რამდენიმე რჩევა თქვენთვის და თქვენი ძაღლისთვის
რამდენიმე რჩევა თქვენთვის და თქვენი ძაღლისთვის
ცხოველის სახლში ყოლა, დამატებით დროსა და ხარჯებს მოითხოვს. მაგალითად, ცხოველის ბეწვი ნოხზე, სპეციფიკური სუნი სახლში და სხვა. როგორ უნდა მოვერიოთ  იმ დისკომფორტს, რომელსაც ძაღლი გვიქმნის ოჯახში? 

თითქმის ყველა ძაღლის პატრონს გასჩენია კითხვა, რომელი საკვები შეიძლება და არ შეიძლება ჩვენი ოთხფეხა მეგობრისთვის? როგორ ვაბანაოთ  ბინადარი? როგორ გავუწმინდოთ მას კბილები?

ქვევით მოყვანილი რჩევები ძაღლის მოვლისას დაგეხმარებათ და ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან.

1. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს ძაღლს პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის, სუნის გასაქრობად გამოიყენეთ ოხრახუში
. სანამ ძაღლი ჭამას დაიწყებს, მისთვის ჯამში დაყრილ საკვებს ოხრახუშის ფოთლები მოაყარეთ .  

Zooclub

2. ძაღლის მშრალი საკვები სასურველია შეინახოთ პლასტმასის
კონტეინერში. ამით თქვენ დაიცავთ საკვებს გამოშრობისგან. ასევე, კონტეინერში მოთავსებული საკვები ცხოველის ჯამში ჩასაყრელადაც იოლია.

Zooclub

3.თუ თქვენი ოთხფეხა ბინადარი საჭმელს ძალიან სწრაფად ჭამს, ჯამში საკვების დაყრის დროს, კაუჩუკის ბურთი მოათავსეთ. ძაღლი  ნელა დაიწყებს ჭამას, რაც მისი კუჭისთვის და ნაწლავებისთვის მეტად მნიშნველოვანია.

Zooclub

4. ძაღლს არ უყვარს კბილების გაწმენდა, თუმცა ეს მისთვის აუცილებელია. ამიტომ ცხოველისთვის განკუთვნილი (იყიდება ზოომაღაზიებში) სპეციალური კბილის სითხე წაუსთვით იმ სათამაშოს, რომლითაც თქვენი ოთხფეხა მეგობარი ხშირად თამაშობს.

Zooclub

5. ძველი მაისური, ბალიში და თქვენს ძაღლს ლამაზი საწოლი აქვს. (ისე, როგორც ფოტოზეა მითითებული).

Zooclub

6. თუ თქვენი ძაღლი ავად არის და საკვებზე უარს ამბობს, დაალევინეთ  ქათმის ბულიონი (მარილის გარეშე). ის მიიღებს იმ რაოდენობის ცილებს და სითხეს, რაც მისთვის საჭიროა.

Zooclub

7. თუ თქვენმა ძაღლმა ნოხზე მოისაქმა,გამაფხვიერებელი დაგეხმარებათ ლაქების ამოყვანასა და არასასიამოვნო სუნისგან თავის დაღწევაში.

Zooclub

8. ყურადღება! სურათზე მითითებული პროდუქტები საშიშია თქვენი ძაღლის ჯანმთელობისთვის.

Zooclub

9. სავარცხელით, რომელსაც რეზინის კბილანები აქვს, იოლია ნოხიდან ძაღლის ბეწვის აღება.

Zooclub

10. არ დაბანოთ თქვენს ოთხფეხა ბინადარს თავი, რადგან შესაძლოა ყურში ან თვალებში წყალი ჩაუვიდეს, რაც არ შეიძლება, ამიტომ სასურველია, თავზე აბაზანის ქუდი გაუკეთოთ.

Zooclub

გამოსცადეთ ის რჩევები, რომლებიც ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაუზიარეთ მათ, ვისაც ცხოველი ჰყავს სახლში.


ასევე იხილეთ:

როგორ მოვუაროთ ძაღლს

მოულოდნელობის ტოპ-ათეული ძაღლის ახალბედა პატრონისთვის

რა რაოდენობით წყალი უნდა დალიოს ყოველდღიურად ძაღლმა?


tamo
როგორ გადავაჩვიო ლეკვი ოთახში მოსაქმებას?5 თვის არის და მხოლოდ ერთ ოტახში შვება ისიც კუხნაში :(( ცემა არ შველის
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?