როგორ დავამშვიდოთ ლეკვი
როგორ დავამშვიდოთ ლეკვი
ლეკ­ვს, რო­მე­ლიც მოხ­ვდა უც­ნობ გა­რე­მო­ში _ შორს იქი­დან, სა­დაც გა­ი­ზარ­და, სამ­ყა­რო პირ­ქუ­ში და სა­ში­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოს . მის­თვის ახ­ლა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნად­გო­მა. ასე თავს მყუდ­როდ იგ­რძნობს და შფოთ­ვაც მთე­ლი სი­ცოცხ­ლე აღარ გაჰ­ყვე­ბა.


ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წვრთნა
ზო­გი­ერ­თი ჯი­ში, მა­გა­ლი­თად იტა­ლი­უ­რი გრეი­­ჰა­უნ­დი, რო­გორც წე­სი, უფ­რო ემო­ცი­უ­რია და მე­ტად ღე­ლავს, რა­საც მი­სი სხე­უ­ლის ენაც ადას­ტუ­რებს. ისი­ნი სხვა ძაღ­ლებ­თან შე­და­რე­ბით უფ­რო მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან. ეს უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ წვრთნის დროს და მო­ე­რი­დოთ და­ტუქ­სვას. ძაღ­ლებს სჭირ­დე­ბათ მკა­ფიო მი­თი­თე­ბე­ბი – ნუ და­აბ­ნევთ მათ, რად­გან ამით და­მა­ტე­ბით გა­ა­ნერ­ვი­უ­ლებთ. თუ ლეკ­ვი მა­ნამ­დეც
გა­გიწ­ვრთნი­ათ, მა­ინც უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი­ა. ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სის­წრა­ფით იმახ­სოვ­რე­ბენ მითითებებს – ერ­თი
ჯი­შის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც კი. ნუ იქ­ნე­ბით მო­უთ­მე­ნე­ლი, თუ თქვე­ნი ახა­ლი მე­გო­ბა­რი ისე სწრა­ფად ვერ ით­ვი­სებს, რო­გორც მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი. ძაღ­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად სწავ­ლო­ბენ ნე­ლა და თან­და­თა­ნო­ბით, მა­თი წინ­სვლა უფ­რო ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რი­ა!

სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­დი
ამ ტაქ­სას პო­ზა მი­ა­ნიშ­ნებს, რომ წუხს: მო­კუ­ზუ­ლი და თავ­დახ­რი­ლი­ა. მას გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე და მოძ­რა­ვი ყუ­რე­ბი არა აქვს, ამი­ტომ მხო­ლოდ მა­თი მდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით ძაღ­ლის გან­წყო­ბის შე­ფა­სე­ბა ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა.

თვალ­თმაქ­ცო­ბა
მარ­თა­ლია, მოწყ­ე­ნილ ძაღლს თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ფრთხი­ლად იყა­ვით, რომ შემ­თხვე­ვით თვალ­თმაქ­ცო­ბას არ და­აჩ­ვი­ოთ. ძაღ­ლმა შე­იძ­ლე­ბა თა­ვი მოწყ­ე­ნი­ლად მო­გაჩ­ვე­ნოთ, რად­გან იცის, რომ მო­ე­ფე­რე­ბით.

თვა­ლის თეთ­რი გარ­სი
ლეკ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დარდს თვა­ლე­ბით გა­მო­ხა­ტავს. ეს ლეკ­ვი ისე შე­წუ­ხე­ბუ­ლი შეჰ­ყუ­რებს ვი­ღა­ცას, რომ თვა­ლის თეთ­რი გარ­სიც კი უჩანს.

ცრუ დარ­დი
ზო­გი­ერ­თი ძაღ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მას­ტი­ფის ჯგუ­ფის ინ­დივი­დე­ბი, მა­გა­ლი­თად ეს მოპ­სი, მუდ­მი­ვად დარ­დი­ა­ნი ჩანს შუბ­ლზე კა­ნის ღრმა ნა­ო­ჭე­ბის გა­მო.

ად­გილ­ზე გა­შე­შე­ბა
რო­დე­საც ლეკ­ვი ძალ­ზე დაბ­ნე­უ­ლი­ა, ში­შის­გან გაქ­ცე­ვას არ ცდი­ლობს, პი­რი­ქით, ერთ ად­გილ­ზე რჩე­ბა გა­შე­შე­ბუ­ლი.

სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შფოთ­ვა
ლეკ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ძალ­ზე სწრა­ფად ეგუ­ე­ბა ახალ გა­რე­მოს, მაგ­რამ ეს არ ით­ქმის სას­ტი­კი მოპყ­რო­ბის­გან გა­დარ­ჩე­ნილ ლეკ­ვზე. თუ ვინმე მი­უ­ახ­ლოვ­და, ვინც მას წინა პატრონს მოაგონებდა, ისინი ძალ­ზე აღელ­ვებულები და კუ­და­მო­ძუ­ე­ბუ­ლე­ბი უ­კან იხე­ვენ. ასე­თი ძაღ­ლე­ბის მიდ­რე­კი­ლე­ბა `სქე­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის­კენ~ სუ­ლაც არ არის უჩ­ვე­უ­ლო და და­ფუძ­ნე­ბუ­ლია წარ­სულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. ამის გა­მო მათ შე­იძ­ლე­ბა ვერ ივარ­გონ ოჯა­ხის ცხო­ვე­ლე­ბად. ასე­თი ინ­დი­ვი­დე­ბის გუ­ლის მო­გე­ბას მა­შინ შეძ­ლებთ, თუ მათ­თან მოთ­მი­ნე­ბი­თა და მონ­დო­მე­ბით იმუ­შა­ვებთ _ ალ­ბათ კი­ნო­ლოგ­თან ერ­თად _ ძი­რი­თა­დი სირ­თუ­ლე­ე­ბის და­სად­გე­ნად და აღ­მო­საფ­ხვრე­ლად.

უკი­დუ­რე­სი შფოთ­ვა
ძლი­ერ­მა მღელ­ვა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა აგ­რე­სი­ის აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რა­საც ძაღ­ლი, რო­გორც წე­სი, გაფ­რთხი­ლე­ბით იწყ­ებს – თან­და­თან უმა­ტებს ღრე­ნას, ბო­ლოს კი გა­ავ­დე­ბა. ეს სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად მოგ­ვარ­დეს, რად­გან აღ­გზნე­ბუ­ლი ძაღ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე შე­ეც­დე­ბა გა­რეთ გას­ვლას და გაქ­ცე­ვას. უკი­დუ­რე­სი მღელ­ვა­რე­ბი­სა და ში­შის დროს, ძაღ­ლმა შე­იძ­ლე­ბა ოთა­ხიც დას­ვა­როს ექ­სკრე­მენ­ტე­ბით.


რჩე­ვა
ფე­ი­ერ­ვერ­კით ან ელ­ვა-­ჭე­ქით გა­მოწ­ვე­უ­ლი გრგვინ­ვა და ნა­თე­ბა ძალ­ზე აშ­ფო­თებს ყვე­ლა ძაღლს, მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა. ძა­ლი­ან რომ არ შე­შინ­დნენ, ამ დროს ფარ­დე­ბი და­უშ­ვით.


ფრთხი­ლად!
ნუ და­გა­ვიწყ­დე­ბათ, რომ ძაღ­ლე­ბი ზოგ­ჯერ კან­კა­ლე­ბენ არა სი­ცი­ვის, არა­მედ ში­შის გა­მო.
Нана
карги икнебода, текстши нахсенеби суратебиц ром кофилико тан дартули.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?