გავეცნოთ ძაღლისთვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლ ქცე­ვა­ს - კუდის დევნას
გავეცნოთ ძაღლისთვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლ ქცე­ვა­ს - კუდის დევნას
ლეკ­ვის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქცე­ვა­ა კუ­დის დევ­ნა, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქრე­ბა. ეს ჩვე­ვა ზოგჯერ შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზიც ხდება, რად­გან ძაღ­ლმა შე­იძ­ლე­ბა, კუ­დი და­ი­ზი­ა­ნოს. ამას ჭირ­დე­ბა ვე­ტე­რი­ნა­რის გა­მოკ­ვლე­ვა, რათა ფა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მა თავიდან ავიცილოთ.

ზო­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია
კუ­დის დევ­ნა, რო­მე­ლიც, რო­გორც წე­სი, სა­შუ­ა­ლო და დი­დი ზო­მის ლეკ­ვებს ახა­სი­ა­თებთ, უნ­და და­უ­შა­ლოთ, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ვა­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

შე­საძ­ლო მი­ზე­ზი
ზო­გი­ერ­თი მო­საზ­რე­ბით, ლეკ­ვი კუდს წრი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბით იმი­ტომ დას­დევს, რომ მოქ­ნი­ლი ხერ­ხე­მა­ლი გა­ნუ­ვი­თარ­დეს.

არას­ტა­ბი­ლუ­რი ქცე­ვა
ლეკ­ვი ყო­ველ­თვის ვერ ახერ­ხებს მყა­რად ფეხ­ზე დგო­მას, რო­დე­საც კუდს მის­დევს. ასე­თი ქცე­ვა, რო­გორც წე­სი,
ახა­სი­ა­თებს გაშ­ლილ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც და­ცე­მის დროს, და­ზი­ა­ნე­ბის ნაკ­ლე­ბი ალ­ბა­თო­ბა­ა.

მი­ზე­ზე­ბი და მა­თი აღ­მოფ­ხვრა

და­ნამ­დვი­ლე­ბით არ
არის ცნო­ბი­ლი, რა­ტომ დას­დევს თა­ვის კუდს ლეკ­ვი; შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ თავს მი­ტო­ვე­ბუ­ლად გრძნობს. ასე­თი ქცე­ვა ყვე­ლა­ზე ხში­რად ახა­სი­ა­თებთ ლეკ­ვებს, რომ­ლე­ბიც ნა­ყარს მო­ა­ცი­ლეს და ახალ გა­რე­მო­ში აღ­მოჩ­ნდნენ. თუმ­ცა, ეს ქცე­ვა ასე­ვე გვხვდე­ბა ნა­ყა­რის წევ­რებ­შიც, სა­ნამ სრუ­ლად მოს­წყდე­ბი­ან ძუ­ძუს. ეს შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ ლეკ­ვის ან­ცი ბუ­ნე­ბი­და­ნაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს. თუ ამ ეტაპ­ზე სა­თა­მა­შოდ კომ­პა­ნი­ო­ნი არ ჰყავს, სა­კუ­თარ კუდს გა­მო­უდ­გე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ეს აკ­ვი­ა­ტე­ბაც იყოს, მაგ­რამ, ჩვე­უ­ლებ­რივ, ასა­ღელ­ვე­ბე­ლი არა­ფე­რია - ეს ფა­ზა გა­ივ­ლის. თუ გინ­დათ, ლეკ­ვი ამას გა­და­აჩ­ვი­ოთ, არ­სე­ბობს უმარ­ტი­ვე­სი გზა - უბ­რა­ლოდ მო­უხ­მეთ თქვენ­კენ და ისიც ტრი­ალს თავს და­ა­ნე­ბებს. შე­ე­ცა­დეთ, ყუ­რადღ­ე­ბა გა­და­ა­ტა­ნი­ნოთ სა­თა­მა­შო­ზე, მა­გა­ლი­თად ბურ­თზე, რომ თა­ვის­თვის თა­მა­ში შეძ­ლოს. გა­არ­თეთ და კუ­დის დევ­ნას თავს და­ა­ნე­ბებს.

კუ­დის კბე­ნა

თუ ძაღ­ლი უეც­რად და­იწყ­ებს კუ­დის დრო­დად­რო კბე­ნას, ეს სა­ვა­რა­უ­დო ნი­შა­ნია ანა­ლუ­რი ჯირ­კვლის სა­დი­ნა­რის დახ­შო­ბი­სა. მას თქვე­ნი ვე­ტე­რი­ნა­რი ად­ვი­ლად გახ­სნის და გაწ­მენდს. ეს ჯირ­კვლე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც ფე­კა­ლურ მა­სებს ერე­ვა. მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით ძაღ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ცნო­ბენ და ტე­რი­ტო­რი­ას ნიშ­ნა­ვენ.

Zooclub


ყვე­ლას არ ეხე­ბა

ძაღ­ლის ყვე­ლა ჯიშს რო­დი ახა­სი­ა­თებს კუ­დის დევ­ნა, მა­გა­ლი­თად, ინ­გლი­სუ­რი ბულ­დო­გის ლეკ­ვე­ბი ამას უბ­რა­ლოდ ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბენ კუ­დის ფორ­მის გა­მო. ამა­ში ხელს შე­უშ­ლით ჩას­კვნი­ლი ტა­ნიც.

მხო­ლოდ ლეკ­ვე­ბი

ზოგ­ჯერ, რო­დე­საც ლეკ­ვი ბზრი­ა­ლებს და კუ­დის­თვის პი­რის ჩავ­ლე­ბას ცდი­ლობს, შე­იძ­ლე­ბა, ია­ტაკ­ზე გა­გორ­დეს კი­დეც. ეს ნორ­მა­ლუ­რია და სა­ში­ში არა­ფე­რია - უბ­რა­ლოდ წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა ან თავ­ბრუ და­ეხ­ვა. ლეკ­ვი მო­ი­ხელ­თებს თუ არა კუდს, რამ­დე­ნი­მე წა­მი უჭი­რავს, შემ­დეგ კი პირს გა­უშ­ვებს, მე­რე ისევ თა­ვი­დან იწყ­ებს. რო­დე­საც ორი ლეკ­ვი ერ­თად თა­მა­შობს, ერ­თი, რო­გორც წე­სი, მე­ო­რეს დრო­დად­რო იჭერს კუ­დით, მაგ­რამ მცი­რე ხნით. არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ძაღ­ლის კუ­დი არ ზი­ან­დე­ბა. ზრდას­რუ­ლი ძაღ­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად სწვდე­ბი­ან მე­ო­რე ინ­დი­ვიდს კუდ­ში თა­მა­შის ან ჩხუ­ბის დროს, რაც მოწ­მობს, რომ ასე­თი ქცე­ვა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მხო­ლოდ ლეკ­ვე­ბის­თვის.

სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მე­ბი
კუ­დის დევ­ნა ზრდას­რულ ინ­დი­ვი­დებ­ში შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი­ა, რად­გან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ეპი­ლეფ­სი­ას­თან. საზო­გა­დოდ, და­უ­შა­ლეთ ძაღლს ამის კე­თე­ბა, რათა ჩვე­ვად არ ექ­ცეს. მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში, და­გეხ­მა­რე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ყე­ლუ­რი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემს ძაღლს, კუდს მის­წვდეს. ასე შე­იძ­ლე­ბა, მოწყ­ე­ნი­ლო­ბის გა­მოც იქ­ცე­ო­დეს, ამი­ტომ მის გა­სარ­თო­ბად სა­ღე­ჭი სა­თა­მა­შო­ე­ბი მო­ი­მა­რა­გეთ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?