ძალ-ღონის შემოწმება, ანუ როგორ თამაშობენ ლეკვები
ძალ-ღონის შემოწმება, ანუ როგორ თამაშობენ ლეკვები
ლეკ­ვე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად ამოწ­მე­ბენ თა­ვი­ანთ ღო­ნი­ე­რე­ბას თა­მა­შით, რო­მე­ლიც ბა­გი­რის გა­და­წე­ვას ჰგავს . ამ­გვარ ქცე­ვას იწყ­ე­ბენ ძუ­ძუს წო­ვის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, რო­გორც კი და­მო­უ­კი­დებ­ლად მოძ­რა­ო­ბას შეძ­ლე­ბენ. დიდ­პი­რა ძაღ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად სტა­ფორ­დში­რუ­ლი ბულ­ტე­რი­ე­რე­ბი, რო­გორც წე­სი, ასეთ შეჯიბრებაში იმარ­ჯვე­ბენ.

ჩემ­პი­ო­ნი
მეორე ლეკ­ვი სჯობნის, თუმ­ცა მი­სი ძა­მი­კო მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლობს, ყბე­ბი­დან გა­მოჰგ­ლი­ჯოს სა­თა­მა­შო. ასეთ დროს სუსტ ინ­დი­ვიდს ყუ­რე­ბი უკან აქვს გა­და­წე­უ­ლი, რაც და­მორ­ჩი­ლე­ბას ნიშ­ნავს.

კარ­გი სა­თა­მა­შო­ე­ბი
ლეკ­ვებს ათას­ნა­ი­რი სა­თა­მა­შო­თი შე­უძ­ლი­ათ თა­მა­ში, მაგ­რამ უნ­და მი­აჩ­ვი­ოთ რბი­ლი და გლუ­ვი საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც პი­რის ღრუს არ და­უ­ზი­ა­ნე­ბენ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­გა­რი
სა­ღე­ჭი სა­თა­მა­შო ან ნივ­თი, რო­მელ­საც გა­და­უგ­დებთ და გა­ე­დევ­ნე­ბა.

ჯი­უ­ტად დგო­მა

ჯეკ რა­სელ ტე­რი­ე­რის ლეკ­ვი ბა­გი­რის
გა­და­წე­ვის დროს ღო­ნი­ერ უკა­ნა ფე­ხებს ეყ­რდნო­ბა.

Zooclub

ქცე­ვი­თი პა­რა­ლე­ლე­ბი

ყვე­ლა ლეკ­ვი მო­ნა­წი­ლე­ობს ასეთ გა­წევ­-გა­მო­წე­ვა­ში, რომ­ლის წარ­მო­შო­ბა­საც, შე­საძ­ლო­ა, სა­ფუძ­ვლად უდევს მგლე­ბის მო­ნა­დი­რუ­ლი ქცე­ვა. მგლის ხრო­ვის წევ­რებს ზოგ­ჯერ უძ­ნელ­დე­ბათ მსხვერ­პლის ძვლე­ბი­დან ხორ­ცის აც­ლა, სა­მა­გი­ე­როდ ად­ვი­ლად ახერ­ხე­ბენ ლე­შის ნა­წი­ლე­ბად დაგ­ლე­ჯას გა­წევ­-გა­მო­წე­ვით. ამ დროს მო­ნა­დი­რე მგლე­ბი ნა­ნა­დი­რევს აგ­ლე­ჯენ მყე­სებს, ლუკ­მა-­ლუკ­მა ანა­წევ­რე­ბენ და ხარ­ბად სან­სლა­ვენ ხორ­ცის ნაჭ­რებს. შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა დამ­შვიდ­დნენ და გა­და­ვიდ­ნენ ძვლე­ბის ღრღნა­ზე, რაც მგლის კბი­ლებს ასუფ­თა­ვებს და ქვე­ბის ნა­დე­ბის­გან იცავს. ში­ნა­უ­რი ძაღ­ლე­ბი ენერ­გი­უ­ლი თა­მა­შის შემ­დეგ, რო­გორც წე­სი, მშვიდ­დე­ბი­ან და ძვლე­ბის ნაც­ვლად (რა­საც თქვენ არა­სო­დეს შეს­თა­ვა­ზებთ) სა­თა­მა­შოს და­სა­ღე­ჭად სხდე­ბი­ან.

