უსაფრთხო მგზავრობა ძაღლისთვის, თბილი ჰამაკი კატისთვის, სასარგებლო სასუსნავი: რამდენიმე რჩევა შინაური ცხოველების მფლობელთათვის
უსაფრთხო მგზავრობა ძაღლისთვის, თბილი ჰამაკი კატისთვის, სასარგებლო სასუსნავი: რამდენიმე რჩევა შინაური  ცხოველების მფლობელთათვის
ცხოველის მოვლა დიდ დროს მოითხოვს, რაც მფლობელთა უმეტესობისთვის პრობლემას წარმოადგეს, თუმცა, ძაღლები და კატები, პირდაპირი მნიშვნელობით, დამოკიდებულნი არიან პატრონზე. ყურადღება, მზრუნველობა, მოვლა და უბრალოდ გვერდით ყოფნაც კი ოთხფეხა მეგობრებისთვის მნიშვნელოვანია.

იმისათვის, რომ ცხოველისა და პატრონის ცხოვრება შემსუბუქდეს, ჩვენ შევკრიბეთ რამდენიმე მარტივი და ეფექტური რჩევა.

კბილების სწრაფი წმენდა

Zooclub

ცხოველის კბილებისა და პირის ღრუს მოვლა აუცილებელია, თუმცა, მისი წმენდა არასასიამოვნოა, როგორც შინაური ბინადრისთვის, ისე პატრონისთვის.

კბილების გასაწმენდად ერთი ეშმაკობა გამოგადგებათ: კბილის პასტა (სპეციალურად ცხოველისთვის განკუთვნილი) წაუსვით თქვენი ბინადრის საყვ
არელ სათამაშოს, სასურველია, რომ ნივთის ზედაპირი არ იყოს გლუვი.

ამ მეთოდით ძაღლი კბილებს თავად გაიწმენდს.

"თბილი ჰამაკი" კატებისთვის

Zooclub

ფუმფულა ბინადრისთვის თბილი
ადგილის მოწყობა ძალიან მარტივია: აიღეთ მყარი (რთულად მოსადრეკი) მავთული და მისგან გააკეთეთ ისეთი ფორმის ჩამოსაკიდი საწოლი, როგორიც ფოტოზეა მითითებული. მიღებულ კარკასს გადააკარით თბილი, ფუმფულა ნაჭერი და გარშემო შეკერეთ, რათა არ მოძვრეს.

კომფორტული სახლი

Zooclub

არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ძვირადღირებულ საწოლს კატა არ ეკარება და იძინებს იქ, სადაც თავად სურს, თუმცა, ჩვეულებრივი მუყაოს ყუთი ამ არსებისთვის საყვარელი ადგილი ხდება.

ნუ დახარჯავთ ზედმეტ თანხას ცხოველის საძილე ნივთებზე, რადგან მას ბევრად მოეწონება მუყაოს სახლი, რომელსაც ექნება დახურული კოლოფის ფორმა  და პატარა ხვრელი, რომ კატა შეძვრეს.

უსაფრთხო მგზავრობა ცხოველისთვის

Zooclub

მგზავრობის დროს ძაღლების უმეტესობა იწყებს შფოთს და მოუსვენარი ხდება. ცხოველის აქტიურობისას მძღოლს ყურადღება ეფანტება, რაც სახიფათოა.

რა არის გამოსავალი? უსაფრთხოების ქამრებს შორის (ან კარის სახელურებს შორის) დაამაგრეთ საბელი და მას მიამაგრეთ მეორე საბელი, ხოლო შემდეგ ძაღლის საყელური. სიმშვიდე გარანტირებული გაქვთ.

სასარგებლო სასუსნავი

Zooclub

ძაღლის სასუსნავები არც თუ ისე იაფი ღირს. გარდა ფასისა, ისინი შეიცავენ საღებავებსა და არომატიზატორებს.

გემრიელი სასუსნავის მომზადებას თავადაც მარტივად შეძლებთ. იგი იქნება ნატურალური ყოველგვარი დანამატების გარეშე.

ქათმის ფილე დაჭერით ფირფიტებად (დაახლოებით 0.5 სმ.) და გამოაშრეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში. სასუსნავი მზად არის, თქვენი ბინადარი ამ საჩუქრით მადლიერი დარჩება.

მშრალი ყურები

Zooclub

ძაღლის დაბანა მზრუნველობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ეს პროცესი არც ისე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, შამპუნი იწვევს ძაღლის გაღიზიანებას.

აუცილებელია სიფრთხილე, რათა წყალი ყურის ნიჟარაში არ მოხვდეს. ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ჩვეულებრივი, ადამიანისთვის განკუთვნილი აბაზანის ქუდი. დიახ, ძაღლი შესაძლოა, სასაცილოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ დარწმუნებულნი იქნებით, რომ ყურში წყლის ერთი წვეთიც არ მოხვდება.

შენიშვნა: აბაზანის ქუდის გამოყენება კატის ბანაობის დროსაც შეიძლება.

ასევე იხილეთ:

რამდენიმე რჩევა თქვენთვის და თქვენი ძაღლისთვის

ბანაობის პროცედურა კატებისთვის

როგორ უნდა მოუწყოთ თუთიყუშს საშხაპე ? (მარტივი და გენიალური იდეა)

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?