შეიძლება თუ არა, რომ ჩვენმა ოთხფეხა მეგობარმა მზის დამწვრობა მიიღოს?
შეიძლება თუ არა, რომ ჩვენმა ოთხფეხა მეგობარმა მზის დამწვრობა მიიღოს?
მზის აბაზანის მიღება მოსწონთ არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც, თუმცა, მზის სხივებქვეშ დიდი ხნით ყოფნა უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, ამასთანავე, დიდი ალბათობაა იმისა, რომ სერიოზული დამწვრობა მივიღოთ. იგივე რისკის ქვეშ არიან ცხოველებიც, მაგრამ ზოგიერთი სახეობა ბუნებამ მზისგან დაცვის უნარით დააჯილდოვა.

მაგალითად, ჟირაფს შავი შეფერილობის ენა აქვს, რომ მზეზე არ დაიწვას: ცხოველი ენით სახეს ილოკავს და მზისგან დამცავი კრემის მაგივრად ქვიშას იყენებს. მარტორქა და ბეჰემოთი ტალახში იგანგლებიან, რათა მზის სხივებისგან კანი არ დაუზიანდეთ.

რა ხდება შინაური ცხოველების შემთხვევაში?  საუბარია კატებსა და ძაღლებზე

სამწუხაროდ, შინაური
ბინადრები მზის დამწვრობას მარტივად იღებენ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ცხოველს ბეწვი არ აქვს. სხეულზე არსებული
ნაზი და ფაფუკი კანი ზიანდება: ჩნდება მზის დამწვრობა ან მზის დერმატიტი. უნდა აღინიშნოს, რომ თუ ძაღლი მზისგან ერთხელ მაინც დაიწვა, კანის პრობლემები პერიოდულად გაგრძელდება, რადგან მზის დერმატიტი ქრონიკული დაავადებაა.

მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ოთხფეხა ბინადარი მზისგან მაინც დაიწვა? მკურნალობა ინდივიდუალურია, რომელიც სპეციალისტმა უნდა დანიშნოს. 

Zooclub

დამწვრობის მისაღებად არ არის აუცილებელი მზიან ამინდში დიდხანს ყოფნა, ზოგჯერ 5 წუთიც საკმარისია, იმისათვის, რომ ცხოველს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. ყოველივე დამოკიდებულია ძაღლის/კატის ასაკზე, მის ჯანმრთელობაზე, კლიმატსა და სხვა ფაქტორებზე.

იმისათვის, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი მზის სხივების დამწვრობისგან დაიცვათ, ცხელ ამინდში ასეირნეთ ჩრდილში, ან თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, გყავდეთ სახლში.

მზრუნველმა პატრონმა თავის ბინადრისთვის უნდა შეარჩიოს მზის დამცავი სპრეი მაღალი SPF-ით (შეგირჩევთ ვეტერინარი)  და ცხოველის ბეწვი ძალიან დაბალზე არ უნდა იყოს შეკრეჭილი (ბეწვი ძაღლს/კატას იცავს მზის სხივებისგან). მარტივი წესების დაცვით, ცხოველის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება და ზაფხულში პატრონიც მშვიდად დაისვენებს.

ასევე იხილეთ:

რამდენად სწორად აბანავებთ თქვენს ძაღლს?

ყველაზე საინტერესო კითხვა ძაღლის მფლობელთათვის - რამდენად ხშირად უნდა დავბანოთ ჩვენი შინაური ცხოველი?

აუცილებელია თუ არა ზოგიერთი ჯიშის ძაღლისთვის ზამთარში ფეხსაცმლის ჩაცმა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?