როგორ იქცევა ძაღლი, როდესაც თავს გვაწონებს...
როგორ იქცევა ძაღლი, როდესაც თავს გვაწონებს...
ძაღ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ მი­მართ, ვის­თა­ნაც ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ _ სხვა ძაღ­ლთან თუ ადა­მი­ან­თან _ სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რი­ა . ეს ნა­წი­ლობ­რივ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მა­თი ცხოვ­რე­ბის წეს­თან; რო­გორ მი­ი­ზი­დონ უკეთ ყუ­რადღ­ე­ბა. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ისი­ნი მეტ­წი­ლად სხე­უ­ლის ენას ეყ­რდნო­ბი­ან.

სა­სურ­ვე­ლის მი­ღე­ბა
ძაღ­ლსა და პატ­რონს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თვა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა. თქვე­ნი ყუ­რადღ­ე­ბის მო­სა­ზი­დად ძაღ­ლმა, თუ ზი­ხართ, შე­იძ­ლე­ბა მუხ­ლზე ნა­ზად და­გა­დოთ თა­ვი ან თა­თი, თან თვალ­მო­უ­შო­რებ­ლად გი­ყუ­როთ. მი­სი აზ­რით, ამან უნ­და იმოქ­მე­დოს თქვენ­ზე და გა­ი­ძუ­ლოთ, გა­მო­ი­ჩი­ნოთ მის­და­მი თა­ნაგ­რძნო­ბა – რო­გორც კი მოძ­რა­ო­ბას და­იწყ­ებთ, ისიც აღელ­ვე­ბუ­ლი და­იწყ­ებს სირ­ბილს სე­ირ­ნო­ბის
ან საჭ­მლის მი­ღე­ბის იმე­დით. თუ მო­ლო­დი­ნი არ გა­უ­მარ­თლებს, ისევ დაბ­რუნ­დე­ბა თქვენ­თან და იმა­ვეს გა­ი­მე­ო­რებს.

ზურ­გზე
წო­ლა

ზურ­გზე წო­ლის შემ­დეგ ფეხ­ზე რომ წა­მოდ­გეს და მყა­რად დად­გეს, ძაღ­ლი ჯერ გვერ­დზე უნ­და გა­დაბ­რუნ­დეს და თავ­დაც­ვი­თი პო­ზა და­იბ­რუ­ნოს. ზურ­გზე და­წო­ლი­ლი ძაღ­ლი და­უც­ვე­ლი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­ტომ, რომ ყე­ლის არე გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი აქვს. ძაღ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ზურ­გზე ამობ­რუნ­დნენ ძი­ლის დროს, რო­დე­საც თბი­ლად და მო­ხერ­ხე­ბუ­ლად არი­ან. ასე­თი პო­ზა მათ გაგ­რი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რად­გან შიშ­ვლდე­ბა ტა­ნის ბალ­ნით ნაკ­ლე­ბად და­ფა­რუ­ლი ქვე­და მხა­რე, ამი­ტომ სით­ბოც ად­ვი­ლად გა­ი­ცე­მა.

მი­სალ­მე­ბა
ზურ­გზე და­წო­ლილ­მა ძაღ­ლმა, რო­ცა მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბით, მი­სალ­მე­ბის ნიშ­ნად შე­იძ­ლე­ბა წი­ნა თა­თე­ბი ას­წი­ოს.

თა­მა­შის მო­ლო­დინ­ში

ეს ძაღ­ლი რა­ღა­ცას აკ­ვირ­დე­ბა, უს­მენს და თა­ნაც საკ­მა­ოდ ფხიზ­ლობს – მას ძილ­ზე მე­ტად თა­მა­ში უნ­და. თუ მკერ­დზე ხე­ლით მო­ე­ფე­რე­ბით, მა­შინ­ვე ზამ­ბა­რა­სა­ვით წა­მოხ­ტე­ბა.

სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი
თუ ორი ძაღ­ლი ძალ­ზე მშვი­დად ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს, ეს იმის ნი­შა­ნი­ა, რომ ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნო­ბენ. ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ცალ­-ცალ­კე იყ­ვნენ, ხე­ლახ­ლა შეხ­ვედ­რი­სას, რო­გორც წე­სი, ერ­თმა­ნე­თის სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის დაყ­ნოს­ვას იწყ­ე­ბენ.

