ძაღლი ვეტერინართან ვიზიტის დროს
ძაღლი ვეტერინართან ვიზიტის დროს
ბევრ ძაღლს არ უყ­ვარს ვე­ტე­რი­ნარ­თან ვი­ზი­ტი _ რო­გორც კი მიხ­ვდე­ბი­ან, სად არი­ან, ცდი­ლო­ბენ მო­კურ­ცხლონ, ან უბ­რა­ლოდ დას­ხდე­ბი­ან და ად­გი­ლი­დან არ იძ­ვრი­ან . ასე­თი ქცე­ვის მი­ზე­ზია ცუ­დი მო­გო­ნე­ბე­ბი წარ­სუ­ლი ვი­ზი­ტი­დან. ამ­გვა­რი ში­შის გრძნო­ბა რომ არ გა­ნუ­ვი­თარ­დეთ, სა­ჭი­როა ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, რაც სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა.

და­დე­ბი­თი გან­ცდე­ბი
ში­შის გრძნო­ბის აღ­მოფ­ხვრა გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია ლეკ­ვებ­ში, ვიდ­რე ზრდას­რულ ძაღ­ლებ­ში, რო­მელ­თა ხა­სი­ა­თი უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ა. ლეკ­ვებ­მა ვე­ტე­რი­ნარ­თან ვი­ზი­ტი და­დე­ბი­თად რომ აღიქ­ვან, ამის­თვის დღეს გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს, ვიდ­რე წარ­სულ­ში. ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კლი­ნი­კე­ბი, რო­მელ­თა რიცხ­ვი გა­ნუხ­რე­ლად იზ­რდე­ბა, გვთა­ვა­ზობს სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის კლა­სებს ლეკ­ვე­ბის­თვის,
სა­
დაც მათ ერ­თად ყოფ­ნა და თა­მა­ში შე­უძ­ლი­ათ. გახ­სნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბი, სა­დაც პატ­რო­ნებს შე­უძ­ლი­ათ, მი­ი­ღონ რჩე­ვე­ბი და იმავ­დრო­უ­ლად ძაღ­ლიც გა­ა­სინ­ჯონ.

სირ­თუ­ლე­ე­ბის და­საწყ­ი­სი

აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ის დრო, რო­დე­საც სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ლეკ­ვის მიყ­ვა­ნა ვე­ტე­რი­ნარ­თან, თუნ­დაც ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აც­რა იყოს. ძაღ­ლი და­აკ­ვირ­დე­ბა თქვენს გან­წყო­ბას: თუ იგ­რძნო, რომ შფო­თავთ, თა­ვა­დაც შე­შინ­დე­ბა და ჭირ­ვე­უ­ლო­ბას და­იწყ­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მო­საც­დელ ოთახ­ში სხვა ძაღ­ლებ­მაც შე­ა­ში­ნეს.

ძნე­ლად მი­სახ­ვედ­რი
მო­ტე­ხი­ლი ფე­ხის და­ფიქ­სი­რე­ბა ამ კო­ლის­თვის შვე­ბა­ა, მაგ­რამ ამის­თვის ვინ­მეს მად­ლი­ე­რი სუ­ლაც არ არის, რად­გან ვე­რა­ფერს ხვდე­ბა. პი­რი­ქით, ეც­დე­ბა სახ­ვე­ვე­ბის დაღ­რღნას.

ყურის ინფექცია

ყურ­ში ინ­ფექ­ციის შე­ეჭ­რა შე­და­რე­ბით ხში­რი მოვ­ლე­ნაა და ძლი­ერ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს.

