რა მნიშვნელობა აქვს ძაღლისთვის წვრთნას?
რა მნიშვნელობა აქვს ძაღლისთვის წვრთნას?
ძაღ­ლებს მოს­წონთ და­წე­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მით ცხოვ­რე­ბა: დღის გარ­კვე­ულ დროს ჭა­მა და სე­ირ­ნო­ბა, თუმ­ცა ასე­ვე საკ­მა­ოდ კარ­გად ეგუ­ე­ბი­ან გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის ცვლი­ლე­ბებ­საც . თქვე­ნი დღის რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, ხე­ლი უნ­და მოჰ­კი­დოთ ძაღ­ლის წვრთნას, რა­თა შეძ­ლოს გარ­კვე­უ­ლი ძი­რი­თა­დი ბრძა­ნე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა _ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცხო­ვე­ლის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

დრო­უ­ლი შეხ­სე­ნე­ბა
თუ ძაღ­ლის სა­სე­ირ­ნოდ გაყ­ვა­ნა და­გაგ­ვი­ან­დათ, ის უმალ მო­გა­კითხ­ავთ. ზო­გი­ერ­თი შე­სახ­სე­ნებ­ლად სა­ბ­ლის მო­ტა­ნა­საც კი სწავ­ლობს.

სა­ბ­ლით სე­ირ­ნო­ბა
ეს ბრი­უ­სე­ლის ტე­რი­ე­რი გაწ­ვრთნი­ლი­ა, რათა სა­ბელ­შებ­მულ­მა მშვი­დად ისე­ირ­ნოს და წინ არ გა­ი­წი­ოს.

წვრთნის სა­ჭი­რო­ე­ბა
ძაღლს უნ­და ას­წავ­ლოთ რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი მი­თი­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა: უნ­და
მო­ვი­დეს და­ძა­ხე­ბა­ზე, დაჯ­დეს ბრძა­ნე­ბა­ზე და მშვი­დად ისე­ირ­ნოს სა­ბელ­შებ­მულ­მა; უნ­და მი­ეჩ­ვი­ოს ტუ­ა­ლე­ტის­თვის გა­რეთ გას­ვლა­სა და საგ­ნე­ბის
ად­ვი­ლად დათ­მო­ბას დაგ­დე­ბის ბრძა­ნე­ბა­ზე (იხ. გვ. 33). მარ­თა­ლი­ა, ახალ­გაზ­რდა ძაღ­ლი სწრა­ფად სწავ­ლობს, მაგ­რამ, ხომ შე­იძ­ლე­ბა, ბე­ბერ­მა ძაღ­ლმაც ის­წავ­ლოს? თუ ძაღ­ლის გაწ­ვრთნა გა­გი­ჭირ­დათ, შე­გიძ­ლი­ათ დახ­მა­რე­ბის­თვის პრო­ფე­სი­ო­ნალ მწვრთნელს მი­მარ­თოთ ან ჩა­ე­წე­როთ ძაღ­ლის წვრთნის კლას­ში. რაც მა­ლე მი­მარ­თავთ რჩე­ვის­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, მით სწრა­ფად გა­დაჭ­რით პრობ­ლე­მას.

ძაღ­ლის გაწ­ვრთნა

ძაღ­ლი მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობს პატ­რო­ნის შე­ქე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბას, თუმ­ცა ეს ყო­ველ­თვის ასე არ არის. წვრთნა გა­ცი­ლე­ბით უკეთ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუ ძაღლს შე­ა­ქებთ და მო­ე­ფე­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც შე­ას­რუ­ლებს, რაც მო­ეთხ­ო­ვე­ბა. ნუ გა­უწყ­რე­ბით, რად­გან ამით დათ­რგუ­ნავთ. წვრთნის სე­ან­სე­ბი და­ყა­ვით ხანმოკ­ლე პე­რი­ო­დე­ბად, რად­გან ასეთ რე­ჟიმ­ში ძაღ­ლი უკეთ ის­წავ­ლის.

რჩე­ვა წარ­მა­ტე­ბის­თვის
შე­და­რე­ბით მშვიდ გა­რე­მო­ში ვარ­ჯი­შის დროს ძაღლს ყუ­რადღ­ე­ბა ნაკ­ლე­ბად ეფან­ტე­ბა და უკეთ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა წვრთნას. ას­წავ­ლეთ თან­და­თა­ნო­ბით, ყუ­რადღ­ე­ბით იყა­ვით და ძაღ­ლი არ ააჩ­ქა­როთ. მა­გა­ლი­თად, ჯერ უნ­და ის­წავ­ლოს ბრძა­ნე­ბა "და­ჯე­ქი!", შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ ას­წავ­ლოთ "შე­ჩერ­დი!".

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი

ზო­გი­ერ­თი ლეკ­ვი ბუ­ნე­ბით უფ­რო დამ­ჯე­რი­ა. მაგ­რამ შარ­-პეი და მი­სი მო­ნა­თე­სა­ვე ჯი­შე­ბი, მა­გა­ლი­თად ჩა­უ-­ჩა­უ, ძნე­ლი გა­საწ­ვრთნე­ლი­ა.

რჩევა

წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად უმ­თავ­რე­სია ძაღ­ლის მშვი­დი და თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი წვრთნა.

სწავ­ლის რე­ჟი­მი

შე­ე­ცა­დეთ, რომ სწავ­ლა ძაღ­ლის­თვის იყოს რე­გუ­ლა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის ნა­წი­ლი, და არა ორი-­სა­მი ყო­ველ­დღი­უ­რი მოკ­ლე საწ­ვრთნე­ლი სე­ან­სი. მა­გა­ლი­თად, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მი­აჩ­ვი­ეთ ძაღ­ლი საჭ­მე­ლად ია­ტაკ­ზე დაჯ­დო­მას ჯა­მის წინ. სა­ში­ში არა­ფე­რი­ა, რო­დე­საც პა­ტა­რა ლეკ­ვი თქვენ გარ­შე­მო და­ცუნ­ცუ­ლებს, მაგ­რამ სა­ხი­ფა­თო­ა, თუ გყავთ გერ­მა­ნული დო­გი, რო­მე­ლიც შე­მო­გახ­ტე­ბათ მის­თვის მო­ტა­ნი­ლი საკ­ვე­ბის გა­სა­სინ­ჯად.

პატ­რონ­თან კავ­ში­რი
გახ­სოვ­დეთ, რომ წვრთნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა _ ას­წავ­ლოთ ძაღლს კარ­გი ქცე­ვა. მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ძაღ­ლი­სა და პატ­რო­ნის და­ახ­ლო­ე­ბა და მათ შო­რის კავ­ში­რის გაღ­რმა­ვე­ბა. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის ჩარ­თვაც ამ პრო­ცეს­ში. ასე ძაღ­ლი მარ­ტო პატ­რო­ნი­თა და მი­სი ბრძა­ნე­ბე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

ფრთხილად!

ამო­ირ­ჩი­ეთ სა­მან­ქა­ნო გზი­დან საკ­მა­ოდ მო­შო­რე­ბუ­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი და სა­ბელ­შეხ­სნი­ლი ძაღ­ლი პირ­ვე­ლად იქ გა­უშ­ვით.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?