ძაღლების ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა
ძაღლების ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა
ძაღ­ლე­ბი ვო­კა­ლი­ზა­ცი­ით, ანუ ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლე­ბის გა­მო­ცე­მით, აგე­ბი­ნე­ბენ ერ­თმა­ნეთს სა­კუ­თარ გან­წყო­ბა­სა და სურ­ვი­ლებს . მარ­თა­ლი­ა, ყვე­ლა­ზე ხში­რად ყე­ფენ, თუმცა, აქვთ გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი ხმო­ვა­ნი ლექ­სი­კო­ნიც, რო­მელ­შიც შე­დის: მშვი­დი წკმუ­ტუ­ნი, წკავ­წკა­ვი, წკმუ­ი­ლი, ყმუ­ი­ლი და სხვა­დას­ხვა სიძ­ლი­ე­რის ღრე­ნა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და თა­ვი­სე­ბუ­რი ვო­კა­ლი­ზა­ცია ახა­სი­ა­თებთ ლეკ­ვებ­საც.

წკმუ­ტუ­ნი
ლეკ­ვე­ბი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე ურ­თი­ერ­თო­ბენ წკმუ­ტუ­ნით. ეს არის შე­და­რე­ბით მშვი­დი ბგე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ მან­ძილ­ზე არ ის­მის. მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მათ სიხ­ში­რეს. ინ­ტენ­სი­უ­რი და გან­მე­ო­რე­ბი­თი წკმუ­ტუ­ნი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ საქ­მე ცუ­დად არის: მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა ლეკვს სცი­ვა ან ში­ა, რაც თა­ვის მხრივ, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის წი­ნა­
პი­რო­ბა­ა. ზოგ­ჯერ, ძაღ­ლე­ბი წკმუ­ტუნს გა­ნაგ­რძო­ბენ ასა­კის მო­მა­ტე­ბის შემ­დე­გაც, რად­გან ხში­რად, ეს პატ­რონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა­ა.

ღრე­ნა

ეს თა­ვი­სე­ბუ­რი ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი­ა, რო­მე­ლიც სიძ­ლი­ე­რის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა. მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აშ­კა­რა გაფ­რთხი­ლე­ბაა და ასე­ უნ­და იყოს გა­გე­ბუ­ლი. თუ ძაღ­ლი მე­სა­კუთ­რეა, შე­იძ­ლე­ბა, და­უღ­რი­ნოს პატ­რონს, რო­დე­საც იგი რა­ი­მეს წარ­თმე­ვას შე­ეც­დე­ბა. ღრე­ნით­ვე აფ­რთხი­ლებს სხვა ძაღლს, რომ მას­თან ჩხუბს აპი­რებს.

Zooclub

თვალ­თვა­ლი
წკმუ­ტუ­ნის დროს, ძაღლს თა­ვი ხში­რად აწე­უ­ლი აქვს. ნა­წი­ლობ­რივ იმი­ტომ, რომ და­ი­ნა­ხოს, მი­იქ­ცია თუ არა პატ­რო­ნის ყუ­რადღ­ე­ბა.

სა­უ­ბა­რი
ზო­გი ძაღ­ლი, ნამ­დვი­ლად, გა­გი­ბამთ გუ­ლი­თად სა­უ­ბარს. მღელ­ვა­რე­ბის მე­ტად გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, უფ­რო მო­ნო­ტო­ნუ­რად წკმუ­ტუ­ნებს და ცდი­ლობს, შე­ამ­ჩნი­ოთ. ხში­რად, ასე იქ­ცე­ვა შინ თქვე­ნი დაბ­რუ­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პირ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბის შემ­დეგ, რაც, ჩვე­უ­ლებ­რივ, დიდ­ხანს არ გრძელ­დე­ბა. ძაღ­ლი მსუ­ბუ­ქად გე­ხა­ხუ­ნე­ბათ, რი­თიც მეტ ყუ­რადღ­ე­ბას ითხოვს და არა საჭ­მელს ან სა­სე­ირ­ნოდ გაყ­ვა­ნას. ასე­თი მი­ზე­ზის გა­მო, რო­გორც წე­სი, წკმუ­ტუ­ნე­ბენ შე­და­რე­ბით ასა­კო­ვა­ნი ძაღ­ლე­ბი.

კუ­დის ქი­ცი­ნი
ძაღ­ლმა შე­იძ­ლე­ბა კუ­დი არ გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­დე­საც ზის ან ყეფს, მაგ­რამ თუ დგას, თა­ვი­სი გან­წყო­ბის უკეთ გად­მო­სა­ცე­მად კუ­დის მოძ­რა­ო­ბა­საც იშ­ვე­ლი­ებს.

