ლეკვების ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­როს ძაღ­ლებ­თან
ლეკვების ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­როს ძაღ­ლებ­თან
მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რა მოთ­მი­ნე­ბას გა­მო­ი­ჩენს უფ­რო­სი ძაღ­ლი მო­უს­ვე­ნარ ლეკ­ვთან შეხ­ვედ­რი­სას . მაგ­რამ, სა­ნამ ერ­თმა­ნეთს გა­იც­ნო­ბენ, ლეკ­ვი ჯერ უნ­და შე­ე­გუ­ოს სახლს, სა­დაც უკ­ვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია უფ­რო­სი ძაღ­ლი.

ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა
ბევრ უფ­როს ძაღლს მოს­წონს ლეკ­ვე­ბი და მათ მი­მართ შე­სამ­ჩნე­ვად კარ­გად გან­წყო­ბი­ლია (მა­ში­ნაც კი, თუ პირ­ვე­ლად შეხ­ვდა) და თით­ქმის არას­დროს რე­ა­გი­რებს აგ­რე­სი­უ­ლად, რო­გორც ზოგ­ჯერ თა­ვის თა­ნა­ტოლ ძაღლს ექ­ცე­ვა. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ლეკ­ვი მის­თვის საფ­რთხეს სა­ერ­თოდ არ წარ­მო­ად­გენს.
მარ­თა­ლი­ა, თა­ვად უფ­რო­სი ინ­დი­ვი­დი პა­ტა­რებს სა­თა­მა­შოდ არ იწ­ვევს, მაგ­რამ თუ ეს ლეკვს სურს, ძაღ­ლი სა­თა­ნა­დო პო­ზას მი­ი­ღებს ან აქეთ­-ი­ქით და­უწყ­ებს
დევ­ნას, თა­მაშ­ში აჰ­ყვება კი­დეც – მა­გა­ლი­თად, სა­თა­მა­შოს მოს­ტა­ცებს და აი­ძუ­ლებს გა­მო­უდ­გეს.

ახა­ლი ლეკ­ვის მოყ­ვა­ნა
თუ
გა­დაწყ­ვი­ტეთ, რომ ერ­თის მა­გი­ერ ორი ძაღ­ლი იყო­ლი­ოთ, გა­ცი­ლე­ბით იო­ლი­ა­ ლეკ­ვის შერ­ჩე­ვა უფ­რო­სი ძაღ­ლის გვერ­დით საცხ­ოვ­რებ­ლად, ვიდ­რე უფ­რო­სი ძაღ­ლის მოყ­ვა­ნა სახ­ლში ბი­ნა­დარ ლეკ­ვთან. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში რა­ი­მე სე­რიო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტის სა­შიშ­რო­ე­ბა გა­მო­ი­რიცხ­ე­ბა, რად­გან ორი­ვე ინ­დი­ვი­დის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­კვე­უ­ლია _ უფ­რო­სი ძაღ­ლი დო­მი­ნან­ტი­ა.
ძაღ­ლის სქე­სი არ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ჯი­შის ხვა­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლებად მე­გობ­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ვიდ­რე ძუ­ე­ბი. ეს, რო­გორც წე­სი, ეხე­ბა დიდ და შე­და­რე­ბით ავ ჯი­შებს, მა­გა­ლი­თად დო­ბერ­მანს. ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ძაღ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ტემ­პე­რა­მენ­ტზე. სა­­ხ­ლში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი უფ­რო­სი ინ­დი­ვი­დი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ი­ღებს უმ­ცროსს, თუ ისი­ნი მა­ნამ­დე, მა­გა­ლი­თად სე­ირ­ნო­ბის დროს, ერ­თმა­ნეთს რე­გუ­ლა­რუ­ლად ხვდე­ბოდ­ნენ, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში თავს შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლად არ იგ­რძნობს სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ლეკ­ვის შე­მა­ტე­ბა ხში­რად ახა­ლი­სებს უფ­როს ძაღლს, ის უფ­რო მკვირ­ცხლი და თა­მა­შის მოყ­ვა­რუ­ლი ხდე­ბა. მაგ­რამ რო­ცა ლეკ­ვი თავს მო­ა­ბეზ­რებს უფ­როს ამ­ხა­ნაგს, მზად იყა­ვით მათ გა­სა­შო­რებ­ლად.