დო­მი­ნან­ტის მზე­რა
კი­ნო­ლო­გი­უ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით "ჯი­ქური მზე­რა" დო­მი­ნან­ტი ძაღ­ლის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი­ა; და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დი თვა­ლებს პირ­ვე­ლი დახ­რის.

გო­რა­ო­ბის მი­ზე­ზე­ბი

ძაღ­ლის გო­რა­ო­ბა ზურ­გზე რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით აიხ­სნე­ბა. მი­წა­ზე გა­გო­რე­ბით მი­ა­ნიშ­ნებს, რომ თა­მა­ში უნ­და. შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა წი­ნა ფე­ხე­ბი გკრათ, მე­რე შე­გახ­ტეთ, რად­გან ჰგო­ნი­ა, რომ ამით გულს მო­გილ­ბობთ, მე­რე კი გა­იქ­ცეს და სა­თა­მა­შო­თი დაბ­რუნ­დეს. თუ ძაღ­ლი დი­ვან­ზე თქვენ გვერ­დით წა­მოწ­ვა, ესე იგი, ყუ­რადღ­ე­ბას ითხ­ოვს და მკერ­დსა და მუ­ცელ­ზე მო­ფე­რე­ბას. ის, რო­გორც წე­სი, ზურ­გზე ამობ­რუნ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მო­კუნ­ტუ­ლი წო­ლის შე­დე­გად დას­ცხე­ბა. მაგ­რამ ცო­ტა ხან­ში გვერ­დზე გა­დაბ­რუნ­დე­ბა, რად­გან დიდ­ხანს ზურ­გზე წო­ლა არც ისე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი პო­ზა­ა. ძაღ­ლე­ბი, რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს ეთა­მა­შე­ბი­ან, თავ­და­ვიწყ­ე­ბით გო­რა­ო­ბენ და ფე­ხე­ბით ეჩხ­უ­ბე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ეს იმის ნი­შა­ნი­ა, რომ ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნო­ბენ, რად­გან აგ­რე­სი­უ­ლი შე­ტა­კე­ბის დროს ორი­ვე ძაღ­ლი ფეხ­ზე მყა­რად დგო­მას ცდი­ლობს.

გა­ვარ­ჯი­შე­ბა

გა­რეთ, ეზო­ში, ძაღ­ლი ზურ­გზე გო­რა­ობს, რათა გა­ი­ჭი­მოს. ამით ჰგავს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ხერ­ხემ­ლის ვარ­ჯი­შებს აკე­თე­ბენ. ძაღ­ლის ზურ­გის ძა­ლა ამ შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ თვალ­სა­ჩი­ნო­ა. მი­სი აქეთ­-ი­ქით მოძ­რა­ო­ბით ცხო­ველს მი­წა­ზე გარ­კვე­ულ მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლი­ა. გახ­სოვ­დეთ, რომ ძაღ­ლი გო­რა­ობს სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლის ნა­კელ­შიც, დაწყ­ე­ბუ­ლი მე­ლი­ე­ბი­დან და დამ­თავ­რე­ბუ­ლი მსხვილ­ფე­ხა რქოს­ნე­ბით, რათა მათ­სა­ვით მძაფ­რი სუ­ნი ჰქონ­დეს.

ფრთხილად!

ორი ძაღ­ლის შეხ­ვედ­რის დროს თვა­ლი ადევ­ნეთ ნიშ­ნებს, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც და­ად­გენთ, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან.

მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით
jemali
ერთი რამ აკლია ამ სტატიას, კარგი ძაღლი ოჯახის წევრივითაა და მის დაკარგვას ოჯახის წევრები ძალიან განიცდიან, მე ახლობელი მყავს ოდესაში, მასაც და მეც ძაღლი იმიტომ აღარ გვყავს რომ რაც გვყავდა მოგვიწამლეს, და ისე განვიცადეთ რომ აწი აღარ ვიყოლიებთ რომ ეს მწუხარება მეორედ აღარ განმეორდეს, მე უძლიერესი კავკასიუი ნაგაზი მყავდა, მას ავჩარკა. ძაღლის მოკვლაზე სასჯელი უნდა იყოს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?