ცნობისმოყვარეობა
მაგალითად, ჩიხუახუას ლეკვი ცნობისმოყვარეობას წინ გადმოხრილი კუდის მოძრაობით გამოხატავს.
ნიშნების ენა
აწეული კუდი მიანიშნებს, რომ ძაღლი ფხიზლად არის და ყურადღებით აკვირდება, რა ხდება მის ირგვლივ. შემდეგ, შეიძლება, ცმუკვა და კუდის აქეთ-იქით გამალებით ქნევა დაიწყოს. ეს აღელვების ნიშანია - ძაღლები ასე, ჩვეულებრივ, თავიანთ პატრონს ესალმებიან, გარკვეული დროით განშორების შემდეგ. თუ ძაღლს
კუდის ენა
ზოგ ძაღლს, სხვებთან შედარებით, კუდით ურთიერთობა უკეთ ეხერხება. გარკვეული ჯგუფი, მაგალითად ნახირის ძაღლები, კუდს ინფორმაციის გადასაცემად ნაკლებად იყენებენ, ხოლო ბევრი დეკორატიული ჯიშისთვის, მაგალითად ამ გვერდზე წარმოდგენილი ჩიხუახუასთვის, კუდი ძალზედ მნიშვნელოვანია პატრონთან ურთიერთობაში. კუდის საშუალებით, ძაღლები დაუყოვნებლივ გამოხატავენ თავიანთ განწყობას, რაზეც შეიძლება, პასუხი მიიღონ კიდეც.
კუდის ფორმები
კუდები, ყურების მსგავსად, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ფორმით, ზომითა და მოქნილობით, რაც მიანიშნებს კუდის მრავალ დანიშნულებაზე ძაღლის ჯიშებს შორის ურთიერთობაში. შპიცის ჯგუფის ერთ-ერთი მახასიათებელია, მაგალითად, დახვეული და ზურგზე დადებული კუდი. რამდენიმე ჯიშის ძაღლები, განსაკუთრებით ნახირის ჯგუფის ინდივიდები, შეიძლება, ნორმალურზე გაცილებით მოკლე კუდებით დაიბადონ ან კუდი საერთოდ არ ჰქონდეთ. ამ უკანასკნელთ ბობტეილებს უწოდებენ.
გრძელბეწვიან ჯიშებს კუდზეც გრძელი ბეწვი აქვთ, ამიტომაც ასეთი კუდი მძიმე და, როგორც ურთიერთობის საშუალება, შედარებით მოუქნელია. ბევრი გლუვბეწვიანი მდევრის, მაგალითად ბლადჰაუნდის, კუდს ხროვის წევრები ადვილად ამჩნევენ, როდესაც ქვეტყეში მსხვერპლს მისდევენ. ამიტომ ამ ჯიშის ძაღლებს კუდი, ძირითადად მაღლა აწეული და ზურგისკენ ოდნავ გადახრილი აქვთ.
კუდის გაჭიმვა
ამ ჩიხუახუამ ახლახანს გაიღვიძა და სხეულთან ერთად ჭიმავს კუდსაც; თავიდან ჰორიზონტალურად უჭირავს, მერე აქეთ-იქით იქნევს, შემდეგ აწეულს გააჩერებს და დაყოვნდება. კუდის მდებარეობასა და მოძრაობას კუნთების გარკვეული ჯგუფი უზრუნველყოფს.
კუდის დაჭერა
ავარჯიშებს რა კუდის კუნთებს, ჩიხუახუას კუდი აწეული უჭირავს და იმავდროულად, მას ჭიმავს კიდეც. კუდის დაზიანებამ შეიძლება, კუნთების დამბლა გამოიწვიოს, რაც კუდის ამგვარ მოძრაობას შეაფერხებს.
შესაძლო პრობლემა
ეს ჩიხუახუა ვერ ხვდება, რა ხდება მის მარცხნივ. ამის ნიშნად მარცხენა ყური უკან აქვს გადაწეული, კუდი კი დაბლა დაშვებულია და მარჯვნივ გადახრილი. კუდს მთელ სიგრძეზე გასდევს ნერვები, მალებზე კი მიმაგრებულია კუნთები, რომლებიც მოძრაობას აწესრიგებს.
ფრთხილად!
ზოგჯერ, მონადირე ძაღლებს ემართებათ კუდის კუნთების დაავადება, რომელსაც "ცივი კუდის", ანუ ლიმბერის სინდრომი ეწოდება. რამდენიმე კვირიანი დასვენების შემდეგ, დაავადება თავისით იკურნება.
მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით