წავიდეთ თუ არა ძაღლთან ერთად ლაშქრობაში
წავიდეთ თუ არა ძაღლთან ერთად ლაშქრობაში
გარეთ ზაფხულია და დაღლილი ადამიანები დასასვენებლად ბუნებაში გადიან. ამ დროს ჩნდება ერთი კითხვა: თან წავიყვანოთ თუ არა ჩვენი ბინადარი?

ძაღლს ყოველთვის უხარია ქალაქგარეთ გასვლები და ლაშქრობები: თუ თქვენ გრძელვადიან მრავალდღიან ლაშქრობაში აპირებთ წასვლას, მაშინ თქვენი ძაღლის შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინოთ.


როგორ წავიდეთ ლაშქრობაში ძაღლთან ერთად

წავიყვანოთ, თუ არ წავიყვანოთ?


თუ ეს არის ჯიში, რომელსაც არ შეუძლია დიდხანს სიარული, მაშინ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, გაუძლებს თუ არა ძაღლი მრავალდღიან ლაშქრობას. ასევე ნებისმიერი ძაღლი, რომელი რთულ და მრავალდღიან ლაშქრობაში მიდის, რომელსაც მოეთხოვება გამძლეობა, უნდა
იყოს ამისთვის მომზადებული წინასწარ, რომ შემდეგ არ განიცადოთ იმის გამო, რომ ძაღლი ძალიან გადაიღალა, ან
კოჭლობა დაიწყო. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ მზად ხართ წაიყვანოთ თან ძაღლი, თუ თქვენი ძაღლი ფიზიკურად მზადაა, მაშინ, რა თქმა უნდა, თქვენ არ ინანებთ, რადგან ბუნებაში ლაშქრობა – ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა თქვენს ოთხფეხა ბინადართან ერთად დროის გატარებისთვის. შეგახსენებთ, რომ ძაღლი უნდა იყოს აცრილი ცოფზე და დამუშავებული უნდა იყოს კანის პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით.


რა უნდა ვიქონიოთ თან?

ნივთები, რომელიც აუცილებელია მოგზაურობისას:

გრძელი საბელი;
ალიკაპი;
პალდუმი (იმ შემთხვევაში, თუ მარშრუტი გაივლის მთიან ადგილას);
წყლის და საჭმლის საკვებურები (შეიძლება ერთი ჯამის გამოყენებაც);
არ დაგავიწყდეთ ძაღლის საშინაო სააფთიაქე ყუთი, იქ უნდა იყოს შემდეგი: ნახშირის; აბები, "სმეკტა" და ენტეროსგელი მოწამვლის შემთხვევაში;
სპირტი, წყალბადის ზეჟანგი ცხოველის იარის შემთხვევაში;
ბინტი და ბამბა.

გასვლის წინ, განსაკუთრებით, თუ თქვენ მიდიხართ იქ, სადაც ნაკლები ხალხი იქნება, საჭიროა მიმართოთ თქვენს ვეტერინარს, რომ გაგიწიოთ კონსულტაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ გველის კბენის შემთხვევაში პირველადი დახმარებისას.

პრობლემების ასაცილებლად, ძაღლისთვის აუცილებელია თვალყურისდევნება, რადგან მისთვის გველი შესანიშნავი გასართობია, სააფთიაქე ყუთში კი აუცილებელია ჩადოთ სუპრასტინი და ტავეგილი – ეს პირველი სახელდახელო საშუალებაა, რომელსაც იყენებენ გველის კბენისთანავე.

თუ გზა გაივლის ქვიან გარემოზე, მაშინ აუცილებელია ვიზრუნოთ ძაღლის თათებზე და წინასწარ შევიძინოთ ცვილი, რომელიც დაიცავს ბალიშებს ხახუნისგან. ქალაქში მცხოვრები ბევრი ძაღლი იღებს ტრავმებს და გზას ვეღარ აგრძელებს.


რა უნდა გავითვალისწინოთ

ხშირად სოფლებში ან დასახლებებში, რომელიც შეიძლება გზაზე შემოგხვდეთ, შეიძლება ბალახობდნენ შინაური ცხოველები. აქ აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება და არ მივცეთ ძაღლს გაეკიდოს ძროხას ან ცხენს. რადგან ქალაქში გაზრდილმა ძაღლმა არ იცის ფერმაში მოქცევის წესები და ამიტომ შეიძლება სერიოზული ტრავმა მიიღოს შეშინებული შინაური ცხოველისგან. განსაკუთრებით ეს ეხება ცხენების რემას. ტყეში შეიძლება ასევე მრავალი სხვა ცხოველი შემოგხვდეთ, რომლის შეხებაც თქვენი ცხოველისთვის ასევე არაა აუცილებელი.

თუ ძაღლს აქვს მუქი, ან ხშირი ბეწვი, მაშინ არ უნდა დავივიწყოთ მათი გადახურების საკითხი, განსაკუთრებით ცხელ ამინდში: იშვიათად დაასველეთ ძაღლის ბეწვი წყლით, ან ადგილობრივ წყალსაცავებში ბანაობის საშუალება მიეცით. რაც შეეხება წყალსაცავებს, აქ ასევე უნდა ვიყოთ ყურადღებით. თუ ეს მთის წყალია, მაშ არ არის საჭირო მასში ძაღლის საბანაოდ შეშვება, რადგან ასეთი მდინარე საკმაოდ ვერაგია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გგონიათ, რომ დინების სიჩქარე მინიმალურია, სინამდვილეში ეს საკმარისია იმისთვის, რომ ცხოველი სწრაფად მოსტაცოს ნაპირს. თუ თქვენ ძაღლს ასეთ მდინარეში ბანაობის ნებას მაინც მისცემთ, მაშინ საჭიროა მისი საბელით დაჭერა, ან არ დაუშვათ ღრმად შევიდეს, დაე იბანაოს იქ, სადაც მისი თათები მიწას სწვდება.

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვილი საშუალებას მოგცემთ შვებულება დანანების გარეშე გაატაროთ და გახსოვდეთ: ყოველთვის დიდი ყურადღება მიაქციეთ ძაღლს, რადგან ცხოველები უცხო ადგილებში ხშირად იკარგებიან.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?