როცა ჩვენი ძაღლი დაბერდება...
როცა ჩვენი ძაღლი დაბერდება...
ასა­კი, რო­მელ­შიც ძაღ­ლე­ბი ბებ­რე­ბად ით­ვლე­ბი­ან, გა­ნი­საზღ­ვრე­ბა მა­თი სი­ცოცხ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბით, რაც, თა­ვის მხრივ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სხე­უ­ლის ზო­მას­თან . გი­გან­ტუ­რი ჯი­შე­ბი, მა­გა­ლი­თად გერ­მა­ნუ­ლი დო­გი, ბე­ბე­რია უკ­ვე ექ­ვსი წლის ასაკ­ში, პა­ტა­რა ზო­მის ტე­რი­ერს ასე­თად კი­დევ სა­მი წე­ლი არა­ვინ ჩათ­ვლის.

ახა­ლი ოი­ნე­ბი
კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი ბე­ბე­რი ძაღ­ლის გვერ­დით ლეკ­ვე­ბი თა­ვა­დაც ად­ვი­ლად იწ­ვრთნე­ბი­ან, რად­გან მის­გან ბევრს სწავ­ლო­ბენ.

გრძე­ლი ბრჭყა­ლე­ბი
ძაღ­ლი რაც უფ­რო ბერ­დე­ბა, ნაკ­ლე­ბად და­დის. ამ ჯეკ რა­სელ ტე­რი­ერს გრძე­ლი ბრჭყა­ლე­ბი აქვს, რად­გან სი­ა­რუ­ლის დროს აღარ უც­ვდე­ბა.

მატყ­უ­ა­რა ნი­შა­ნი
და­ბე­რე­ბის ყვე­ლა­ზე აშ­კა­რა ნიშ­ნად ხში­რად მი­იჩ­ნე­ვა ჭა­ღა­რა ბეწ­ვი
დრუნ­ჩზე, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ეტყ­ო­ბათ შავ ძაღ­ლებს. თუმ­ცა
ასე­თი რამ გვხვდე­ბა ორი-­სა­მი წლის ძაღ­ლებ­თა­ნაც. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი დე­პიგ­მენ­ტა­ცია ძალ­ზე შეზღ­უ­დუ­ლია და სხე­უ­ლის სხვა ად­გილ­ზე შემ­ჩნე­უ­ლი არ არის.

წო­ნა­ში მა­ტე­ბა
რო­დე­საც ძაღ­ლი ბერ­დე­ბა, ნაკ­ლებს ვარ­ჯი­შობს, მაგ­რამ იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის საკ­ვე­ბის ჭა­მას აგ­რძე­ლებს. შე­დე­გად კი წო­ნა­ში მა­ტე­ბას იწყ­ებს, რაც, თა­ვის მხრივ, იწ­ვევს სახ­სრე­ბის მეტ დატ­ვირ­თვა­სა და და­ჭიმ­ვას, მოძ­რა­ო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის თან­და­თა­ნო­ბით შემ­ცი­რე­ბას. ასეთ ძაღლს ად­ვი­ლად ემარ­თე­ბა სიმ­სუქ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სნე­უ­ლე­ბა _ გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი. უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა ბე­ბე­რი ძაღ­ლის გა­დაყ­ვა­ნა სპე­ცი­ა­ლურ დი­ე­ტა­ზე, რო­მე­ლიც მის სა­ჭი­რო­ე­ბებს შე­ე­ფე­რე­ბა და ნაკ­ლებ კა­ლო­რი­ას შე­ი­ცავს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­სი წო­ნის კონ­ტრო­ლიც. ნუ და­გა­ვიწყ­დე­ბათ ტკბი­ლე­უ­ლის შეზღ­უდ­ვა, რად­გან ის სიმ­სუქ­ნის ერ­თ-ერ­თი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი­ა.

