საგაზაფხულო ზრუნვა ძაღლზე
 საგაზაფხულო ზრუნვა ძაღლზე
ძაღლის პატრონები მოუთმენლად ელიან გაზაფხულს. ეს ხომ მზეს, ხანგრძლივ სეირნობასა და მხიარულ პიკნიკებს ნიშნავს. მაგრამ სიხარულის გარდა წელიწადის ეს დრო ოთხფეხა მეგობარზე განსაკუთრებული ზრუნვის პერიოდია.

ვზრუნავთ ჯანმრთელობაზე

თბილ პერიოდში სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერიები აქტიურდებიან. გაზაფხულზე ისინი შედარებით ადვილად აღწევენ თქვენი ბინადარის ორგანიზმში, რადგან მისი იმუნიტეტი გრძელი და ცივი ზამთრის მერე დაქვეითებულია. ამიტომ აუცილებელია ძაღლს დროულად ჩაუტარდეს დეგელმინტიზაცია (ჭიებზე დამუშავება) და გაუკეთდეს აცრები ისეთ დაავადებებისგან, როგორიცაა შავი ჭირი, ენტერიტი, ლეპტოსპიროზი და ცოფი. არ გამოტოვოთ ცოფის აცრა, რადგან გაზაფხულის მოსვლასთან ერთად თქვენი
ბინადრები შედარებით ხშირად იმყოფებიან ბუნებაში, მაშასადამე, არის დიდი რისკი მათი ავადმყოფ ცხოველებთან ურთიერთობის.

კიდევ ერთი
სეზონური საგაზაფხულო აცრა ტკიპის კბენის საწინააღმდეგო აცრაა. სინამდვილეში ეს ორგანიზმის ერთუჯრედიანი პარაზიტების –  Babesia, ან Babesia canis ორგანიზმში შეღწევის საწინააღმდეგოდ კეთდება. მთლიანად ამ ვაქცინაზე დაყრდნობა ძნელია, რადგან ტკიპებს მრავალი სახეობის ავადმყოფობები გადააქვთ.

საქართველოში ცნობილ კომპლექსური აცრებიდან ერთ-ერთი "ვანგარდია". ის ეხმარება ორგანიზმს რამდენიმე დაავადების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში.

საშიშ მწერებთან ბრძოლის რამდენიმე გამოცდილი საშუალება არსებობს:
1. სპრეი;
2. წვეთები;
3. საყელური.

ყველა ეს დამცავი საშუალება ეხმარება ორგანიზმს აიცილოს თავიდან არა მარტო ტკიპა, არამედ რწყილები, ასევე სხვა პარაზიტები.

ინსექტოარიციდული სპრეი (Инсектоарицидный спрей) ძაღლს მწერებისგან მხოლოდ მცირე ხნით იცავს. ის იმუშავებს ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დარჩება ცხოველის ბეწვზე. პირობებიდან გამომდინარე, რომელიც ნაჩვენებია გამომშვების მიერ პაკეტზე, სპრეი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე მოქმედებს.

მწერებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო კისრის ჩაყოლებით (ქეჩოზე) დასასხმელი წვეთები ყველაზე ეფექტურად და სანდო დამცავ საშუალებად ითვლება. უმეტესობა მათგან ერევა სისხლს და ლიმფის საშუალებით მოივლის ორგანიზმს. როგორც წესი, წვეთები დამცავ ფუნქციას ასრულებენ არანაკლებ ერთი თვე. თუმცა, საშიში მწერების საწინააღმდეგო წვეთების შერჩევისას საჭიროა მათი საგულდაგულო შერჩევა ძაღლის ზომი მიხედვით, რომ ზუსტად გაითვალოს დოზირება. ტკიპას საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებების არასწორმა მიღებამ შეიძლება ორგანიზმის ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

მწერებისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა სპეციალური საყელური ცხოველებისთვის. მისი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ ვეტერინარულ აფთიაქში, თუმცა მსგავსი სახის დაცვა არ იქნება კარგი, თუ სახლში რამდენიმე ცხოველი გყავთ, რადგან თამაშის დროს ისინი ერთმანეთს კბენენ ყელში, მაშასადამე იწამლებიან. ჩვეულებრივ, საყელური დაცვის ფუნქციას რამდენიმე თვის განმავლობაში ასრულებს.

ნებისმიერი ინსექტოარიციდული საშუალებების გამოყენების დროს ვიცავთ რამდენიმე უბრალო წესს:
1. არ დავუშვათ პროდუქტის დოზის გადაჭარბება.
2. არ დავუშვათ საშუალებების ცხოველის ლორწოვან გარსში მოხვედრა.
3. არ მივცეთ საშუალება ცხოველს გაილოკოს ბეწვი, რომელზეც უსვია დამცავი საშუალება.
4. არ მივცეთ უფლება ცხოველს დაღრღნას დამცავი საყელური.


გადაასხვაფერეთ თქვენი ძაღლი

როგორც ადამიანები, ისე ცხოველები საჭიროებენ განსაკუთრებით გაზაფხულის დადგომისთანავე გარეგნობაზე ზრუნვას. ძაღლის მომზადება თბილი სეზონისთვის არაა ძნელი.

პირველ რიგში საჭიროა აუცილებელი ჰიგიენური პროცედურების ჩატარება:
დავაჭრათ ფრჩხილები, გავკრიჭოთ ბეწვები თათებს შორის და ყურებში. ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ მის ბეწვზე.

თუ თქვენი ძაღლი უხეშბეწვიანია, აუციელბელია ტრიმმინგის (ბეწვის სათითაოდ გამორიდება) პროცედურა. თუ თავად არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალ გრუმერებს (შინაური ცხოველების პარიკმახერებს).
მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი ძაღლები ჩვეულებრივ, იწყებენ ბეწვის ცვენას, ამის გამო აუცილებელია მათი გულმოდგინედ დავარცხნა სავარცხელით, ან ფურმინატორით (ეს არის სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც აცლის ე.წ. მკვდარ ბეწვს, იყიდება ზოომაღაზიებში).

უბეწვო ძაღლების პატრონებმა გაზაფხულზე უნდა შეიძინონ გარუჯვის საწინააღმდეგო ჰიპოალერგიული კრემი და ბამბის პერანგები, ან კომბინეზონები მცხუნვარე მზისგან დასაცავად.


არ მისცეთ თქვენს ძაღლს დაკარგვის საშუალება


რაც მეტ დროს ატარებთ ძაღლთან სეირნობისას, მით მეტი შანსი აქვს მას დაკარგვის. იმისთვის რომ თქვენი ბინადარი დაგიბრუნდეთ უვნებელი, იზრუნეთ, რომ ადამიანმა, რომელიც მას იპოვის, შეძლოს თქვენთან დაკავშირება. უყიდეთ ზოომაღაზიაში სამისამართო (адресник) კაფსულის სახით, ან ლითონის.

კაფსულის სამისამართოში იდება ქაღალდი პატრონის სახელითა და ტელეფონის ნომრით, ხოლო ლითონისაზე შეგიძლიათ ამოტვიფროთ საკონტაქტო ინფორმაცია. უმჯობესია გამოყენებულ იქნას სამისამართოს ორივე სახეობა, რადგან აქტიური თამაშების დროს ერთ-ერთი შეიძლება მოძვრეს ძაღლის საყელურს.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?