როგორ შევუწყოთ ლეკვებს ხელი ზრდის დროს
როგორ შევუწყოთ ლეკვებს ხელი ზრდის დროს
რო­დე­საც ლეკ­ვე­ბი ცო­ტათი წა­მო­იზ­რდე­ბი­ან, აქეთ­-ი­ქით და­ცუნ­ცუ­ლე­ბენ, გა­რე­მოს სწავ­ლო­ბენ და უფ­რო ხში­რად ურ­თი­ერ­თო­ბენ . ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია _ ამ დროს ახალ­გაზ­რდა ძაღ­ლე­ბი გა­დარ­ჩე­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნა­რე­ბის ათ­ვი­სე­ბას იწყ­ე­ბენ.

ძუ­ძუს მოწყ­ვე­ტა
თა­ვი­დან ლეკ­ვებს დე­და უვ­ლის და თა­ვის ჭკუ­ა­ზე ზრდის. არ შორ­დე­ბა მათ პირ­ვე­ლი სა­მი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. შემ­დეგ ლეკ­ვე­ბი უფ­რო მოძ­რა­ვე­ბი ხდე­ბი­ან. და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი კვი­რის ასა­კამ­დე დე­და მათ ძუ­ძუს აწო­ვებს მოთხ­ოვ­ნის­თა­ნა­ვე, მაგ­რამ შემ­დეგ, რო­ცა ისი­ნი უკ­ვე მზად არი­ან მა­გა­რი საკ­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად, უარს ეუბ­ნე­ბა. თა­ნაც ამ დროს ლეკ­ვებს კბი­ლე­ბი ამოს­დით და ძუ­ძუს წო­ვე­ბა დე­დის­თვის მტკივ­ნე­უ­ლი ხდე­ბა.
ლეკ­ვე­ბის ძუ­ძუ­თი კვე­ბის შეწყ­ვე­ტის შემ­დეგ დე­დას რძის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა უმ­ცირ­დე­ბა და თან­და­თან უწყ­დე­ბა.

სა­ჭი­როა ზო­მი­ე­რე­ბა
ძუ
კა­ვა­ლე­რი კინგ ჩარლზ სპა­ნი­ე­ლი, რო­გორც კი საკ­მა­რი­სად მო­ა­წო­ვებს ძუ­ძუს, გა­ეც­ლე­ბა ლეკ­ვებს.

რე­გურ­გი­ტა­ცია
რო­დე­საც რძე შე­უწყ­დე­ბა, დე­და, ერ­თი შე­ხედ­ვით, შე­მაშ­ფო­თებ­ლად იქ­ცე­ვა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ლეკ­ვებს ეხ­მა­რე­ბა მა­გა­რი საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბა­ში. ძუ ჯერ თა­ვის საჭ­მელს შე­ჭამს ნორ­მა­ლუ­რად, შემ­დეგ ლეკ­ვებს მი­უბ­რუნ­დე­ბა. ბო­ლოს, ყო­ველ­გვა­რი გაფ­რთხი­ლე­ბის გა­რე­შე, იწყ­ებს ნა­წი­ლობ­რივ მო­ნე­ლე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის ამონ­თხე­ვას ლეკ­ვე­ბის წინ.

საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა
ლეკ­ვე­ბი იწყ­ე­ბენ დე­დის მი­ერ ნა­წი­ლობ­რივ მო­ნე­ლე­ბუ­ლი, ამონ­თხე­უ­ლი საკ­ვე­ბის ჭა­მას. ეს არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ქცე­ვად გვეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ ის საკ­მა­ოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვია რო­გორც ში­ნა­ურ, ისე ვე­ლურ ძაღ­ლებ­ში. ასე ძუ ფაქ­ტობ­რი­ვად ეხ­მა­რე­ბა ლეკ­ვებს მა­გა­რი საკ­ვე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში, რაც თა­ვის საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ში ნა­წი­ლობ­რივ უკ­ვე გა­და­ა­მუ­შა­ვა.

