მოულოდნელობის ტოპ-ათეული ძაღლის ახალბედა პატრონისთვის
მოულოდნელობის ტოპ-ათეული ძაღლის ახალბედა პატრონისთვის
ძაღლის ყიდვის შემდეგ თქვენ უამრავი სიურპრიზი გელოდებათ, სასიამოვნო და არც თუ სასიამოვნო. მოგითხრობთ, თუ რა მოულოდნელობები ელოდება ახალბედა პატრონს .

1. ძაღლმა შეიძლება დაგიღრღნათ სახლი. არაერთხელ არის შემოწმებული ფაქტი, რომ სახლში მარტოდ დარჩენილ ძაღლებს მშვენიერი "რემონტის" გაკეთება შეუძლიათ, ამიტომ თქვენ მოგიწევთ გაფუჭებული ნივთების და მატერიალური დანაკარგისთვის თვალის გასწორება.

2. ძაღლი მუდმივად ითხოვს ყურადღებას. ძაღლი - სათამაშო არ არის, ის მოითხოვს ყურადღებას და მისით უნდა დაკავდეთ. თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ამ წესს, შედეგი იქნება გამანადგურებელი.

3. ძაღლი შეიძლება სერიოზულად გახდეს ავად. მკურნალობა და ვეტერინარული
მომსახურება საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ საჭიროა ფინანსებზე დაფიქრება მანამ, სანამ ძაღლს აიყვანდეთ.

4. ძაღლთან აუცილებელია სეირნობა ნებისმიერ
ამინდში
და ნებისმიერ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარეთ წვიმს და თქვენ ძალიან ცუდად ხართ, მაინც აუცილებლად უნდა გახვიდეთ ძაღლთან ერთად სასეირნოდ იმიტომ, რომ თქვენ მასზე პასუხისმგებელი ხართ და ძაღლს თავისი მოთხოვნილებები აქვს.

5. ყველას არ უყვარს ძაღლი. თქვენ მოგიწევთ დაპირისპირება შეურაცხყოფასთან და ძაღლებისადმი ცუდ დამოკიდებულებასთნ, და თქვენ მიხვდებით, რომ სამყაროში არც ისე ბევრი ადამიანია, ვისაც რეალურად უყვართ ისინი.

6. ძაღლზე ბევრი ფული მიდის. ის ჭამს, როგორც ჩვენ უკვე გავარკვიეთ, შეიძლება ავად გახდეს, მას მუდმივად სჭირდება ვიტამინები, სხვა გარეშე საკვები, ამუნიცია, სწავლება, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ ძაღლს მოიყვანდეთ, რადგან ის თქვენ შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ.

7. ძაღლი შეიძლება შეგეწინააღმდეგოთ. ძაღლები - ყოველთვის საყვარელი და ფუმფულა არსებები არ არიან, პირველ რიგში ისინი არიან ცხოველები, რომელთაც აქვთ კბილები და ბრჭყალები და რომელთაც იციან, რა არის იერარქია. ისინი თავის ცხოვრებას ამის მიხედვით აწყობენ, თქვენ კი შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეთ პირველ საფეხურზე.

8. ძაღლი უნდა ავარჯიშოთ. ის ითხოვს ყურადღებას და აღზრდას, წვრთნის კურსებს, რისი თუნდაც საწყისი ეტაპი აუცილებლად უნდა გაატაროთ, რადგან ისე თქვენი ცხოვრება შეიძლება სერიოზულად გართულდეს.

9. ძაღლს სცვივა ბეწვი. ბეწვის შესახებ თქვენ შეიტყობთ მის შესახებ თქვენი ბინადარის მოყვანის შემდეგ, ის ყველგან იქნება, განსაკუთრებით შავ საგნებზე. მზად ხართ თქვენ სახლში მოფენილი ძაღლის ბეწვისთვის?

10. თქვენ მოისურვებთ მეორე ძაღლს. თუ ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი გაწყობთ, მაშინ აუცილებლად გახდებით ძაღლის მოყვარული, რომელიც რა თქმა უნდა ისურვებს სახლში კიდევ ერთი ძაღლი მიიყვანოს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?