10 ყველაზე ფუმფულა ძაღლის ჯიში
10 ყველაზე ფუმფულა ძაღლის ჯიში
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ის გვიყვარს როგორიც არ უნდა იყოს, მაგრამ ზოგიერთი ჯიში განსაკუთრებით საყვარელია, ხოლო მათი ბეწვი ნამდვილი სამოთხეა ტაქტილური (შეხებითი შეგრძნებები) ადამიანებისთვის.

ჩვენ შევკრიბეთ 10 ყველაზე ფუმფულა ძაღლის ჯიში. რომელიმე მათგანის მფლობელი შესაძლოა, თქვენც იყოთ.

სამოედი

Zooclub

ეს ჯიში წარმოშობით ციმბირიდანაა. მას აქვს ორმაგი თივთიკი, რომელიც ცივი კლიმატის დროს საიმედოდ იცავს. სამოედს ხშირი ბეწვის დამსახურებით ძალიან საყვარელი გარეგნობა აქვს.

წვერიანი კოლი

Zooclub

ამ თბილ და ერთგულ კომპანიონს გრძელი ბეწვი აქვს, რომელიც მთელ სხეულს ფარავს. წვერიანი კოლი საოცრად ლამაზია, თუმცა,
მისი თივთიკის მოვლა სახლის პირობებში ძალიან რთულია.

კეესჰონდი

Zooclub

საქართველოში ნაკლებად ცნობილი ფუმფულა ბინადარი. ეს ეგზოტიკური
ჯიშია. ხვად კეესჰონდს კისერზე ფაფრისმაგვარი თივთიკი ეზრდება.

ბიშონ ფრიზი

Zooclub

რამდენიმე ფენა თივთიკის დამსახურებით, ეს არსება ძაფის გორგალივით გამოიყურება. ის იმდენად ფუმფულა და საყვარელია, რომ ჩახუტება მოგინდებათ.

ში-ცუ

Zooclub

სათანადო მოვლისა და ზრუნვის შემთხვევაში, ში-ცუს ეზრდება გრძელი და ლამაზი ბეწვი. ის უყვართ არა მარტო საყვარელი გარეგნობის გამო, არამედ ერთგულებისა და მეგობრული დამოკიდებულებისთვის.

პუდელი

Zooclub

პუდელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფუმფულა შინაური ბინადარია. იგი მარტივად მოსავლელი ჯიშია.

პომერანიული შპიცი

Zooclub

გრძელი, სწორი ბეწვისა და პატარა ტანის დამსახურებით, ეს ჯიში ფუმფულა სათამაშოს მოგაგონებთ. მას ასევე ქარიზმატული ხასიათი აქვს, რისთვისაც პატრონს ძალიან უყვარს.

ძველი ინგლისური ნაგაზი

Zooclub

ეს ჯიში გამოიყურება, როგორც იატაკის ფუმფულა ნოხი, მაგრამ იგი ძველი ინგლისური ნაგაზია. თუ ბეწვს არ შეჭრით, ის თვალებსა და მთელ სხეულს დაუფარავს და შესაძლოა, რაიმე ფუმფულა ნივთშიც აგერიოთ.

ჩაუ-ჩაუ

Zooclub

წარმოიდგინეთ, როგორი არსება იქნება დათვის, ლომისა და კეთილი ძაღლის ნარევი? ჩაუ-ჩაუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფუმფულა ჯიშია.

ტიბეტური მასტიფი

Zooclub

თუ გსურთ, გყავდეთ უზარმაზარი, ფუმფულა შინაური ცხოველი, რომელსაც ცივ ამინდში ჩაეხუტებით და სითბო გარანტირებული გაქვთ, ტიბეტური მასტიფი საუკეთესო არჩევანია. მისი გრძელი ორმაგი ბეწვი შესაძლოა, სხვადასხვა შეფერილობის იყოს.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 11 ჯიში, რომლებიც ცივი კლიმატის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ

ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც "დიდი ბავშვები" არიან

რომელი ძაღლის ჯიშია თქვენთვის იდეალური

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?