ზრდა

და­ბა­დე­ბი­სას ყვე­ლა ლეკ­ვი თით­ქმის ერ­თი ზო­მი­სა­ა, იქ­ნე­ბა ეს ჩი­ხუ­ა­ხუა თუ გერ­მა­ნუ­ლი დო­გი. შემ­დეგ კი მა­თი ზრდის ტემ­პი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იც­ვლე­ბა – დი­დი ძაღ­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ზო­მა­ში სწრა­ფად იმა­ტე­ბენ. სრულ ზრდას, მი­უ­ხე­და­ვად ჯი­ში­სა, სულ მცი­რე, 18 თვე სჭირ­დე­ბა.

მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი
გა­ზ­რდი­ლი ლეკ­ვე­ბი ურ­თი­ერ­თშო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ კავ­ში­რებს ინარ­ჩუ­ნე­ბენ. თუ ორი ძაღ­ლის შე­ძე­ნა გსურთ, აირ­ჩი­ეთ ერ­თი ნა­ყა­რი­დან (და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ სა­ჭი­როა მა­თი კას­ტრი­რე­ბა, თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის არი­ან). კარ­გად და­აკ­ვირ­დით მათ ქცე­ვას და და­ი­ნა­ხავთ, რომ ერ­თი ინ­დი­ვი­დი მე­ო­რე­ზე მბრძა­ნებ­ლობს; მაგ­რამ ეს სირ­თუ­ლე­ებს არ შე­გიქ­მნით, რად­გან ისი­ნი ემორ­ჩი­ლე­ბი­ან ხრო­ვის უც­ვლელ კა­ნო­ნებს. თუ სახ­ლში მო­იყ­ვანთ ორ ახალ­გაზ­რდა ძაღლს, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს არ იც­ნო­ბენ, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თშე­გუ­ე­ბის პე­რი­ო­დის გავ­ლა მათ­თვი­საც და თქვენ­თვი­საც.

სა­ჭი­როა დრო
ნუ შეშ­ფოთ­დე­ბით, თუ ლეკ­ვე­ბი მო­უქ­ნელ­ნი არი­ან და ძლივს დგა­ნან ფეხ­ზე, რად­გან წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის უნა­რი თან­და­თა­ნო­ბით უვი­თარ­დე­ბათ. ასე­ვე სჭირ­დე­ბათ დრო თა­ვისი სა­ხე­ლის და­სას­წავ­ლად, რა­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­შინ შეძ­ლე­ბენ­, რო­ცა ძუ­ძუს თავს და­ა­ნე­ბე­ბენ. ტაქ­სას ამ ნა­ყა­რის ლეკ­ვე­ბი სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რის არი­ან.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი

ლეკ­ვე­ბი, რო­დე­საც წა­მო­იზ­რდე­ბი­ან, ახ­ლო­მახ­ლო ყვე­ლაფ­რის დაყ­ნოს­ვა­სა და დე­დის­გან მო­შო­რე­ბით ხე­ტი­ალს იწყ­ე­ბენ. მაგ­რამ თუ სიძ­ნე­ლე­ებს გა­და­აწყ­დებიან, მას საშ­ვე­ლად მო­უხ­მო­ბენ.

ხა­სი­ა­თის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა
ლეკ­ვის არ­ჩე­ვი­სას მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი აქ­ცევს ყუ­რადღ­ე­ბას მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, თუმ­ცა სი­ცოცხ­ლის ამ ად­რე­ულ ეტაპ­ზე ძაღ­ლებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა დი­დად არც არის გა­მოკ­ვე­თი­ლი. ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ ლეკ­ვმა ბო­ლოს რო­დის და­ი­ძი­ნა ან ჭა­მა – ეს ორი­ვე პი­რო­ბა მოქ­მე­დებს მის ქცე­ვა­ზე და, მა­შა­სა­და­მე, ხა­სი­ათ­ზეც. მნახ­ველს კი შე­იძ­ლე­ბა მცდა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩეს მას­ზე. ხვა­დე­ბი ზოგ­ჯერ უფ­რო თა­მა­მე­ბი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე ძუ­ე­ბი. ახალ­გაზ­რდა ძაღ­ლის ხა­სი­ა­თის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზრდის დროს შე­ძე­ნი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

ფრთხილად!
თუ დე­და ლეკ­ვებს ძუ­ძუს არ აწო­ვებს, მას შე­იძ­ლე­ბა სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის ან­თე­ბა, ანუ მას­ტი­ტი და­ე­მარ­თოს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?