ბი­ან ერ­თმა­ნეთს (თუმ­ცა, ყო­ველ­თვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბათ) არის ის, რომ ორი­ვე, რო­გორც წე­სი, მო­უს­ვე­ნა­რი და თა­მა­შის მოყ­ვა­რუ­ლი­ა. ლეკ­ვის­თვის სულერ­თი­ა, სა­თა­მა­შო­ე­ბი ვი­სია – თა­ვი­სი თუ ბავ­შვე­ბის. თუ ბავ­შვის ფეხ­ბურ­თის ბურ­თით და­იწყ­ებს თა­მაშს, ბო­ლოს წვე­ტი­ა­ნი კბი­ლე­ბით დახ­ვრეტს კი­დეც. ძაღ­ლის სა­თა­მა­შო­ე­ბი გა­ცი­ლე­ბით გამ­ძლე­ა.

წო­ნას­წო­რო­ბის დაც­ვა

ეს ახალ­გაზ­რდა ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რი თა­მა­შის დროს წო­ნას­წო­რო­ბის და­სა­ცა­ვად კუდს იყე­ნებს.

თა­მა­შის უპი­რა­ტე­სო­ბა
თუ რე­გუ­ლა­რუ­ლად ეთა­მა­შე­ბით ლეკვს, გაწ­ვრთნა გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ. რამ­დე­ნი­მე ელე­მენ­ტის შეს­წავ­ლა და ათ­ვი­სე­ბა თა­მა­შის დრო­საც შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, და­ძა­ხე­ბა­ზე პატ­რონ­თან მის­ვლა (ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა). ასე­ვე ძალ­ზე ად­ვი­ლი­ა, ას­წავ­ლოთ ბრძა­ნე­ბის `და­აგ­დე~ (იხ. გვ. 33) შეს­რუ­ლე­ბა. თუ ერთ ლეკ­ვზე მე­ტი გყავთ, უპ­რი­ა­ნი­ა, ცალ­-ცალ­კე ეთა­მა­შოთ, რად­გან უფ­რო ბე­ჯი­თად იმუ­შა­ვე­ბენ და ყუ­რადღ­ე­ბა არ გა­ე­ფან­ტე­ბათ.

საპ­ნის ბუშ­ტე­ბის დევ­ნა
ეს საპ­ნის ბუშ­ტი ბურთს ჰგავს, ამი­ტო­მაც ახ­ტა ლეკ­ვი მის და­სა­ჭე­რად. ამ დროს ფრთხი­ლად იყა­ვით, თუ ბუშ­ტი თვა­ლებ­თან ახ­ლოს გას­კდა, ძაღლს ტკი­ვილს მი­ა­ყე­ნებს.

ბუ­ნე­ბით ცელ­ქი

ლეკ­ვმა მხრე­ბი გა­შა­ლა, წი­ნა ფე­ხე­ბი გა­მოს­წია და სა­თა­მა­შოდ გა­მოწვე­ვის პო­ზა მი­ი­ღო. მი­სი სხე­უ­ლის ენის თა­ნახ­მად, მას თა­მა­ში უნ­და.


რჩევა
ფრთხი­ლად იყა­ვით პარ­კებ­ში, რად­გან ლეკ­ვი შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვე­ბის­კენ გა­იქ­ცეს მათ­თან ერ­თად სა­თა­მა­შოდ. თუ ასე მოხ­და, იზ­რუ­ნეთ, რომ ბავ­შვე­ბი ლეკვს ფრთხი­ლად მო­ექ­ცნენ და არ გა­აბ­რა­ზონ.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?