თან­და­თა­ნო­ბი­თი პრო­ცე­სი
ასა­კი თა­ნ­და­თა­ნო­ბით მოქ­მე­დებს ძაღ­ლის ქცე­ვა­ზე: ბე­ბე­რი ინ­დი­ვი­დი ნაკ­ლე­ბად მოძ­რა­ვია და ად­რინ­დე­ლი­ვით ხში­რად ვე­ღარ სე­ირ­ნობს. ეს იქი­და­ნაც ჩანს, რომ ბრჭყა­ლე­ბი ზედ­მე­ტად ეზ­რდე­ბა და დაჭ­რა სჭირ­დე­ბა. სი­ბე­რის უპირ­ვე­ლე­სი აშ­კა­რა ნი­შა­ნია თე­ძო­ებ­ში კოჭ­ლო­ბა დი­ლა­ო­ბით ან სი­ა­რუ­ლის შემ­დეგ, რო­დე­საც, რო­გორც ჩანს, მოძ­რა­ო­ბა მტკივ­ნე­უ­ლი­ა; ასე­ვე კა­ტა­რაქ­ტის ფორ­მი­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ძაღლს თვა­ლე­ბი ებინ­დე­ბა, თუმ­ცა გზის გაგ­ნე­ბის უნა­რი, რო­გორც ჩანს, არ ეკარ­გე­ბა. ასაკ­თან ერ­თად უქ­ვე­ით­დე­ბა სმე­ნაც. თა­ვი­სე­ბუ­რი ჯი­შე­ბი, მა­გა­ლი­თად მოპ­სი, რომ­ლე­ბიც მიჭყ­ლე­ტი­ლი ცხვი­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ხმა­უ­რით სუნ­თქა­ვენ და ხმა­მა­ღ­ლა ხვრი­ნა­ვენ. ამის გა­მოს­წო­რე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, თუმ­ცა ური­გო არ იქ­ნე­ბა ვე­ტე­რი­ნარ­საც გა­ე­სინ­ჯა _ ხომ არა აქვს სიმ­სივ­ნე ცხვირ­ში, რომ­ლის ნი­შა­ნია პე­რი­ო­დუ­ლი სის­ხლდე­ნა.

ქო­ში­ნის მი­ზე­ზი

ეს ლაბ­რა­დორ რეტ­რი­ვე­რი და­ბე­რე­ბას­თან ერ­თად საკ­მა­ოდ გა­სუქ­და, ამი­ტო­მაც უჭირს სით­ბო­ში ყოფ­ნა, რად­გან ქო­ში­ნი უძ­ლი­ერ­დე­ბა.

გო­ნებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი
ბე­ბერ ძაღ­ლში ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის დად­გე­ნა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი­ა, ვიდ­რე გგო­ნი­ათ. მა­გა­ლი­თად, თუ ძაღლს სმე­ნა და­უქ­ვე­ით­და, შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­გეხ­მა­უ­როთ, რად­გან და­ძა­ხე­ბა არ ეს­მის, მაგ­რამ ეს გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას არ ნიშ­ნავს. აგ­რეთ­ვე ის ფაქ­ტი, რომ ბე­ბე­რი ძაღ­ლი ტუ­ა­ლე­ტის­თვის გა­რეთ აღარ გა­დის და ამის­თვის სახლს იყე­ნებს, სუ­ლაც არ მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მას რა­ღაც აე­რია – უბ­რა­ლოდ მის­თვის გა­რეთ გას­ვლა შე­იძ­ლე­ბა ძალ­ზე მტკივ­ნე­უ­ლი იყოს. ზოგ­ჯერ ბე­ბერ ძაღ­ლებ­ში გვხვდე­ბა აშ­კა­რა გო­ნებ­რი­ვი გა­უ­ა­რე­სე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ღა­მით დრო­დად­რო შფოთ­ვა­ში. თუ მას ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­ტო და­ტო­ვე­ბენ, ძალ­ზე ით­რგუ­ნე­ბა და გა­უ­თა­ვებ­ლად ყეფს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ძაღლს შე­იძ­ლე­ბა უშ­ვე­ლოს პა­ლი­ა­ტი­ურ­მა ვე­ტე­რი­ნა­რულ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ. მის­თვის დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თქვენს თა­ნად­გო­მა­საც. ში­შის დაძ­ლე­ვა­ში და­სახ­მა­რებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ ღამ­ღა­მო­ბით და­უ­ტო­ვოთ ან­თე­ბუ­ლი სუს­ტი სი­ნათ­ლე.

ფა­რუ­ლი ასა­კი
ამ ხან­დაზ­მულ რი­ზენ­შნა­უ­ცერს ყბე­ბის გარ­შე­მო აქვს ჭა­ღა­რა ბა­ლა­ნი, რაც სი­ბე­რის ნი­შა­ნი­ა. ბევ­რი ძაღ­ლი, რო­მელ­საც გა­რეგ­ნუ­ლად ემ­ჩნე­ვა ასა­კი, აქ­ტი­უ­რი რჩე­ბა სი­ბე­რე­შიც.

რჩევა
ლეკ­ვებს შე­უძ­ლი­ათ სი­ცოცხ­ლის ხა­ლი­სი და­უბ­რუ­ნონ ბე­ბერ ძაღლს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოთ, რომ ლეკ­ვი თა­მა­შის დროს მას არც და­კაწ­რავს, არც დაკ­ბენს.

ფრთხილად!
ბე­ბე­რი ძაღ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბა ფა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია წე­ლი­წად­ში ორ­-სამ­ჯერ.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?