ცხოველის ტკიპებისა და რწყილებისგან განთავისუფლების ნატურალური, მარტივი და ეფექტური საშუალება
ცხოველის  ტკიპებისა და რწყილებისგან  განთავისუფლების ნატურალური,  მარტივი და ეფექტური საშუალება
მტკივნეულია, უყურო საყვარელ შინაურ ცხოველს, რომელიც იტანჯება რწყილის ან ტკიპის ნაკბენისგან. მწერები საზრდოობენ ცხოველის სისხლით, შედეგად კი  ჩვენი შინაური ბინადრები იტანჯებიან.

ნაკბენისგან გამოწვეული სიმპტომები უსიამოვნოა: ინტენსიური ქავილი, სიცხე, წყლულები და გამონაყარი კანზე. არსებობს ნატურალური საშუალება, გვერდითი მოვლენების გარეშე, რომელიც თქვენს ოთხფეხა ბინადარს თავიდან ააცილებს დისკომფორტს და შემდგომ გართულებებს.

გარდა ამისა, ეს ნარევი არა მარტო გაათავისუფლებს ცხოველს რწყილებისა და ტკიპებისგან, არამედ მისი ბეწვი გახდება ფაფუკი და მბზინვარე.

თქვენ დაგჭირდებათ:

ვაშლის ძმარი - 200 მლ. 

ზღვის მარილი -
½ ჩ.კ.

საკვები სოდა - ½ ჩ.კ.

თბილი წყალი  - 2 ან 3 სუფრის კოვზი.

მომზადების წესი:

1. ბოთლში, რომელსაც
სპრეის თავსახური აქვს, ჩაასხით ძმარი, დაუმატეთ მარილი და სოდა. დაუმატეთ წყალი და კარგად აურიეთ, რათა ერთ მასად იქცეს.

2. ამ ნარევით ცხოველის ბეწვი ბოლომდე დანამეთ. განსაკუთრებით ყურების, ფეხებისა და კისრის არეში - ეს ადგილები ყველაზე ცხელია და მეტად იზიდავს რწყილსა და ტკიპას.

3. პროცედურის შემდეგ, ყოველი შემთხვევისთვის, შეამოწმეთ ცხოველის ბეწვი. თუ კანზე მწერი შენიშნეთ, იგი დასუსტებული იქნება და შეგიძლიათ, ხელთათმანის დახმარებით, ბეწვიდან მოაშოროთ.

დაიმახსოვრეთ, რომ შინაური ცხოველის მწერებისგან დამცავი საუკეთესო საშუალება მისი ხშირი ვარცხნაა. ასევე, არ დაგავიწყდეთ ვეტერინართან კონსულტაცია.

ასევე იხილეთ:

თუ თქვენს ძაღლს კანი ხშირად ექავება და სპეციფიკური სუნი მძაფრად აქვს, ეს ნაყენი ამ პრობლემას მოაგვარებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?