რატომ გორაობს ძაღლი?
რატომ გორაობს ძაღლი?
ანატომიური თვალსაზრისით, ძაღლებს არ აქვთ ისეთი მოქნილი ტანი, როგორიც კატებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, შესამჩნევად ათლეტურები არიან. მათ შეუძლიათ არა მხოლოდ სირბილი და ხტუნვა, არამედ მოკეცვა და მიწაზე გორაობა.

რატომ გორაობს ძაღლი?
ძაღლის სხეულის ენის გამოვლენები, მათ შორის გორაობაც, მარტივად ვერ აიხსნება. ამ ქცევის გასაგებად ძალზე მნიშვნელოვანია მათი ცხოვრების წესის ანალიზი. ლეკვები ხშირად გორაობენ სხვა ლეკვებთან ერთად, ვითომ ჩხუბის დროს. ძაღლისთვის, როგორც წესი, მორჩილების პოზაა, როდესაც ზურგზე დაწვება და დაუცველი ყელის უბანს გამოაჩენს.
თუმცა, როცა ძაღლი პატრონის წინაშე იღებს ამ პოზას,
ამას ოდნავ განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. იგი ითხოვს მუცელზე მოფერებას, რაც ნდობის მანიშნებელია. ლეკვები ადრეული ასაკიდანვე
ხვდებიან, რომ ამ პოზის მიღებით მეტ ყურადღებას მიიქცევენ.

Zooclub

ნებივრობა

ძაღლის გორაობის ერთ-ერთი მიზეზი მისი სხეულის ტემპერატურაა. ძაღლი დასაძინებლად მოკეცილი წვება, ისე, რომ კუდი თავთან მიაქვს. ასე იქცევიან არა მხოლოდ შინაური ძაღლები, არამედ მათი მონათესავე ყველა გარეული ცხოველი. გათბობის, გაზმორებისა და სხეულიდან სითბოს გაცემის შემდეგ, მძინარე ძაღლი შეიძლება, თანდათან ზურგზეც გადაბრუნდეს, განსაკუთრებით, თუ გარემო შედარებით კომფორტულია.

Zooclub

გაღვიძება

როდესაც ძაღლი გაიღვიძებს, ზურგზე ამობრუნებას მოინდომებს. ამით ჭიმავს ზურგის გრძელ კუნთებს, რაც საწოლიდან წამომდგარი ადამიანის გაზმორებას ჰგავს. ამგვარი ქცევა ნაკლებად ახასიათებთ შედარებით ბებერ ძაღლებს, რომლებმაც უფრო გვერდზე დაწოლილებმა იციან გაჭიმვა. მათი სხეული ნაკლებად მოქნილია, ამიტომ ზურგზე გადაგორება არ შეუძლიათ.

Zooclub

უსიამოვნო ჩვევა
ხშირად, ძაღლები გორაობენ ცხოველის ექსკრემენტებში, სავარაუდოდ, მათი სუნის ასაღებად.

სუნით შენიღბვა
ძაღლები გორაობენ გარკვეული (თუმცა, ნაკლებად მოსაწონი) მიზეზით - ამოისვარონ სხვა ცხოველის, მაგალითად ძროხის, ცხვრის, მელას და ა.შ. ექსკრემენტებში. თანაც, ყველაზე ხშირად დაბანის შემდეგ იქცევიან ასე. მიზეზი უცნობია, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს დაკავშირებულია ძაღლის, როგორც სოციალური არსების, ცხოვრების წესთან. ველური ძაღლები, ზოგჯერ გორაობენ მცენარეჭამია ცხოველების ექსკრემენტებში, რადგან ამით საკუთარ სუნს ახშობენ და მსხვერპლთან ახლოს მიპარვას შეუმჩნევლად ახერხებენ. ამგვარი შემთხვევის შემდეგ, დაბანეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი და რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოარიდეთ ვარჯიშს იმ უბნებში, სადაც ისევ ადვილად დაისვრის ბეწვს. სხვაგვარად, თქვენი ძაღლი პირველი შესაძლებლობისთანავე შეეცდება, იგივე გაიმეოროს.

რთხილად!
თუ უჩვეულო კვანძებს აღმოაჩენთ ძაღლის მუცელზე, მიმართეთ ვეტერინარს - ძუ ძაღლებს განსაკუთრებით ხშირად ემართებათ სარძევე ჯირკვლების სიმსივნე.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

givi-ს
საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, კატა წერს გივის "ნიკით". :)
ნია
ლიზა, სავარაუდოდ თქვენი ძაღლი ვერ იტანს ბანაობას და ამით ტქენც "გსჯით", იმიტომ რომ აბანავეთ.
elene
გივი პრადვინუტობას რას ეძახი შენ?
givi
მეძაღლეებო ნუ შეაწუხეთ მეზობლები თქვენი ვითომ და პრადვინუტობით!
liza
ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი ძაღლი ეზოში რამოდენიმეჯერ ისეთი ამოგუნგლილი ვნახე ცუდად გავხდი, სავარაუდოდ კატის ფაკალიებში ამოიგუნგლა, რაიმე აყროლებული თუ იპოვა იმ წუთასვე შიგ უნდა გადაგორდეს. განსაკუთრებით ნერვების მომშლელია როცა ახალნაბანავებზე აკეთებს ამას.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?