ლეკ­ვე­ბის თა­მა­ში - ყველაზე საყვარელი სანახაობა
ლეკ­ვე­ბის თა­მა­ში - ყველაზე საყვარელი სანახაობა
ზრდას­თან ერ­თად ლეკ­ვებს ქცე­ვაც ეც­ვლე­ბათ. ისი­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სი­ცელ­ქი­თა და უდი­დე­სი ენერ­გი­ით . ხე­ლი შე­უწყვ­ეთ მათ თა­მაშს, რად­გან ის სწავ­ლის პრო­ცე­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი­ა, მაგ­რამ ამ დროს თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ ფა­რულ საფ­რთხე­ს.


სა­ხი­ფა­თო დრო
ლეკ­ვე­ბი ბუ­ნე­ბით ცელ­ქე­ბი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი არი­ან, უყ­ვართ ყვე­ლაფ­რის გა­სინ­ჯვა და შეს­წავ­ლა, რი­თაც ბევრ რა­მეს იგე­ბენ გა­რე­მომ­ცვე­ლი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ. თუმ­ცა მათ არ გა­აჩ­ნი­ათ ზრდას­რუ­ლი ძაღ­ლის ინ­სტინ­ქტუ­რი სიფ­რთხი­ლე, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა საფ­რთხე­ში აღ­მოჩ­ნდნენ. არ არის შემ­თხვე­ვი­თი, რომ ლეკ­ვებს გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად ჰკბე­ნენ გვე­ლე­ბი – ჩვე­უ­ლებ­რივ იმი­ტომ, რომ ისი­ნი ძალ­ზე ახ­ლოს მი­დი­ან ამ
ქვე­წარ­მა­ვალ­თან. ლეკ­ვებს ასე­ვე აქვთ საგ­ნე­ბის ღეჭ­ვი­სა და ყლაპ­ვის მიდ­რე­კი­ლე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი და­უ­ზი­ა­ნოს. ზო­გი­ერ­თი
ნივ­თის, მა­გა­ლი­თად მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი წინ­დე­ბის, გა­დაყ­ლაპ­ვი­სას შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ასე­ვე ყუ­რადღ­ე­ბით შე­არ­ჩი­ეთ სა­თა­მა­შო­ე­ბი: ძალ­ზე პა­ტა­რა სა­თა­მა­შო ლეკვს შე­იძ­ლე­ბა ყელ­ში გა­ეჩხ­ი­როს და და­ახ­რჩოს.

რა არის იქ?
პა­პი­ი­ო­ნის ეს ლეკ­ვე­ბი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი და მო­უს­ვენ­რე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან უნ­დათ გა­რე­მოს გაც­ნო­ბა და გა­გე­ბა, რა ხდე­ბა მათ ირ­გვლივ.

ბრძო­ლა და თა­მა­ში
მარ­ჯვნივ სუ­რათ­ზე თქვენ ხე­დავთ ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რის ორ მოჩხ­უ­ბარ ლეკვს. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მხედ­ვე­ლო­ბით და სმე­ნით ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით მოქ­მე­დებს. ლეკ­ვებს ამ ასაკ­შიც კი შე­უძ­ლი­ათ ჩხუ­ბის დროს სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნონ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ეს ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. ამ ეტაპ­ზე ისი­ნი უფ­რო ძალ­-ღო­ნეს უსინ­ჯა­ვენ ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა ასეთ თა­მაშ­ში საკ­მა­ოდ დიდ ენერ­გი­ას ხარ­ჯა­ვენ. შემ­დეგ კი ორი­ვე ლეკ­ვი, რო­გორც წე­სი, დაწ­ვე­ბა და მა­შინ­ვე იძი­ნებს.

Zooclub

სა­ჭი­რო მი­ზა­ნი
ლეკ­ვე­ბის­თვის ამ­გვა­რი ჩხუ­ბი მხო­ლოდ თა­მა­ში არ არის – მა­გა­ლი­თად, ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რის ამ ლეკ­ვებს სი­მარ­ჯვე და კო­ორ­დი­ნა­ცია ასე უკეთ უვი­თარ­დე­ბათ.

თა­მა­შის­თვის მზად­ყოფ­ნა
ლეკ­ვე­ბი, ზრდას­რუ­ლი ძაღ­ლე­ბის მსგავ­სად, სმე­ნი­თა და მხედ­ვე­ლო­ბით ურ­თი­ერ­თო­ბენ, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა და ბე­ბერ­მა ძაღ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ. მა­გა­ლი­თად, ბუ­ნე­ბით ან­ცი ლეკ­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ, ე.წ. `სა­თა­მა­შოდ გა­მოწ­ვე­ვის~, პო­ზას ხში­რად იყე­ნე­ბენ, რო­გორც პატ­რონ­თან, ისე კარ­გად ნაც­ნობ ძაღ­ლთან. ისი­ნი მი­წა­ზე გარ­თხმულ წი­ნა ფე­ხებ­ზე წვე­ბი­ან, უკა­ნა ფე­ხე­ბი კი გა­მარ­თუ­ლი აქვთ. თუ სა­თა­მა­შოს გა­და­უგ­დე­ბენ, წა­მოხ­ტე­ბი­ან და გა­ე­კი­დე­ბი­ან.

ძალ­თა თა­ნას­წო­რო­ბა
ზე­და ლეკ­ვი პო­ზი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობს და ამ­ხა­ნაგს წა­მოდ­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, რომ ზურ­გზე და­წო­ლილ­მა ლეკ­ვმა უპი­რა­ტე­სო­ბა და­იბ­რუ­ნოს _ მე­ტო­ქეს წო­ნას­წო­რო­ბა და­ა­კარ­გვი­ნოს და ამო­ა­ყი­რა­ოს.

და­საღ­რღნე­ლად უსაფ­რთხო
ლეკ­ვებს მოს­წონთ საგ­ნე­ბის ღრღნა, ისე­თი სა­ში­ში­საც კი, რო­გო­რი­ცაა ელექ­ტრო­სა­დე­ნი. და­ი­ცა­ვით თქვე­ნი ლეკ­ვი ამ­გვა­რი ქმე­დე­ბის­გან და და­საღ­რღნე­ლად მი­ე­ცით უსაფ­რთხო ნივ­თე­ბი.

თა­მა­შის მო­ლო­დინ­ში
ბოქ­სი­ო­რი ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მო­უს­ვე­ნა­რი ჯი­ში­ა. ამ ჯგუ­ფის ძაღ­ლე­ბი მუ­დამ მზად არი­ან სა­თა­მა­შოდ. ეს ახალ­გაზ­რდა ბოქ­სი­ო­რი აშ­კა­რად თა­მა­შის მო­ლო­დინ­ში­ა.

Zooclub


ფრთხილად!
ძაღლს არა­სო­დეს გა­და­უგ­დოთ ჯო­ხი სა­თა­მა­შოდ – თუ რა­მეს ფე­ხი წა­მოჰ­კრა, შე­იძ­ლე­ბა მის გა­მო სა­სა ან ენა და­ი­ზი­ა­ნოს.



მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?