ნერვიული ლეკვის ძალზე განსხვავებული ენა..
ნერვიული ლეკვის ძალზე განსხვავებული ენა..
ნერ­ვი­უ­ლი ლეკ­ვის სხე­უ­ლის ენა ძალ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი­ა. ჩვე­უ­ლებ­რივ გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ლეკ­ვის გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბა ბევრ რა­მეს შე­უძ­ლი­ა . თვა­ლი ადევ­ნეთ და და­ამ­შვი­დეთ, რომ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად დასძ­ლი­ოს ში­ში.

ღა­მის შფოთ­ვა
ლეკ­ვებს ახა­სი­ა­თებთ შფოთ­ვა, რო­დე­საც ოჯახს და­ა­შო­რე­ბენ. თა­ვი­დან, რო­ცა მის გვერ­დით ხართ, ის ნაკ­ლე­ბად ან სა­ერ­თოდ არ გა­მო­ავ­ლენს დათ­რგუნ­ვის ნიშ­ნებს. მაგ­რამ რო­დე­საც ლეკვს მარ­ტო და­ტო­ვებთ და და­სა­ძი­ნებ­ლად წახ­ვალთ, სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. ის მოჰ­ყვე­ბა გა­უ­თა­ვე­ბელ წკმუ­ტუნს, რი­თაც შე­ეც­დე­ბა მი­გახ­ვედ­როთ, რომ თავს მარ­ტო გრძნობს და ეძებს თა­ნაგ­რძნო­ბას. ამ­გვა­რი სი­ტუ­ა­ცია ერ­თა­დერ­თი­ა, სა­დაც ყვე­ლა­ზე გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ ყუ­რადღ­ე­ბას არ მი­აქ­ცევთ ლეკვს.
ბო­ლოს­ და­ ბო­ლოს ის დაწყ­ნარ­დე­ბა და დაწ­ვე­ბა. თუ გუ­ლი მო­გილ­ბე­ბათ და მის დამ­შვი­დე­ბას შე­ეც­დე­ბით, ეს
სცე­ნა ყო­ველ ღა­მეს გან­მე­ორ­დე­ბა _ ლეკ­ვმა უკ­ვე ის­წავ­ლა, რომ ასე­თი წკმუ­ტუ­ნით თქვენს ყუ­რადღ­ე­ბას იქ­ცევს. შე­იძ­ლე­ბა თქვენს სა­ძი­ნე­ბელ­ში დარ­ჩე­ნის უფ­ლე­ბა მის­ცეთ იმ იმე­დით, რომ ამით პრობ­ლე­მას დრო­ე­ბით მო­აგ­ვა­რებთ _ არ შეც­დეთ და ასე არ მო­იქ­ცეთ! მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის გა­სახ­ლე­ბას თით­ქმის ვე­ღარ შეძ­ლებთ, თა­ნაც ოთახ­ში შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდნენ რწყი­ლე­ბი, დაგ­ხვდეთ და­ხე­უ­ლი გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი და სა­კუ­თარ სა­წოლ­საც და­ემ­შვი­დო­ბოთ...

მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბის შეჩ­ვე­ვა
მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბას შე­უჩ­ვე­ველ­მა ლეკ­ვმა შე­იძ­ლე­ბა ნერ­ვი­უ­ლო­ბა და­იწყ­ოს ან გუ­ლის­რე­ვამ შე­ა­წუ­ხოს. ასე რომ არ მოხ­დეს, და­საწყ­ი­სის­თვის ცო­ტა ხნით რამ­დენ­ჯერ­მე გა­ა­სე­ირ­ნეთ ავ­ტო­მან­ქა­ნით.

ბე­ბე­რი ძაღ­ლე­ბის შფოთ­ვა
ბე­ბე­რი ძაღ­ლე­ბის შფოთ­ვა ხში­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია წარ­სუ­ლის ცუდ მო­გო­ნე­ბებ­თან. სას­ტი­კი მოპყ­რო­ბის­გან გა­დარ­ჩე­ნილ ძაღ­ლებს დი­დი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით მოპყ­რო­ბა სჭირ­დე­ბათ. ეს ძაღ­ლი აშ­კა­რად დაბ­ნე­უ­ლი­ა, ერ­თი ყუ­რი უკან აქვს გა­და­წე­უ­ლი და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით იყუ­რე­ბა.