უფ­რო­სის პა­ტი­ვის­ცე­მა
ეს ახალ­გაზ­რდა ბიგ­ლი ცდი­ლობს, ზრდას­რუ­ლი ლერ­ჩე­რის დრუნჩს შეს­წვდეს, რი­თაც თა­ვის უფ­როს ამ­ხა­ნაგს არ­წმუ­ნებს, რომ მის­თვის საფ­რთხეს არ წარ­მო­ად­გენს.

დამ­რი­გებ­ლო­ბა
თუ მხო­ლოდ ლეკ­ვი გყავთ, უპ­რი­ა­ნი­ა, გა­რეთ უფ­რო­სი ძაღ­ლის თან­ხლე­ბით ია­როს. შე­ე­ცა­დეთ, და­არ­წმუ­ნოთ უფ­რო­სი ძაღ­ლის პატ­რო­ნი, თქვენ­თან ერ­თად ისე­ირ­ნოს. ეს და­ამ­შვი­დებს ლეკვს, რო­მე­ლიც ბევრს ის­წავ­ლის უფ­რო­სი ამ­ხა­ნა­გის­გან. მგლის ლეკ­ვე­ბიც ასე დაჰ­ყვე­ბი­ან ხრო­ვას და ხრო­ვის უფ­რო­სი წევ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას ეუფ­ლე­ბი­ან. თა­ნაც თუ მე­გობ­რის ძაღ­ლი კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი­ა, მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა თქვენს ძაღლს შე­იძ­ლე­ბა წვრთნის ელე­მენ­ტე­ბის შეთ­ვი­სე­ბა­ში და­ეხ­მა­როს.
სულ უფ­რო მკვიდ­რდე­ბა აზ­რი, რომ ძაღ­ლე­ბი უკეთ სწავ­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი დაკ­ვირ­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ვიდ­რე უშუ­ა­ლო ბრძა­ნე­ბე­ბით, რად­გან და­ნახ­ვით უფ­რო ზუს­ტად ხვდე­ბი­ან, რა უნ­და გა­ა­კე­თონ. რამ­დე­ნა­დაც უფ­რო­სია ძაღ­ლი, იმ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა მის­თვის ახალ­გაზ­რდა ამ­ხა­ნა­გის ყო­ლა. ძაღ­ლე­ბი, რო­გორც წე­სი, უფ­რო ხა­ლი­სით ვარ­ჯი­შო­ბენ სხვა ძაღ­ლთან ერ­თად.

მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა
ეს ბე­ბე­რი გერ­მა­ნუ­ლი მეცხ­ვა­რის ძაღ­ლი მო­დუ­ნე­ბუ­ლია და დი­დად არ აწუ­ხებს მის გვერ­დით მყო­ფი ლეკ­ვის ან­ცო­ბა.

მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი
კა­ტის მი­მართ უფ­რო­სი ძაღ­ლის მოთ­მი­ნე­ბას ახალი ბი­ნა­და­რიც მიჰ­ბა­ძავს. ნაც­ვლად იმი­სა, რომ დაფ­რთხეს და შე­შინ­დეს, და­დე­ბი­თად გა­ნეწყ­ო­ბა მის­და­მი – მა­ში­ნაც კი, თუ აქამ­დე არა­სო­დეს უნა­ხავს.

კავ­ში­რის შექ­მნა
გერ­მა­ნუ­ლი მეცხ­ვა­რის ძაღ­ლის ლეკ­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვის უფ­როს ამ­ხა­ნაგს უვ­ლის, ან ცდი­ლობს, საკ­ვე­ბი დას­ტყუ­ოს, რის­თვი­საც ტუ­ჩებს ულო­კავს და ყნო­სავს – ამით საჭ­მლის ამონ­თხე­ვას სთხოვს.


რჩე­ვა
თუ შინ სი­ტუ­ა­ცია მო­საწყ­ე­ნად გეჩ­ვე­ნე­ბათ, ახა­ლი ოთხ­ფე­ხა მე­გობ­რის მოყ­ვა­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ _ ორი­ვე ძაღ­ლი ერ­თად გა­გა­ხა­ლი­სებთ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?