ყველა ძაღლს უყვარს თამაში....
ყველა ძაღლს უყვარს თამაში....
ძაღ­ლე­ბი ცნო­ბი­ლი ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან. მათ თა­მა­ში სი­ბე­რე­შიც კი არ ბეზ­რდე­ბათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძვე­ლე­ბუ­რად ენერ­გი­უ­ლე­ბი აღარ არი­ან. ისინი თა­მა­შის წყა­ლო­ბით ინარ­ჩუ­ნე­ბენ გო­ნებ­რივ და ფი­ზი­კურ სი­ჯან­სა­ღეს, კუნ­თე­ბის ტო­ნუს­სა და სხე­უ­ლის მოქ­ნი­ლო­ბას. ძაღ­ლის ჯი­შის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­მა­შის მა­ნე­რა ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე იკ­ვე­თე­ბა.

თა­მა­შის სა­ხე­ე­ბი
ძაღ­ლში ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე თავს იჩენს თა­მა­შის ის ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რაც მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნარ­ჩუნ­დე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა პატ­რონ­თან თა­მა­ში­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. ლეკ­ვე­ბი ინ­სტინ­ქტუ­რად მის­დე­ვენ სა­თა­მა­შოს, თა­ნაც საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად სწავ­ლო­ბენ მის უკან მო­ტა­ნას - მა­ლე­ვე ხვდე­ბი­ან, რომ პატ­რო­ნი მას
ისევ გა­და­აგ­დებს და თა­მა­შიც გაგ­რძელ­დე­ბა...

გარ­კვე­ულ­წი­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი ოთხ­ფე­ხა მე­გობ­რის გე­ნე­ოლო­გი­აც. მა­გა­ლი­თად, რეტ­რი­ვე­რებს, თით­ქმის ინ­სტინ­ქტუ­რად
მო­აქვთ უკან, მათ­თვის გა­დაგ­დე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყნოს­ვის წყა­ლო­ბით, ძაღლს შე­უძ­ლია, მი­აგ­ნოს სა­თა­მა­შოს, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბის არი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და და ჩა­ვარ­და თხრილ­ში ან გა­და­ვარ­და ღო­ბის იქით.

სა­თა­მა­შოდ გა­მოწ­ვე­ვა

ეს ბორ­დერ კო­ლი პატ­რო­ნის სა­თა­მა­შოდ გა­მოწ­ვე­ვას ცდი­ლობს, რის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­ზა მი­ი­ღო. ზურ­გ ჩაზ­ნე­ქილს წი­ნა ფე­ხე­ბი მი­წა­ზე აქვს გარ­თხმუ­ლი, უკა­ნა­ზე კი დგას.

მარ­ჯვე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი
ზო­გი­ერ­თი ძაღ­ლი მა­გარ ზე­და­პირ­ზე ბურ­თის გა­სა­გო­რებ­ლად წი­ნა თა­თებს ისე იყე­ნებს, რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი ბურ­თის ტა­რე­ბის დროს - ფე­ხებს.

