პატრონმა ძაღლს მყუდრო და ლამაზად გაფორმებული ოთახი გაუკეთა
პატრონმა ძაღლს მყუდრო და ლამაზად გაფორმებული ოთახი გაუკეთა
6 წლის კოკერ სპანიელის ჯიშის ძაღლი, სახელად კოკო, მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ვარინგტონში (დიდი ბრიტანეთი) ცხოვრობს. პატრონმა ნატალი ჰამონდიმ გადაწყვიტა, თავისი ოთხფეხა ბინადარი გაეხარებინა - გალიიას და ვოლიერის ნაცვლად, მისთვის კიბის ქვეშ ცალკე ოთახი გააკეთა.

დღეს კოკოს მყუდრო ოთახი, საწოლით, საკვები ჯამებითა და სათამაშოებით მოწყობილი აქვს.

ადრე კიბის ქვეშ კოკოს გალია იდგა, მაგრამ ნატალიმ გადაწყვიტა, რომ ეს მისი ბინადრისთვის შეუფერებელი იყო.

Zooclub

"სახლში ნივთები გადავაადგილეთ. ამის შემდეგ კოკოს ვოლიერი თვალში ცუდად მხვდებოდა. გადავწყვიტეთ, მისთვის სრულფასოვანი ოთახი გაგვეკეთებინა, შედეგად მყუდრო და ლამაზი ოთახი გამოვიდა. თავიდან
ძაღლის საწოლი მოვათავსეთ, ხოლო შემდეგ სურვილი გაგვიჩნდა, ის ლამაზად გაგვეფორმებინა...

Zooclub

ადრე კოკოს თავის გალიაში ეძინა.
დღის საათებშიც ზოგჯერ თავის საწოლში წვებოდა, მაგრამ მას ჰქონდა სახლში საყვარელი ადგილები, სადაც ნებივრობა უყვარდა. მას შემდეგ, რაც თავისი ოთახი აქვს, ყოველთვის იქ იძინებს", - ამბობს კოკოს პატრონი.

Zooclub

პატრონის თქმით, კოკოს სამყოფელის გაკეთებას დიდი დრო არ დასჭირდა: "მე და ჩემმა მეუღლემ ოთახი ერთ კვირა დღეს გავაკეთეთ, კიდევ რამდენიმე საღამო მისი გაფორმებით ვიყავით დაკავებულნი, მაგრამ ჩვენი შრომა დაფასდა, კოკოს იმდენად მოეწონა ოთახი, რომ თავისი ბუნაგიდან გემრიელი სასუსნავის სანაცვლოდაც კი აღარ გამოდის".

Zooclub

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

ძაღლებისთვის განკუთვნილი საოცრად კომფორტული სახლი, რომელსაც ფანჯრები და აივანი აქვს

ოგონამ გომბეშო აიყვანა და მას ისეთი კომფორტი მოუწყო, რასაც ბევრი ინატრებდა

პატრონმა თავის ძაღლებს გაუკეთა კომფორტული სახლი, რომელსაც მისაღები ოთახი და საუნა აქვს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?