შე­საძ­ლო სირ­თუ­ლე­ე­ბი
ლეკ­ვებს მშვი­დი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ბუ­ნე­ბა აქვთ და ვე­ტე­რი­ნა­რიც ცდი­ლობს, ამა­ზე აა­გოს სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მათ­თან. უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, ლეკ­ვე­ბი ვე­რა­ფერს გრძნო­ბენ, რო­დე­საც ზურ­გზე, კის­რის არე­ში მოშ­ვე­ბულ კან­ში შპრი­ცი შეჰ­ყავთ ასაც­რე­ლად, არც მა­შინ, რო­დე­საც მიკ­რო­ჩიპს უდ­გა­მენ, რო­მე­ლიც სა­სი­ცოცხ­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­სი ვი­ნა­ო­ბის და­სად­გე­ნად. პრობ­ლე­მე­ბი უფ­რო მა­შინ ჩნდე­ბა, რო­დე­საც ძაღლს რა­ღაც სტკი­ვა და გა­სა­სინ­ჯად სა­ჭი­რო ხდე­ბა მი­სი გა­კა­ვე­ბა. ამ დროს ყველაზე მოსახერხებელი იქნება ალი­კა­პის გა­კე­თე­ბა. თუმ­ცა გა­აჩ­ნია ძაღ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას _ მას შე­იძ­ლე­ბა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც დას­ჭირ­დეს.

და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი და ანეს­თე­ზია
სამ­წუ­ხა­როდ, ძაღ­ლე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რო­დის ეხ­მა­რე­ბი­ან, და ეს არ­თუ­ლებს საქ­მეს რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის, ისე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სტა­დი­ა­ზე. ახ­ლა უკ­ვე არ­სე­ბობს ძალ­ზე ეფექ­ტუ­რი და­მამ­შვი­დე­ბე­ლი, ტკი­ვილ­და­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი და საანესთეზიო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ უმ­სუ­ბუ­ქე­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას ძაღლს, არა­მედ მის სრულ­ფა­სო­ვან მკურ­ნა­ლო­ბა­საც უწყ­ო­ბენ ხელს. მა­თი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი ძაღ­ლი არ იბ­რძვის, არ ცდი­ლობს კბე­ნა­სა და გაქ­ცე­ვას. ძაღ­ლე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ძალ­ზე სწრა­ფად აღიდ­გე­ნენ ჯან­მრთე­ლო­ბას მძი­მე ოპე­რა­ცი­ის შემ­დე­გაც კი.

უმ­ტკივ­ნე­უ­ლო პრო­ცე­დუ­რა
ბულ­დო­გის ლეკ­ვი საკ­მა­ოდ მშვი­დად ხვდე­ბა მიკ­რო­ჩი­პის ჩა­ნერ­გვას, რო­მე­ლიც ძაღ­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო უნი­კა­ლურ კოდს შე­ი­ცავს. მიკ­რო­ჩი­პი ძაღ­ლის სხე­ულ­ში რჩე­ბა და მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს

სახ­ვე­ვე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა

ძალ­ზე ძნე­ლია აი­ძუ­ლოთ ძაღ­ლი, რომ სახ­ვე­ვე­ბი არ მო­იხ­სნას. თუ ძაღლს თა­ვი აქვს შეხ­ვე­უ­ლი, შე­იძ­ლე­ბა წა­მო­აც­ვათ პლას­ტი­კუ­რი რგო­ლი, რო­მე­ლიც სახ­ვე­ვის მოძ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემს.

ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ
თუ ძაღლს ცო­ტა ხნით დას­ჭირ­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა, ნუ იდარ­დებთ – ის თქვენ არ და­გი­ვიწყ­ებთ და არც გა­გე­ბუ­ტე­ბათ, რომ ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში მი­ა­ტო­ვეთ. ძაღ­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რია მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი, ამი­ტომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ხვდე­ბი­ან პატ­რო­ნის და­ნახ­ვას და მას­თან ერ­თად შინ დაბ­რუ­ნე­ბას. ახალ­ნა­ო­პე­რა­ცი­ებ ძაღლს, რა­ო­დენ გა­ხა­რე­ბუ­ლიც უნ­და იყოს, ნუ მის­ცემთ ნე­ბას შე­გახ­ტეთ ან თქვენ გარ­შე­მო ირ­ბი­ნოს, რა­თა ნა­კე­რე­ბი არ გა­ეხ­სნას.


რჩევა

აბე­ბი ძაღლს ინ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით უნ­და და­ა­ლე­ვი­ნოთ; შე­გიძ­ლი­ა­თ ძაღ­ლის საჭ­მელ­შიც შე­უ­რი­ოთ.

მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?