ცხა­რე ორ­თაბ­რძო­ლა
ბა­გი­რის გა­და­წე­ვას სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც აქვს _ ამით ლეკ­ვებს თა­ვი­ან­თი ძალ­-ღო­ნის შე­მოწ­მე­ბი­სა და ხრო­ვის იე­რარ­ქი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ. ამ შე­ჯიბ­რებაში, რო­გორც წე­სი, მო­ნა­წი­ლე­ობს მხო­ლოდ ორი ინ­დი­ვი­დი, თუმ­ცა სხვა ლეკ­ვიც შე­იძ­ლე­ბა შეუერთდეს, რა­საც ორი­ვე მე­ტო­ქე შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და შე­სა­ში­ნებ­ლად ხმა­მა­ღა­ლი ღრე­ნით გა­მო­ხა­ტა­ვენ თა­ვი­ანთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ეს უფ­რო და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბის გან­დევ­ნას ჰგავს. ნა­ყა­რის სხვა წევ­რე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ყუ­რადღ­ე­ბას არ აქ­ცე­ვენ მოჩხ­უ­ბარ ლეკ­ვებს, სა­ნამ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან. არ ერე­ვა დე­დაც. შერკინებული ძაღ­ლე­ბი საკ­მა­ოდ თა­ნა­ბა­რი ტო­ნით იღ­რი­ნე­ბი­ან. ღრე­ნა, რო­გორც წე­სი, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გა­წევ­-გა­მო­წე­ვის რიტ­მთან. კბე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, რად­გან ამის­თვის ერ­თმა ძაღ­ლმა მა­ინც უნ­და გა­უშ­ვას პი­რი ბა­გირს.

თა­მა­შის პო­ზა

თუ ყუ­რადღ­ე­ბას მი­აქ­ცევთ ბა­გი­რის გა­და­წე­ვაში შე­ჯიბ­რების მო­ნა­წი­ლე ლეკ­ვებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სე­ბუ­რი მა­ნე­რით წვე­ბი­ან წი­ნა ფე­ხებ­ზე, ად­ვი­ლად მიხ­ვდე­ბით, რო­გორ წარ­მო­იშ­ვა სა­თა­მა­შოდ გა­მოწ­ვე­ვის პო­ზა.

Zooclub

ბრძო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბა

ძალ­-ღო­ნე­ში შე­ჯიბ­რება, ჩვე­უ­ლებ­რივ, ძალ­ზე თა­ვი­სე­ბუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერ­თ-ერ­თი ლეკ­ვი სა­თა­მა­შოს ან სა­განს იღებს, მე­ო­რე კი სწრა­ფად მი­ვარ­დე­ბა და ცდი­ლობს მის გა­მოგ­ლე­ჯას. ლეკ­ვი, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა და­ით­რია სა­გა­ნი, შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ გა­ჩერ­დეს ად­გილ­ზე _ გა­აჩ­ნი­ა, რამ­დე­ნად ღო­ნი­ე­რი­ა. ამ დროს მე­ო­რე წი­ნა ფე­ხებს ოდ­ნავ მოხ­რის, ძლი­ე­რი უკა­ნა კი­დუ­რე­ბით უკან­-უ­კან იხევს და მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლობს ნივ­თის გა­მოგ­ლე­ჯას. ცოტა ხანში ლეკ­ვი ძალ­-ღო­ნეს მო­იკ­რებს და ძა­მი­კოს თა­ვის მხა­რე­ზე გა­დათ­რე­ვას შე­ეც­დე­ბა. ასეთ შე­ჯიბრებას უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ახ­ლავს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მხა­რეც, რო­მე­ლიც ცხა­დი ხდე­ბა ყუ­რადღ­ე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ. მა­გა­ლი­თად, დო­მი­ნან­ტი ინ­დი­ვი­დი ჯი­ქურ მი­ა­ჩერ­დე­ბა მე­ტო­ქეს და მის შე­ში­ნე­ბას ცდი­ლობს.

რჩევა
ასე­თი თა­მა­შის დროს ლეკ­ვმა შე­იძ­ლე­ბა ერ­თ-ერ­თი სარ­ძე­ვე კბი­ლი და­კარ­გოს, მაგ­რამ სა­ში­ში არა­ფე­რი­ა.

ფრთხილად!
ნუ შე­ეც­დე­ბით, ძაღლს პი­რი­დან გა­მოჰგ­ლი­ჯოთ რა­ი­მე. პი­რი­ქით, მო­ე­ფე­რეთ ლეკვს და ფრთხი­ლად გა­უხ­სე­ნით ყბე­ბი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?