Zooclub

ჯი­შე­ბი და ყე­ფა
ძაღ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად ურ­თი­ერ­თო­ბენ ყე­ფით. ამ ხმო­ვან სიგ­ნალს უფ­რო გა­მაფ­რთხი­ლე­ბე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს და ყო­ველ­თვის რო­დი მი­უ­თი­თებს აგ­რე­სი­ა­ზე. ყე­ფის სიხ­ში­რე იც­ვლე­ბა ერ­თი­-ო­რი და­ყე­ფე­ბი­დან გაბ­მულ ყე­ფამ­დე, შე­იძ­ლე­ბა, უკავ­შირ­დე­ბო­დეს აღელ­ვე­ბას ან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. ამის მა­გა­ლი­თია ძაღ­ლი, რო­მელ­საც სახ­ლში შე­მოს­ვლა სურს მას შემ­დეგ, რაც გარ­კვე­უ­ლი დრო ეზო­ში გა­ა­ტა­რა.

თი­თო­ე­უ­ლი ჯი­ში ვო­კა­ლი­ზა­ცი­ის სა­კუ­თა­რი მა­ნე­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ზო­გი­ერ­თმა მდე­ვარ­მა, მა­გა­ლი­თად ­ბლად­ჰა­უნ­დმა, ძალ­ზე თა­ვი­სე­ბუ­რი ყე­ფა იცის, რაც დიდ მან­ძილ­ზე ის­მის და ხრო­ვის წევ­რებს აძ­ლევს ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ტყი­ან ად­გი­ლებ­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, ერ­თმა­ნეთს ვერც ხე­დავ­დნენ. ბლად­ჰა­უნ­დი ყე­ფით­ვე ატყ­ო­ბი­ნებს თა­ნა­მოძ­მე­ებს, რომ სუ­ნი აი­ღო და მსხვერ­პლის კვალს მიჰ­ყვე­ბა. ადა­მი­ა­ნის­თვის ად­ვი­ლი არ არის ძაღ­ლის ჯი­შე­ბის ამოც­ნო­ბა ყე­ფის მა­ნე­რის მი­ხედ­ვით; ზოგ­ჯერ ყე­ფის ტო­ნი­თაც კი შე­იძ­ლე­ბა მოტყ­უვ­დეს, რად­გან ზო­გი­ერ­თმა პა­ტა­რა ძაღ­ლმა, მა­გა­ლი­თად მოპ­სმა, იცის სა­ოც­რად ბო­ხი, დი­დი ჯი­შის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხმით ყე­ფა. ხო­ლო ბა­სენ­ჯი ერ­თა­დერ­თი ჯი­ში­ა, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ ყეფს.

მგლი­სებ­რი ყმუ­ი­ლი
მარ­ხი­ლის ძაღ­ლე­ბის ყმუ­ი­ლი უფ­რო მგლი­სას ჰგავს, ვიდ­რე ძაღ­ლის რო­მე­ლი­მე ჯი­შის ხმო­ვან სიგ­ნალს.  ეს გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბა ამ მუ­შა ჯი­შებ­სა და რუხ მგელს შო­რის ახ­ლო ნა­თე­სა­ო­ბას მოწ­მობს.

გა­და­წე­უ­ლი თა­ვი
ყე­ფის დროს ძაღ­ლი, მა­გა­ლი­თად ეს  შოტ­ლან­დი­უ­რი მეცხ­ვა­რის ჯი­ში, ძალ­ზე თა­ვი­სე­ბუ­რად გა­და­წევს თავს და ამით ხელს უწყ­ობს სა­კუ­თა­რი ხმის უფ­რო შორს გავ­რცე­ლე­ბას.

რჩევა
ნუ გან­საზღ­ვრავთ ძაღ­ლის ზო­მას ყე­ფით – ხში­რად, მომ­ცრო ძაღ­ლებს გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი ხმა აქვთ, ვიდ­რე დი­დებს.



მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

luxo
სინამდვილეში.... ”სინამდვილეზე უფრო ძლიერი, არისო ფიქრი ამბობს ბალზაკი” ლ. გინახავთ ძაღლი, როცა სხვა ძაღლს შორიდან უყეფს, ნაზ ყმუილს როცა, გამოურევს ხმას ომახიანს, ვერც კი მიხვდები, უწუნებს თუ, რაიმეს უქებს, უცნობ მეტოქეს, თვალითაც რომ არ უნახია. ის მეორე კი, სმენით იქნებ ყველაფერს ისმენს, ხვდება შეკითხვას, პასუხისთვის კი არ ირჯება, მაყეფარისკენ გაიხედოს ყასიდათ, ისე, ფიქრით კი ფიქრობს: რასაც ვეძებ თავად მიხვდება. მგლის ნაშიერნი, თუ არ მგლობენ სინამდვილეში, კი, დაივიწყეს მგლური ყოფა დიდი ხანია, ჩვენთან ყოფნამ გაუჩინათ თუმც სხვა იმედი, ყმუილი მაინც, მშობლიური საუბრია. . . . ჩვენ ასე ვფიქრობთ, რას ფიქრობენ ნეტავ ისინი, ჩვენ ვასწავლეთ თუ, მათ გვასწავლეს კუდის ქიცინი?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?