ვე­ტე­რი­ნარ­თან ვი­ზი­ტი
ლეკ­ვე­ბი ხში­რად ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, მა­ში­ნაც კი, რო­ცა ამის აშ­კა­რა მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. ასე­თი ტი­პის ქცე­ვას ყვე­ლა­ზე ად­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­შინ წა­აწყ­დე­ბით, რო­დე­საც პირ­ვე­ლად წა­იყ­ვანთ ვე­ტე­რი­ნარ­თან. მგზავრობამ, ხმა­ურ­მა და სხვა ძაღ­ლე­ბის სუნ­მა, უც­ნობ ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რამ შე­იძ­ლე­ბა ლეკ­ვი და­აფ­რთხოს და დათ­რგუ­ნოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, დარ­წმუნ­დეს, რომ ცუ­დი არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა. ვე­ტე­რი­ნა­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას დრო სჭირ­დე­ბა, რომ ლეკ­ვი და­ამ­შვი­დოს, რა­თა შემ­დგომ­ში მას­თან მის­ვლი­ს აღარ შე­ე­შინ­დეს.

ტი­პუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი
შფოთ­ვის ნიშ­ნე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად მი­ზე­ზი­სა, ჩვე­უ­ლებ­რივ, ერ­თნა­ი­რი­ა. ძაღ­ლი, რო­გორც წე­სი, ჩა­მოჯ­დე­ბა, ყუ­რებს უკან გა­დას­წევს და ჩა­მოყ­რის, კუდს კი უკა­ნა ფე­ხებს შო­რის ამო­ი­დებს; ამა­სო­ბა­ში და­ჟი­ნე­ბით აკ­ვირ­დე­ბა თა­ვი­სი შეშ­ფო­თე­ბის მი­ზეზს. შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმუ­ლი საფ­რთხის­გან უკან­მო­უ­ხე­და­ვად გაქ­ცე­ვაც სცა­დოს. თუ თავს მომ­წყვდე­უ­ლად ან მი­ტო­ვე­ბუ­ლად იგ­რძნობს, ალ­ბათ წკმუ­ტუნ­საც და­იწყ­ებს.

უწყ­ი­ნა­რი ლეკ­ვი

ამ ლეკ­ვმა ტა­ნი და თა­ვი დაბ­ლა დას­წი­ა, რი­თაც ირ­გვლივ მყო­ფებს აჩ­ვე­ნებს, რომ საფ­რთხეს არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენს.

მე­გო­ბა­რი თუ მტე­რი?
ამ ნაჯ­ვარ ლეკვს აშ­კა­რად ანერ­ვი­უ­ლებს კა­ტის სი­ახ­ლო­ვე. რო­დე­საც შინ გაზ­რდი­ლი ლეკ­ვი ეზო­ში პირ­ვე­ლად გა­და­ეყ­რე­ბა კა­ტას, იბ­ნე­ვა და ვერ ხვდე­ბა – ეს ცხო­ვე­ლი სა­ში­შია თუ არა.

თვა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა

ეს ლეკ­ვი დაბ­ნე­უ­ლი უყუ­რებს მე­ო­რე ძაღლს, შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა თვა­ლე­ბი და­ხა­როს კი­დეც, რა­თა მიშ­ტე­რე­ბა მის­გან მუ­ქა­რად არ იქ­ნეს აღ­ქმუ­ლი.



ფრთხი­ლად!

გახ­სოვ­დეთ, სას­ტი­კი მოპყ­რო­ბის­გან გა­დარ­ჩე­ნილ ძაღ­ლებს წარ­სუ­ლი შე­იძ­ლე­ბა უცებ რა­ღა­ცამ შე­ახ­სე­ნოს, რაც მა­თი ძლი­ე­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?