როგორ მოვუაროთ გერმანული ნაგაზის ლეკვს
როგორ მოვუაროთ გერმანული ნაგაზის ლეკვს
გერმანული ნაგაზი  ერთ-ერთი ლიდერი ჯიშია მსოფლიოში. ადამიანების უმეტესობას გერმანული ნაგაზი მოსწონს მისი არაერთი დადებითი თვისებებიდან გამომდინარე, რომელთა შორისაც არის: მაღალი ინტელექტი, სიამაყე, მოკრძალებული თვისებები და ეფექტური გარეგნობა.

როგორ გავზარდოთ ჯანმრთელი ძაღლი? რა უნდა იცოდეს პატრონმა, როდესაც ოჯახის ახალი წევრი გერმანული ნაგაზის ლეკვი ხდება?

სპეციალისტის რჩევები ამ ჯიშის აღზრდაში დაგეხმარებათ.

კვება

ნებისმიერი ჯიშის ლეკვის მოყვანისას, ყველა გამოუცდელ პატრონს უჩნდება კითხვა, რომელი საკვები შეიძლება შინაური ბინადრისთვის და რომელი არა? ადრინდელთან შედარებით, დღეს ამ მხრივ დიდი არჩევანია - დაწყებული ნატურალური საკვებით დამთავრებული სპეციალური ძაღლის, ე.წ.
კორმით.

გერმანული ნაგაზის ლეკვის კვების მხრივ, არსებობს ორი ვარიანტი თავისი დადებითი და ნაკლოვანი მხარეებით.

პირველი - სპეციალურად გამზადებული საკვები იყიდება, როგორც მშრალი, ისე კონსერვის სახით. ეს ძალიან მოსახერხებელია პატრონისთვის, რადგან მისი მომზადება არ არის საჭირო. მეორე - ცხოველის მზა საკვებში ბალანსირებულად არის ის საჭირო ნივთიერებები, რაც თქვენი ბინადრის ზრდასა და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

გერმანული ნაგაზი  დიდი ზომის ჯიშებს განეკუთვნება - მის ორგანიზმში არასაკმარისმა ვიტამინების ან მინერალების არსებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ზრდის განვითარების, კუნთოვანი სისტემის პრობლემები. ლეკვისთვის ხარისხიანი საკვების შერჩევის შემთხვევაში, იცავთ მას მსგავსი პრობლემებისგან. საკვების შერჩევისას აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან.
Zooclub

რაც შეეხება ნატურალურ კვებას, მისი მომზადება არც ისე მარტივია, რადგან უნდა შეარჩიოთ ის ბოსტნეული, რომელიც გაჯერებული იქნება ლეკვისთვის სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. ასევე, მნიშვნელოვანია ხორცის ხარისხიც,  ამიტომ უმჯობესია, არჩევანი ძაღლის ხარისხიან საკვებზე შეაჩეროთ.

ჯანმრთელობა

გერმანული ნაგაზის ლეკვი ძალიან ენერგიულია. ის ინტერესდება ყველა ნივთით, ამიტომ უმჯობესია, მისგან შორს გადამალოთ ბასრი და მავნე საგნები. ყოველი შემთხვევისთვის, სახლში  ფეხსაცმელები ლეკვისთვის მიუწვდომელ ადგილას მოათავსეთ. ამასთანავე, ცხოველი უნდა უზრუნველყოთ მრავალფეროვანი სათამაშოებით, რათა ყურადღება გადაიტანოს. 

თუ აიყვანთ ვაქცინირებულ ლეკვს, აუცილებლად გაარკვიეთ შემდეგი აცრის თარიღი. ასევე -ჭიასა და მკბენარებზე დამუშავების პერიოდი. აუცრელი ლეკვის შემთხვევაში, ვეტერინართან გაარკვიეთ აცრების თანმიმდევრობა, პერიოდი და მკაცრად მიჰყევით მის რჩევას.

Zooclub

გერმანული ნაგაზი არ ითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, მაგრამ როგორც სხვა დიდი ზომის ჯიშებს, მასაც ესაჭიროება კუნთებისა და ძვლების კონტროლი: ლეკვს არასოდეს მისცეთ ორპირში დაწოლის და ჩამოხტომის (მაგ. სავარძლიდან, კიბიდან ან რაიმე სხვა სიმაღლიდან) უფლება, სანამ მისი ძვლები საბოლოოდ არ გამაგრდება. თუ  სახლში გაქვთ პრიალა იატაკი, ცხოველის ზრდის პროცესში რეკომენდირებულია ზედაპირს რამე გადააფაროთ, რათა სიარულისას ლეკვის თათები არაპროპორციულად არ გადაადგილდეს. სიარულისას არასწორი პოზა ახდენს თათების დეფორმირებას. ამ მარტივი მეთოდების გათვალისწინებით, სამომავლოდ ძაღლს დაიცავთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემებისგან, რომლებიც ამ ჯიშის  ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით აუცილებელია ლეკვის (ძაღლის) დამუშავება მკბენარებზე. პიროპლაზმოზი სასიკვდილოდ საშიშია შინაური ბინადრისთვის, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი პროფილაქტიკაა, ვიდრე შემდგომი მკურნალობა. 

წვრთნა

გერმანული ნაგაზის ლეკვის წვრთნა რეკომენდირებულია სახლში მოყვანის  პირველივე დღიდან. მიუხედავად მაღალი ინტელექტისა, საუკეთესო მეხსიერებისა და სწავლის დიდი სურვილისა, შინაურ ცხოველს "დადებითი ტონის" ზოგიერთი  წესი ძალიან პატარა ასაკიდან უნდა ასწავლოთ. ძაღლი უნდა იყოს დამჯერი და მართვადი - არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი პატარა, საყვარელი ბინადარი, სულ რამდენიმე თვეში გადაიქცევა დიდ, უხეშ არსებად.

Zooclub

პირველ ჯერზე, გამოუცდელი პატრონებისთვის, საუკეთესო გამოსავალია, ლეკვი პროფესიონალ მწვრთნელთან ატარონ. თქვენ პროფესიონალ რჩევებს გაგიზიარებენ, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ ძაღლთან და როგორ  გამოასწოროთ შეცდომები, თუ ეს უკანასკნელი არსებობს.

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი ძაღლი სხვა ძაღლების მიმართ აგრესიულია?

რამდენიმე რჩევა თქვენთვის და თქვენი ძაღლისთვის

თუ თქვენს ძაღლს კანი ხშირად ექავება და სპეციფიკური სუნი მძაფრად აქვს, ეს ნაყენი ამ პრობლემას მოაგვარებს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?