ნივ­თე­ბის დაგ­დე­ბის სწავ­ლა

ლეკ­ვო­ბი­დან­ვე თა­მა­შის დაწყ­ე­ბით, თქვენს ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბარს თან­და­თა­ნო­ბით ას­წავ­ლით ბრძა­ნე­ბა­ზე არა მხო­ლოდ სა­თა­მა­შოს დაგ­დე­ბას, არა­მედ პი­რის გა­ღე­ბა­საც. ამ გზით შეძ­ლებთ ისე­თი ნივ­თე­ბის (მა­გა­ლი­თად, ფეხ­საც­მე­ლე­ბის) წარ­თმე­ვას, რომ­ლე­ბიც და­სა­ღე­ჭად არ გე­მე­ტე­ბათ, ასე­ვე ად­ვი­ლად გა­და­აყ­ლა­პებთ აბებს, თუ სა­მო­მავ­ლოდ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა. ძაღ­ლი, რო­მე­ლიც ლეკ­ვო­ბა­ში მი­ეჩ­ვია პი­რის გა­ღე­ბას, შემ­დგომ­ში ამ პრო­ცე­დუ­რით არ გა­ღი­ზი­ან­დე­ბა. თუმ­ცა, ზრდას­რუ­ლი ძაღ­ლი, რო­მელ­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გა­უხ­სნით ყბებს, ში­შის გა­მო აგ­რე­სი­უ­ლად გა­ნეწყ­ო­ბა თქვენ მი­მართ და, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, გიკ­ბი­ნოთ კი­დეც. პი­რის გა­ღე­ბის სწავ­ლა რთუ­ლი არ არის - ძაღ­ლი მა­შინ­ვე ხვდე­ბა, რომ სა­თა­მა­შოს დაგ­დე­ბით პატ­რონ­თან თა­მა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. და­ა­დეთ მარ­ცხე­ნა (თუ ცა­ცია ხართ, მარ­ჯვე­ნა) ხე­ლი დრუნ­ჩის წვერ­ზე და მე­ო­რე ხე­ლით ნე­ლა ჩა­მო­უ­წი­ეთ ქვე­და ყბა, შემ­დეგ კი უბ­რძა­ნეთ: "და­აგ­დე!".

Zooclub

სა­თა­მა­შო­ე­ბი ჯი­შე­ბის მი­ხედ­ვით

მას­ტი­ფის ტი­პის ძაღ­ლებს, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ისე­თი ათ­ლე­ტუ­რე­ბი, რო­გო­რიც ბევ­რი სხვა ჯი­შია, ნაკ­ლე­ბად იტა­ცებთ ბურ­თის დევ­ნა. სა­მა­გი­ე­როდ, ისი­ნი ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ სა­თა­მა­შო­ებს, რო­მელ­თაც ძლი­ე­რი ყბე­ბით და­ღე­ჭა­ვენ ან შე­ჯიბრებას, ბა­გი­რის გა­და­წე­ვა­ში. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, სა­ჭი­რო­ა, ავარ­ჯი­შოთ ძაღ­ლი, რომ სა­თა­ნა­დო ბრძა­ნე­ბა­ზე სა­თა­მა­შო და­აგ­დოს.

ლეკ­ვის ტკი­ვი­ლი
ყვე­ლა ლეკვს, რო­დე­საც კბი­ლე­ბი ამოს­დის, სჭირ­დე­ბა სა­ღე­ჭი სა­თა­მა­შო­ე­ბი, ამ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სა და ტკი­ვი­ლის შე­სამ­ცი­რებ­ლად.

ფრთხილად!

დარ­წმუნ­დით, რომ ძაღ­ლის­თვის მი­ცე­მუ­ლი ყვე­ლა სა­თა­მა­შო სუფ­თა­ა, თა­ნაც მის­თვის შე­სა­ფე­რი­სია და არა­ფერს და­უ­შა­ვებს.

ნუ გა­მო­იწ­ვევთ!
ინ­გლი­სუ­რი ბულ­დო­გის ეს ლეკ­ვი ყუ­რადღ­ე­ბით აკ­ვირ­დე­ბა სა­ღეჭ სა­თა­მა­შოს, ზის და ელო­დე­ბა, რო­დის მის­ცე­მენ. მო­ე­რი­დეთ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გა­რე­შე ძაღ­ლის გა­მოწ­ვე­ვას სა­თა­მა­შო­თი, ნუ და­ი­ჭერთ მას ისე, რომ ვერ მის­წვდეს. ასე­თი საქ­ცი­ე­ლით შე­იძ­ლე­ბა, ძაღ­ლი იმ­დე­ნად გა­აბ­რა­ზოთ, რომ სა­თა­მა­შოს ძა­ლით წარ­თმე­ვა სცა­დოს.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?